2017 წელი საუკეთესო მატჩით მთავრდება: "სანტიაგო ბერნაბეუ" "ელ კლასიკოს" მასპინძლობს
2017 წელი საუკეთესო მატჩით მთავრდება: "სანტიაგო ბერნაბეუ" "ელ კლასიკოს" მასპინძლობს. როცა "რეალი"-"ბარსელონაა", ყველა სხვა დაპირისპირება საფეხბურთო მსოფლიოში ფერს კარგავს...

ერნესტო ვალვერდე ლა ლიგაში პირველად ჩადის "ბერნაბეუზე" "ბარსას" თავკაცის რანგში. მას შეუძლია მშვიდად იყოს, ამ ორ გრანდს შორის (რჩება კიდევ "ატლეტიკო", ნაკლებად, "ვალენსიაც") საჩემპიონო ბრძოლა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიძაბება, თუ ზინედინ ზიდანის გუნდი გაიმარჯვებს.

ამ შემთხვევაში სხვაობა 8 ქულამდე შემცირდება. არც ეს არის ცოტა, მაგრამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამო, "რეალს" ერთი თამაში რეზერვში აქვს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს თამაში "ლეგანესთანაა", დიდი ალბათობით, კლასიკოს მოგება "რეალს" "ბარსელონასთან" 5 ქულამდე მიაახლოებს. ხუთი ქულა კი, როცა წრეზე მეტი რჩება, აღარ არის სერიოზული ჰანდიკაპი.

მოკლედ, "რეალმა" აუცილებლად უნდა მოიგოს, "ბარსას" კი ფრეც აწყობს, მაგრამ რამდენად შეუძლია კატალონიურ გრანდს ფრეზე თამაში? ადრე ეს თითქმის გამორიცხული იყო, მაგრამ ვალვერდეს ხელში "ბარსა" გაცილებით პრაგმატულია და არაფერია გამორიცხული, თუმცა... კლასიკოს სტატუსი ბასკ მწვრთნელს ამის საშუალებას ალბათ, არ მისცემს.

"მარკა" წერს, რომ ახლა ისეთი კლასიკო გველის, გუნდებს ძნელად თუ შეუძლიათ მეტოქეებისთვის სიურპრიზის შეთავაზება. ტაქტიკურად და შემადგენლობების მხრივაც, ბევრი რამ ისედაც ცხადია.

მაგალითად, ზიდანი ალბათ, იმ 11-ეულით დაიწყებს, რომლითაც მოიგო კარდიფში ჩემპიონთა ლიგა და აბუ-დაბიში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. 4-4-2-ში არ რჩება გარეთ ბეილის ადგილი, რომელიც ტრავმის მერე გამოჯანმრთელდა, თამაშშიც კარგად ჩაერთო, მაგრამ 99%-იანი ალბათობით, სასტარტოში არ იქნება. სამაგიეროდ, იქნება ისკო.

არც "ბარსელონაშია" დიდი ცვლილებები მოსალოდნელი. ერთგვარი სიურპრიზი შეიძლებოდა უსმან დემბელე ყოფილიყო, თუმცა გამოჯანმრთელებულ ახალგაზრდა ფრანგს მოედანზე არ გაიყვანენ, ვალვერდემ ეს უკვე დაადასტურა. ეს მისი მისამართით მეტად უგულო საქციელი იქნებოდა.

ყველაზე საჭოჭმანო მარჯვენა მცველის პოზიციაა, რომლისთვისაც სერხი რობერტო და სემედუ იბრძვიან. ალბათ, მეორეს არჩევენ, რადგან დაცვით ფუნქციებს უკეთ ასრულებს, რაც მარსელოსა და რონალდოსთან ბრძოლაში აუცილებელია. ხავიერ მასკერანო დაბრუნდა, მაგრამ თომას ვერმალენი კარგად თამაშობს და პიკეს იგი შეუწყვილდება, უმტიტი, მოგეხსენებათ, ტრავმირებულია.

ვალვერდეს ვარიაციების საშუალება პაკოს ტრავმამაც მოუსპო. ახლა უკვე ცხადია, რომ "ბარსას" 4-კაციანი ნახევარდაცვით (რომელთა შორის პაულინიო იქნება) მოუწევს თამაში, წინ კი ლუის სუარესი და ლეო მესი ითამაშებენ.

სერხიო რამოსი (რეალი): "ძალიან საინტერესო მატჩი იქნება. ეს ხომ კლასიკოა და მეტი სიტყვის დამატება საჭირო არც არის. კლასიკო ყველაფრისგან განსხვავდება მსოფლიოში, ის ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა ფეხბურთში. ისე, როგორც არასდროს, ჩვენ ვალდებულები ვართ, მოვუგოთ "ბარსელონას". სატურნირო მდგომარეობა გვავალდებულებს. მხოლოდ მოგება გვაძლევს შანსს, ვიბრძოლოთ ჩემპიონობისთვის".

ლიონელ მესი (ბარსელონა): "კლასიკო ყოველთვის გამორჩეულია და მოგება ყოველთვის საამაყო. "რეალის" მისსავე მოედანზე დამარცხება უდიდეს უპირატესობას მოგვცემს. ამის შემდეგ ლიგაში კიდევ ბევრი მატჩი რჩება, თუმცა შობაზე კლასიკოს მოგებით გასვლა დიდებული იქნება".

ფაქტები

ლა ლიგაში ეს გუნდები 175-ედ თამაშობენ, "რეალმა" 72 თამაში მოიგო, "ბარსამ" - 69. გოლები 284:277 "რეალის" სასარგებლოდ.

ლა ლიგაში ლიონელ მესის 16 გოლი აქვს კლასიკოებში გატანილი, კრიშტიანო რონალდოს - 14.

სულ ყველა შეჯიბრებაში (ამხანაგურები არ ითვლება) 235 მატჩი გაიმართა. 95 "რეალმა" მოიგო, 91 - "ბარსელონამ".

ყველა მატჩში 269 მატჩი გაიმართა და აქ "ბარსა" ლიდერობს - 111 მოგება, "რეალის" 99-ის სანაცვლოდ.

ლიონელ მესი 24 გოლით კლასიკოების ყველა დროის რეკორდსმენია.

ანდრეს ინიესტა 36-ე კლასიკოს ითამაშებს. ერთიც და იკერ კასილიასს, რაულსა და ფერნანდო იეროს დაეწევა.

კრიშტიანო რონალდო 17 გოლით მესამე ადგილზეა (1 გოლით ჩამორჩება ალფრედო დი სტეფანოს).

ლიონელ მესისა და სერხიო რამოსს 34-34 მატჩი აქვთ კლასიკოებში ნათამაშები.

ლა ლიგა. XVII ტური

სამშაბათი, 19 დეკემბერი

ლევანტე-ლეგანესი 0:0

ოთხშაბათი, 20 დეკემბერი

სოსიედადი-სევილია 3:1

ხეტაფე-ლას პალმასი 2:0

ხუთშაბათი, 21 დეკემბერი

ეიბარი-ჟირონა 4:1

ალავესი-მალაგა 1:0

პარასკევი, 22 დეკემბერი

ბეტისი-ბილბაო 0:2

ესპანიოლი-ატლეტიკო 1:0

შაბათი, 23 დეკემბერი

რეალი-ბარსელონა 16:00

ვალენსია-ვილიარეალი 19:15

დეპორტივო-სელტა 21:30

ბომბარდირები: 14 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 10 - სიმონე ძაძა (ვალენსია); 9 - იაგო ასპასი (სელტა), სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი), კრისტიან სტუანი (ჟირონა), ლუის სუარესი (ბარსელონა); 8 - როდრიგო (ვალენსია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
ვალვერდე: უკეთესია, ხალხმა ჩემსა და მესიზე სიმართლე არ იცოდეს
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა - "ბილბაოს" სავარაუდოდ, ტერზიჩი ჩაიბარებს
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"ვალენსიამ" 2012 წლის შემდეგ მე-11 მწვრთნელი გადააყენა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
ისევ ყოფილ კლუბში - ერნესტო ვალვერდე სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტერზიჩი "ატლეტიკს" გაწვრთნის
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
კარასკო: გვარდიოლა ჭკვიანია და "ბარსაში" არ დაბრუნდება
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს