ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ამისულაშვილი: ჯობდა სამი ქულა ისრაელთან აგვეღო და არა ხორვატიასთან

ამისულაშვილი: ჯობდა სამი ქულა ისრაელთან აგვეღო და არა ხორვატიასთან

ალეკომ მარცხის მიზეზებზე, სანაკრებო პერსპექტივებსა და საკლუბო კარიერაზე ისაუბრა
ისრაელი-საქართველოს მატჩის მეორე დღეს ალექსანდრე ამისულაშვილის კომენტარი შემოგთავაზეთ და მის ინტერვიუსაც დაგპირდით. საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველს მაშინ გავესაუბრეთ, როცა სასტუმროდან აეროპორტისკენ მიდიოდა კრასნოდარში გასაფრენად.

თამაშის დასრულების შემდეგ ლაპარაკის ხასიათზე არავინ იყო და ვიფიქრეთ, მეორე დღეს, ცივ გონებაზე მაინც შეძლებდა ვინმე მომხდარის შეფასებას. ალეკომ მარცხის მიზეზის პოვნაც სცადა, სანაკრებო პერსპექტივებზეც ილაპარაკა და გვერდი არც მისი საკლუბო კარიერისთვის აგვივლია.

- ემოციები უკვე დაგიცხრა თუ გონებით კვლავ მოედანზე ხარ?

- ასეთი მტკივნეული მარცხის დავიწყება ყოველთვის ძნელია. ვფიქრობ, ვიხსენებ და კიდევ ერთხელ მწყდება გული შედეგის გამო, რადგან არწაგება ნამდვილად შეგვეძლო. როგორ ვთქვა, მეტოქეს ვაჯობეთ-მეთქი, მაგრამ ისრაელის ნაკრების სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, რიგ მომენტებში საკმად მაღალი დონის ფეხბურთი ვითამაშეთ. ვერ ვიტყვი, რომ უშანსოდ ვიყავით, ქულის მოპოვება სავსებით რეალური იყო.

- პირველ ტაიმში მასპინძელთა უპირატესობა მაინც აშკარა იყო.

- ასეა, მაგრამ ამას ველოდით კიდეც. საქართველოს ნაკრების მთავარი ამოცანა ამჯერადაც ის იყო, რომ დაცვაში მაქსიმალური სიზუსტით გვეთამაშა და სწრაფი გოლი არ მიგვეღო. მეტოქის უპირატესობის მიუხედავად, ეს შევძელით. ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ ისრაელმა სწორედ მაშინ გაგვიტანა, როცა უფრო ხარისხიანად ავთამაშდით და თამამად შევუტიეთ.

- მეტოქის უკეთესი ფიზიკური მომზადება თვალშისაცემი იყო...

- ესეც ლოგიკური იყო და თავისი მიზეზიც ჰქონდა - ბუნებრივია, კალენდარს ვგულისხმობ. ჯერ ერთი, მატჩებს შორის ორდღიანი ინტერვალი ძალიან მცირეა. მართალია, ისრაელმაც ამ მონაკვეთში ჩაატარა თავისი შეხვედრები, მაგრამ ორივეჯერ სახლში ითამაშა, თანაც ჩვენ ხორვატიასთან გამარჯვებამ, მგზავრობამ და აკლიმატიზაციამ წაგვართვა უდიდესი ენერგია, ისრაელმა კი ლატვიასთან შედარებით იოლი მატჩი ჩაატარა და მომდევნო შეხვედრაც შინ გამართა.

თავს ნამდვილად არ ვიმართლებთ, მაგრამ სწორედ ეს იყო ობიექტური მიზეზები იმისა, ებრაელები ჩვენზე დასვენებულად რომ გამოიყურებოდნენ. სამწუხაროდ, მათ სწორედ ამ კომპონენტით მიაღწიეს გადამწყვეტ უპირატესობას.

- სატურნირო თვალსაზრისით რამდენად წარმატებულ შედეგად მიგაჩნია ამ ორ მატჩში მოპოვებული სამი ქულა?

- ბრწყინვალე შედეგი არ არის, მაგრამ ნორმალურია. ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, ეს სამი ქულა ისრაელთან აგვეღო და არა ხორვატიასთან, რადგან ჯობს, უფრო რეალური მიზანი, ანუ ჯგუფში მეორე ადგილი დავისახოთ. თუმცა ემოციური თვალსაზრისით ხორვატიასთან გამარჯვება დაუვიწყარი იყო. შეიძლება, ასეთ სიხარულს ზოგი ფეხბურთელი კარიერის განმავლობაში ვერ ეღირსოს და უბედნიერესი ადამიანი ვარ, ამ დღეს რომ მოვესწარი.

მთელ საქართველოს უდიდესი სიხარული მივანიჭეთ და ყველას დავუმტკიცეთ, რომ ფეხბურთის თამაში ქართველებსაც შეგვიძლია. ფეხბურთელებზე მეტად არავის გვინდოდა, დაუმარცხებელი სერია გაგრძელებულიყო, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და, სამწუხაროდ, ჩვენი სერიაც შეწყდა. სამაგიეროდ, არ შემწყდარა საქართველოს ნაკრების წინსვლა.

იმედი მაქვს, ახლა მაინც არ უფიქრია ვინმეს, რომ ნაკრების წევრებმა წარმატებისთვის რამე დავიშურეთ. გავიმეორებ, მარცხმა გული მეც და ბიჭებსაც ძალიან გვატკინა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და გრძელდება ეს შესარჩევი ციკლიც, სადაც ყველაზე საინტერესო ამბები ჯერ წინაა.

- რა დავალებები მისცა გუნდს შესვენებაზე თემურ ქეცბაიამ?

- თემურმა დაუშვილი კვირკველიათი შეცვალა და შეტევაში უფრო აქტიური თამაში დაგვავალა, მაგრამ მთავარ ამოცანად მაინც საკუთარი კარის უსაფრთხოება დარჩა. ახლაც იმ აზრისა ვარ, რომ გოლი კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო, მეორე ტაიმში თამაში გავათანაბრეთ და სადავეები ნელ-ნელა ჩვენს ხელში გადმოდიოდა. მოკლედ, არ იყო ჩვენი დღე, ყველაფერთან ერთად, წარმატებისთვის იღბალიცაა საჭირო, რომელმაც თელ-ავივში აშკარად ზურგი გვაქცია.

- ისრაელის ნაკრების თამაშში რაიმე მოულოდნელი ხომ არ შეგინიშნავს?

- კარგად ვიცოდით, რომ ეს გუნდი შინ განსაკუთრებით ძლიერია და ველოდით, რომ თავიდანვე აქტიურად შემოგვიტევდა. ვერაფერს ვიტყვი, ისრაელმა მშვენივრად ითამაშა, მაგრამ რომ არა ჩვენი შეცდომა, გოლს ვერ გაიტანდა. ჩვენ კი საკუთარი შანსი ვერ გამოვიყენეთ. ლადო დვალიშვილის დონის თავდამსხმელი ასეთ მომენტს ასიდან ოთხმოცდაცხრამეტს გამოიყენებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთ მნიშვნელოვან მომენტში არ გაუმართლა. მარცხი განსაკუთრებით მძიმედ მან განიცადა და მინდა ვთხოვო, თავს მოერიოს და მომავალ სანაკრებო მატჩებზე იფიქროს.

- საქართველოს ნაკრებში დებიუტი დიდი ხნის წინ გქონდა, მაგრამ არცთუ ხშირად გიძახებდნენ და სტაბილურად დიდი ხანი არაა, რაც თამაშობ.

- ძველი დროის გახსენება აღარც მინდა, რაც იყო, იყო... ყოველთვის ვოცნებობდი, ნაკრებისთვის სასარგებლო ფეხბურთელი ვყოფილიყავი და ეს ოცნება სულ ახლახან ამიხდა. უმჯობესია, ჩემი თამაში გულშემატკივრებმა შეაფასონ, თუმცა ვფიქრობ, რომ დაკისრებულ ფუნქციებს თავს ნორმალურად ვართმევ.

- ეთანხმები იმ აზრს, რომ კარიერაში საუკეთესო პერიოდი გიდგას?

- ვეთანხმები, რადგან ნაკრებშიც და კლუბშიც კარგად მიმდის საქმეები და ძველი უსიამოვნო დრო წარსულს ჩაბარდა. ასაკიც მცველისთვის იდეალური მაქვს და თუ ტრავმებმა ხელი არ შემიშალა, მაღალ დონეზე თამაშს კიდევ რამდენიმე წელს შევძლებ.

- მიმდინარე შესარჩევი ციკლის სტარტზე დაცვის ცენტრში შენი მეწყვილე მალხაზ ასათიანი იყო, რომელიც ბოლო დროს აკაკი ხუბუტიამ შეცვალა.

- ორივე მშვენიერი პარტნიორია. ასათიანს წლებია, ვიცნობ და მასთან ერთად თამაშის პრობლემა არასდროს მქონია, ხუბუტიასთან ერთად თამაში კი სულ ცოტა ხნის წინ დავიწყე და მასთანაც ყველაფერი რიგზე მაქვს. მაღალი დონის მცველია და საერთო ენაც იოლად გამოვნახეთ.

- ერთი შეხედვით, სანაკრებო ატმოსფერო უწინდელზე გაცილებით ჯანსაღია.

- ნამდვილად ასეა. გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული, ფეხბურთელებს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და ერთმანეთის სიხარულსა და სატკივარს მთელი გულით ვიზიარებთ.

- “ქაისერიდან” “კრასნოდარში” შენი გადასვლა ქართული ფეხბურთის ბოლო დროის ერთ-ერთი საინტერესო მოვლენა იყო. ალბათ, ახლაც ფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე.

- რა თქმა უნდა. “კრასნოდარში” თამაში უკეთესია როგორც ფინანსური, ასევე სპორტული თვალსაზრისით. ამას განსაკუთრებით ვუსვამ ხაზს. სეზონის მსვლელობისას ყველა დარწმუნდება, რომ ბრძოლისუნარიან და ამბიციურ გუნდში გადავედი. კაპიტნადაც ამირჩიეს, რამაც პასუხისმგებლობა და მოტივაცია ამიმაღლა. მოკლედ, მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებ როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო ასპარეზზე.

• kopala

თქვენ რა გჯერათ რომ თოფი თავისით ისვრის?

• guja kakhadze

ჯობდა სამი ქულა ისრაელთანაც აგვეღო.ეს ადვილად მოხდებოდა თუ სირბილით დასვენების ქართულ მეთოდს გამოიყენებდით.ფედერაცია ამ მეთოდს რატომღაც იგნორირებას უკეთებს.დარწმუნებული ვარ, რომ თემურ ქეცბაია ახალ წაუგებელ სერიას დაიწყებს.წარმატებას ვუსურვებ თემურს და ჩვენ ბიჭებს.

• is

ყარაულის თოფივით გაგვივარდა ხორვატიასთან და მართლა მაგარი გვგონია თავი))))))))))))))ისრაელს რომ ვერ აჯობებ ჯობია ჩუმად იყო და ევროპაზე არ იოცნებო

• akaki

გულშემატკივრები კმაყოფილებიც ვართ და მოხარულებიც, რომ ასეთი თამოყვარე და ქვეყნის მოყვარე ბიჭები ერთ შეკრულ გუნდად გიხილეთ. გამიხარდა ლადოს, რომ გამოესარჩლე, თუმცა ჩანაფიქრი ისე ელვისებურად მიიღო მისი კლასი ისედაც გამოჩნდა. წინ! უფრო დიდი წარმატებებისაკენ.

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?

ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"

"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია

მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი

"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

კვიპროსში კლუბის პრეზიდენტი მოკლეს, რომელიც მატჩების "ჩაწყობაში" ფიგურირებდა

საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს