"მილანის" ნახევარმცველი აცხადებს, რომ მომავალი დერბი "ინტერთან" სკუდეტოსთვის ბრძოლაში გადამწყვეტი იქნება
"მილანის" ნახევარმცველი კლარენს ზეედორფი აცხადებს, რომ მომავალი დერბი "ინტერთან" სკუდეტოსთვის ბრძოლაში გადამწყვეტი იქნება.

არადა, ბევრმა მოთამაშემ და კლუბის ხელმძღვანელმა სცადა, ტიტულის მოპოვებაში ამ თამაშის მნიშვნელობა დაეკნინებინა, მაგრამ ჰოლანდიელი სხვაგვარად ფიქრობს.

"მიმაჩნია, რომ "ინტერთან" მატჩი ტიტულისთვის რბოლაში გადამწყვეტი იქნება, - თქვა ზეედორფმა. - ფსიქოლოგიური თვალსაზრისით წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი მატჩი იქნება. ის, ვინც განსხვავებულს ამბობს, მატყუარაა. ეს არავისთან დაპირისპირებას არ ნიშნავს, უბრალოდ ზოგადად ჩემი კომენტარია.

ყველა მოთამაშემ იცის, რომ ეს მატჩი გადამწყვეტია. რა თქმა უნდა, წაგება სამყაროს დასასრული არ იქნება, რადგან საქმის გამოსასწორებლად დრო კიდევ დარჩება, მაგრამ ორივე გუნდის არცერთ ფეხბურთელს სურს მოედანი ცარიელი ხელებით დატოვოს".

შემდეგ ზეედორფმა თავისი აზრის გასამყარებლად მილანური გუნდების ადრინდელი დაპირისპირება გაიხსენა.

"ახლაც მახსოვს 2003/2004 წლის სეზონის დერბი. ის მატჩი 3:2 მოვიგეთ, რამაც უზარმაზარი თავდაჯერება მოგვიტანა. იმ შეხვედრამ მორალურად გაგვაძლიერა და საბოლოოდ სერია A-ს მოგებაში დაგვეხმარა", - თქვა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"