კაროლინ ვოზნიაცკის შემდეგ მაიამის ტურნირს მეორე ფავორიტი - ბელგიელი კიმ კლაისტერსი გამოეთიშა
კაცებისგან განსხვავებით, ქალებმა უკვე ოთხივე ნახევარფინალისტი გამოავლინეს. კაროლინ ვოზნიაცკის შემდეგ ტურნირს მეორე ფავორიტი - ბელგიელი კიმ კლაისტერსი გამოეთიშა.

წინა დღეს მსოფლიოს მეორე ჩოგანმა თითქმის წაგებული მატჩი გადაარჩინა ანა ივანოვიჩის წინააღმდეგ და ამან დიდი ძალები გამოაცალა. მისი გუშინდელი მეტოქე ვიქტორია აზარენკაც ძირითადად სამსეტიან მატჩებს თამაშობდა, მაგრამ ბელგიელისგან განსხვავებით ერთით მეტი დასვენების დღე ჰქონდა. როგორც ჩანს, ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ჩოგბურთელები მეექვსედ თამაშობდნენ ერთმანეთში და ყველა ეს შეხვედრა კიმის დიდ სპორტში დაბრუნების შემდეგ ჩატარდა. ვიქტორიამ მხოლოდ ერთხელ იმარჯვა - ბალახის საფარზე, დანარჩენი მატჩები ჰარდზე კიმმა მოიგო, მათ შორის შარშან მაიამიში 6:4, 6:0, როცა აზარენკა ტიტული იცავდა, წელს კი ეს პატივი სწორედ კლაისტერსს ერგო.

ერთი წლის წინ ფლორიდაში ბელგიელი ჩემპიონი გახდა და აქ ბევრი სარეიტინგო ქულის დაცვა უწევდა, ასე რომ, ამ მხრივ აზარენკასთან შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. წაგების შემთხვევაში კიმი გზას უხსნიდა ვერა ზვონარევას რეიტინგის მეორე საფეხურისკენ - თუ რუსმა ტურნირის მოგება შეძლო, ბელგიელს კლასიფიკაციაში მესამე ადგილამდე ჩამოაქვეითებს.

ფავორიტი რიგ სიტუაციებში კარგ თამაშს აჩვენებდა, მაგრამ ყველაფერს აფუჭებდა უნებლიე შეცდომების დიდი რაოდენობა, თანაც აზარენკაც შესანიშნავად მოქმედებდა. ბელარუსმა პირველი სეტი ორმაგი ბრეიკით მოიგო, მეორე სეტში კი უფრო ნაკლები ბრძოლა იყო. ანგარიში 5:1 გახდა ვიქტორიას სასარგებლოდ. სწორედ ამ ანგარიშიდან შეძლო კიმმა ივანოვიჩთან მატჩის შემობრუნება. თითქოს აზარენკაც ანერვიულდა, როცა პირველ ცდაზე მატჩზე ვერ ჩააწოდა, მაგრამ მეორე ჯერზე ყველაფერი წესრიგში იყო და ბელარუსმა ნახევარფინალში შეაბიჯა - 6:3, 6:3.

აზარენკას მეტოქე ზვონარევასა და პოლონელი აგნიეშკა რადვანსკას მატჩში გაირკვა. რუსს მხოლოდ პირველ პარტიაში შეექმნა პრობლემა, როცა მისმა მეტოქემ სეტბოლი მიიღო, მაგრამ ზვონარევამ პოლონელს ეს იმედი ეისით მოუსპო. უკვე შემდეგ გეიმში ვერამ ბრეიკი გააკეთა და სეტზე ჩაწოდებაც შეძლო. მეორე პარტიაში რუსი ორი ბრეიკით დაწინაურდა და მართალია, აზარენკას მსგავსად პირველ ცდაზე მატჩზე ვერ ჩააწოდა, მაგრამ შეხვედრის საბოლოო შედეგში ეჭვი არავის ეპარებოდა - 7:5, 6:3.

WTA

Sony Ericsson Open

მაიამი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 დოლარი

1/4 ფინალი

ვერა ზვონარევა (რუს, 3)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 9) 7:5, 6:3; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 8)-კიმ კლაისტერსი (ბელ, 2) 6:3, 6:3.

1/2 ფინალი

პეტკოვიჩი (21)-შარაპოვა (13); ზვონარევა (3)-აზარენკა (8).

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა