სერია A-ს მორიგ ტურში ერთი ისეთი ჯახია, რომელიც თავისი მნიშვნელობით წონის დანარჩენებს - "იუვენტუსი" "რომას" უმასპინძლებს
სერია A-ს მორიგ ტურში ერთი ისეთი ჯახია, რომელიც თავისი მნიშვნელობით წონის დანარჩენებს - "იუვენტუსი" "რომას" უმასპინძლებს.

ამ ორი იტალიური გრანდის დაპირისპირებას არასოდეს აკლია დაძაბულება. ამჯერადაც ასე იქნება. წესით, ტურინულ ბრძოლაში ვერ ვიხილავთ "იუვენტუსის" მცველებს - ჯორჯო კიელინისა და ბენედიქტ ჰიოვედესს. საეჭვოა ჯანლუინი ბუფონისა და ხუან კვადრადოს ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

"ჯალოროსი" კი, ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობით იქნება. რომაელები იხტიბარს არ იტეხენ და ფიქრობენ, რომ ტურინში მაქსიმუმის მიღწევას შეძლებენ.

დაძაბული მატჩის მოლოდინია "ნაპოლისა" და "სამპდორიას" შორის. მასპინძელი, რა თქმა უნდა, ფავორიტია. თან "ნაპოლის" გამარჯვება ჰაერივით სჭირდება. მაურიციო სარის გუნდმა გასულ უქმეებზე დაიბრუნა ლიდერობა და გააფთრებით იბრძვის სკუდეტოსთვის.

"მილანისა" და "ატალანტას" შეხვედრა ერთ-ერთი ცენტრალურია ტურში. მილანელებმა გასულ უქმეებზე მოულოდნელი მარცხი იწვნიეს "ვერონასთან", რის შემდეგაც ჯენარო გატუზოს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგომა სურდა, მაგრამ ჯერჯერობით დარჩა და ერთად ვნახავთ, რა იქნება ახლო მომავალში. ფაქტი კია, რომ "მილანს" რთული მატჩი ელოდება.

ცხადია, "ლაციო" შინ ფავორიტად ითვლება "კროტონესთან" შეხვედრაში. რომაელთა შემადგენლობა თითქმის ოპტიმალურია. მათ მხოლოდ პორტუგალიელი შემტევი, ვეტერანი ლუიშ ნანი დააკლდებათ. "კროტონე" სახიფათო ზონაში კია, მაგრამ გადარჩენისთვის მებრძოლი გუნდი ხშირად ძალიან საშიშია და სიმონე ინძაგის გუნდს სიფრთხილე არ აწყენდა.

"ინტერის" მიზანი "სასუოლოსთან" გასვლით შეხვედრაში გამარჯვებაა, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც "ნერაძურიმ" გასულ ტურში მოულოდნელი საშინაო მარცხი (1:3) იწვნია "უდინეზესთან".

წესით, ამ შეხვედრაში "ინტერს" ერთადერთი ფეხბურთელი უნდა დააკლდეს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ დანაკლისი უმნიშვნელოვანესია. თუ არაფერი შეიცვალა, მინდორზე ვერ ვიხილავთ პორტუგალიელ შუახაზელ ჟოაო მარიოს.

ფაქტები

"კალიარისა" და "ფიორენტინას" შორის ბოლო 4 მატჩში 17 გოლი გავიდა (საშუალოდ 4.25 გოლი თითოეულ შეხვედრაში).

"ფიორენტინამ" "კალიარის" ბოლო 2 გასვლითი მატჩი მოუგო (5:3 გასულ სეზონში).

"კიევომ" "ბოლონიასთან" ბოლო 14 საშინაო მატჩში (6 მოგება, 7 ფრე) მხოლოდ 1 წააგო - 0:1 2011 წლის ოქტომბერში.

"რომამ" "იუვენტუსთან" სერია A-ს ბოლო 3 საგარეო მატჩი წააგო.

"რომამ" "იუვენტუსთან" გასვლით შეხვედრაში ბოლოს 2010 წლის იანვარში გაიმარჯვა (2:1), რის შემდეგაც ყველა მომდევნო შეხვედრაში ერთად მხოლოდ ქულის აღება მოახერხა.

"ლაციო" და "კროტონე" აქამდე მხოლოდ წინა სეზონში შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი თამაში რომაელებმა მოიგეს (1:0), ხოლო სეზონის ბოლო მატჩში გამარჯვებით (3:1) "კროტონემ" სერია A-ში ადგილი შეინარჩუნა.

"მილანმა" "ატალანტას" ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ 1 მოუგო.

"სამპდორიას" "ნაპოლი" 2010 წლის მაისის შემდეგ არ დაუმარცხებია და მხოლოდ 3 ფრე ითამაშა ბოლო 12 მატჩში.

"სამპდორიამ" "ნაპოლი" სტუმრად ბოლოს 1998 წლის აპრილში დაამარცხა (2:0).

"ინტერს" სერია A-ში ყველა დიდი ანგარიშით სწორედ "სასუოლოსთან" აქვს მოგებული - 7:0 2013/14 წლების სეზონში.

სერია A. XVIII ტური

პარასკევი, 22 დეკემბერი

კიევო-ბოლონია 21:00

კალიარი-ფიორენტინა 23:45

შაბათი, 23 დეკემბერი

ლაციო-კროტონე 15:30

ჯენოა-ბენევენტო 18:00

ნაპოლი-სამპდორია 18:00

სასუოლო-ინტერი 18:00

სპალ-ტორინო 18:00

უდინეზე-ვერონა 18:00

მილანი-ატალანტა 21:00

იუვენტუსი-რომა 23:45

ბომბარდირები: 17 - მაურო იკარდი (ინტერი); 15 - ჩირო იმობილე (ლაციო); 12 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 10 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 9 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო