ფრანგულ ლექს-ლე ბენში მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატზე ერთდღიანი ტაიმ-აუტი ქართული ჭადრაკის ლიდერმა ბაადურ ჯობავამ კარგად გამოიყენა

ფრანგულ ლექს-ლე ბენში მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის დამთავრებამდე ოთხი ტურით ადრე ტურნირის მონაწილეებს ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ. ერთდღიანი ტაიმ-აუტი კარგად გამოიყენა ქართული ჭადრაკის ლიდერმა ბაადურ ჯობავამ, რომელმაც თეთრი ფიგურებით აზერბაიჯანელ ელაჯ საფარლის აჯობა.

დანარჩენ ქართველთა პარტიები ასე დამთავრდა: ლელა ჯავახიშვილი-კლემენტ სროვესი (შოტლანდია) 1:0, ლევან ფანცულაია-ანტონი ბელეში (საფრანგეთი) 1:0, ევგენი პოსტნი (ისრაელი)-სალომე მელია 1:0, დაზავდნენ: დოიან ვუკოვიჩი (სერბეთი)-თორნიკე სანიკიძე, დავით ზარქუა-დაან ბრანდერბურგი (ჰოლანდია), დავით ლობჟანიძე-აფრიმ ფეიზულაჰუ (ევროპის საჭადრაკო კავშირი), ლუკა პაიჭაძე-ივან დენისოვი (რუსეთი).

გუშინ მე-9 ტურში კვლავ იყოჩაღა ჯობავამ: საფრანგეთის წარმომადგენელ ტიგრან გარამიანს შავი ფიგურებით ეთამაშებოდა. მე-18 სვლამდე თითქმის თანაბარი პოზიცია იყო, მაგრამ თეთრების მფ3 სუსტი სვლის შემდეგ უპირატესობას ქართველი დიდოსტატი დაეუფლა. გარამიანის მე-19, 24-ე და 25-ე სვლებიც უზუსტო აღმოჩნდა და შავებით 26-ე ეა4 სვლის შემდეგ იძულებული გახდა, საათი გაეჩერებინა და ჩვენებურისთვის გამარჯვება მიელოცა:

დიაგრამა

18. მფ3 ეფც8 19. კდ3 ა3

20. მდ5 კხდ5 21. ეხდ5 ახბ2

22. ეაბ1 ე4 23. მხდ4 ეხდ3

24. ეხბ2 კა3 25. ედბ1 კხბ2

26. ეხბ2 ეა4 და თეთრები დანებდნენ.

რვა ტურის შემდეგ 6 მოჭადრაკეს 6,5-6,5 ქულა ჰქონდა. მათი მე-9 ტურის პარტიები ყაიმით დამთავრდა: ნიკიტა ვიტიუგოვი (რუსეთი, 2720)-ვიოსელ იორდაჩესკუ (მოლდოვა, 2626), რაუფ მამედოვი (აზერბაიჯანი, 2667)-მარკუს რაგერი (ავსტრია, 2614), ვლადიმირ პოტკინი (რუსეთი, 2653)-ემილიან პარლიგრასი (რუმინეთი, 2598). 6-6 ქულით მეშვიდე-ოცდამეხუთე ადგილებს 18 მოჭადრაკე იყოფდა. ჯობავას გარდა, წარმატებას მიაღწიეს რადოსლავ ვოიტაჩეკმა (პოლონეთი), ფრანსისკო ვალიხომ (ესპანეთი), ილდარ ხაისულინმა (რუსეთი), იუდით პოლგარმა (უნგრეთი), სერგეი ჟიგალკომ (ბელარუსი). ცხრა ტურის შემდეგ 12-მა მოჭადრაკემ 7-7 ქულას მოუყარა თავი. სასიამოვნოა, რომ მათ შორის გახლავთ ევროპის ბოლო ორი ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯოს პრიზიორი ბაადურ ჯობავა.

დანარჩენ ქართველ მოჭადრაკეთა გუშინდელი შეხვედრები ასე დამთავრდა: თორნიკე სანიკიძე-ევგენი რომანოვი (რუსეთი) 0,5:0,5, დან ზისკა (ფარერები)-ლევან ფანცულაია, იანიკ კოზული (საფრანგეთი)-ლელა ჯავახიშვილი, მიჩელ გოდენა (იტალია)-დავით ზარქუა, ჩარლი როული (საფრანგეთი)-დავით ლობჟანიძე, მარკ გუენენი (ბელგია)-ლუკა პაიჭაძე, სალომე მელია-სქით ჰაგენი (დანია).

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა