სუპერლიგის მე-19 ტურის საუკეთესო კალათბურთელი მიხეილ ფანჩულიძე თსუ-ს წარმატების ერთ-ერთ მიზეზად გუნდურ გარჯას მიიჩნევს
სუპერლიგის მე-19 ტურში ცენტრალური მატჩი თსუ-შსს-ს დაპირისპირება იყო. ამ შეხვედრაში 21 ქულა და 11 პასი შეასრულა გიორგი გაფრინდაშვილმა, ხოლო მიხეილ ფანჩულიძემ 32 ქულა ჩააგდო. მიშამ 11-დან 8 სამქულიანი, 6-დან 2 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რაც მეტისმეტად მაღალ მაჩვენებლად ითვლება.

ფანჩულიძე ტურის საუკეთესო კალათბურთელად დავასახელეთ. მასთან ერთად სუმბოლურ ხუთეულში გაფრინდაშვილი და შსს-ს მეფარე ჟულივეტ ტუჯანი მოხვდნენ. დარჩენილი ორი ადგილი "სამედიცინოს" გამთამაშებელმა ჯეფ როჯერსმა და აკაკი დვალიშვილმა შეავსეს. მათმა გუნდმა ბევრისთვის მოულიდნელად დიდი სხვაობით დაამარცხა "ქუთაისი".

ტრადიციისამებრ, გთავაზობთ ინტერვიუს ტურის საუკეთესო კალათბურთელთან. საუბრის დასაწყისში მიხეილ ფანჩულიძეს ჩამოვუთვალეთ:

- მიშა ბერიშვილი, ილია ლონდარიძე, რიჩარდ მათიაშვილი... ამ წრეში მეოთხე თსუ-ელი ხარ ტურის საუკეთესოდ რომ დავასახელეთ.

- ამას ობიექტური მიზეზები აქვს - იანვარში კარგად მოვემზადეთ და პირველი შედეგი ქორქია-საკანდელიძის თასზე გამოჩნდა. ის შეჯიბრებაც მოვიგეთ და თასის ნახევარფინალიც თითქმის მოგებული გვქონდა, მაგრამ უკანასკნელ წამზე "არმიელებმა" სამქულიანი ჩაგვიგდეს და ფინალში გავიდნენ. მას მერე თამაში არ წაგვიგია. წარმატების კიდევ ერთი მიზეზი გუნდური გარჯაა - თუ ერთ კალათბურთელს თამაში წაუვა ვცდილობთ მას დავეხმაროთ. არავინ ფიქრობს პირად სტატისტიკაზე. სწორედ ესაა თსუ-ს კოზირი.

- აქვე უნდა ვახსენოთ მაღალი ტემპი...

- მეტოქეებს სწრაფ თამაშს ვთავაზობთ. ბოლო ტურში შსს ტემპში აგვყვა და საინტეერსო შეხვედრა გამოვიდა. ამის გამო პირველ ტაიმში ორივე გუნდს დაცვაში თამაში სათანადოდ ვერ აეწყო და საწყის 20 წუთში მაღალი ანგარიში დაფიქსირდა. მეორე ნახევარში დაცვა ორივე გუნდმა გამოასწორა და ბოლო წუთებამდე თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. მოხარული ვარ, რომ ოვერტაიმში უფრო მობილიზებულები ვიყავით და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.

- თებერვალში ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვე. ახლა როგორ ხარ?

- ქუსლის ტრავმა მაქვს, რომელსაც ოპერაცია სჭირდება. ამიტომ, თამამად ვერ ვხტები და ვცდილობ გუნდს პერიმეტრიდან დავეხმარო.

- ბანკში ისევ მუშაობ?

- დიახ. დღისით ბანკში ვარ, საღამოს თსუ-სთან ერთად ვვარჯიოშობ. მართალია, ზოგჯერ ვარჯიშის გაცდენა მიწევს, მაგრამ ამის მიუხედავად ვცდილობ თსუ-ს მაქსიმალურად გამოვადგე. ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელება ჩემთვის იმიტომაცაა სასიამოვნო, რომ ვრწმუნდები - მიუხედავად იმისა, ოპტიმალურ ფორმაში არ ვარ, გუნდისთვის მაინც მომაქვს სარგებელი.

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს