კლასიკო - უბრალოდ, უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა!
23 დეკემბერს ლა ლიგის XVII ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა.

მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ და პრინციპულ მატჩში მადრიდის "რეალმა" "ბარსელონას" უმასპინძლა.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, "რეალს" ამ მატჩის აუცილებლად მოგება ესაჭიროებოდა, წაგების შემთხვევაში კი ფაქტიურად ოქროს მედლებისთვის ბრძოლას ეთიშებოდა. ამიტომ თავიდანვე შეუტია და დებიუტშივე გაიტანა რონალდომ თავურით გოლი, მაგრამ მსაჯმა სამართლიანად დააფიქსირა თამაშგარე მდგომარეობა და კრიშტიანოს არც გაუპროტესტებია.

აშკარა შეიქნა, რომ გუნდები ფრთხილობდნენ, თამაშის გამწვავებას ერიდებოდნენ, ტემპიც არ იყო მაღალი და მასპინძლების უპირატესობა გამოიკვეთა. ეგაა, სახაფათო მომენტებს იშვიათად ქმნიდა. მე-10 წუთზე რონალდომ ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთს ფეხი ააცილა, მერე მისი დარტყმული ბურთი ტერ შტეგენმა მოიგერია, შესვენების წინ კი ბენზემამ ბურთი ძელს გაატყა.

რაც შეეეხება "ბარსელონას" , მხოლოდ ორჯერ შეუტია სახიფათოდ და ორივეჯერ პაულინიოს ნავასმა არ დაანება გოლის გატანა.

სამაგიეროდ ნაანტრაქტევს სუარესმა მოახერხა სწრაფი კონტრშეტევისას ნავასის კარის დალაშქვრა, მერე მსაჯმა კარიდან ბურთის ხელით გამოტანისთვის კარვახალი გააძევა და პენალტი დანიშნა (თუმცა, გოლი უნდა ჩაეთვალა), მესიმ თერთმეტმეტრიანი გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყდა. ეგეც არ აკმარეს და ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ იმ წუთას შეცვლაზე შესულმა ვიდალმა მესამედ დაამწუხრა "რეალის" კიპერი.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას? მოსწონს ეს ვინმეს თუ არა ფაქტია, კლასით უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა, რომელსაც უკეთესი ფეხბურთელები ყავს. მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა სამი ფორვარდის დაყენება ვერ გაბედა, ბეილის ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში კოვაჩიჩი გაამწესა და უელსელი მხოლოდ მაშინ შეუშვა მოედანზე, როდესაც თამაში პრაქტიკულად წაგებული ქონდა.

"სამეფო გუნდი" ერთფეროვნად, ძირითადად მარცხენა ფრთიდან უტევდა და ცოტაც არ გაუმართლა, თუმცა ეს წაგების ძირითადი მიზეზი არაა. გუნდს აშკარად ესაჭიროება იერიშების გამრავალფეროვნება და დისპეტჩერი, რომელიც მოედნის ცენტრში თამაშს საკუთარ თავზე აიღებს და ისეთ ჩინებულ ფორვარდს, როგორიც რონალდოა, პასებით მოამარაგებს. ეს ჩინებულად იცის ზიზუმ და ამიტომ უნდა "ჩელსის" პლეიმეიკერის ედენ აზარის შეძენას.

მოკლედ, "ბარსამ" "რეალი" 14 ქულით ჩამოიტოვა და ეს უკეთესად დაკომპლექტებული, ბალანსირებული გუნდით და რა თქმა უნდა, დიდებული ლეო მესით მოახერხა. ვაღიაროთ, დღევანდელ პაექრობაში ერნესტო ვალვერდემ თავისი ვიზავი დაჯაბნა. დაჯაბნა უკეთესი სტრატეგიითა და ტაქტიკით. მან საუკეთესოდ გამოიყენა მოწინააღმდეგის სუსტი წერტილები და ნაანტრაქტევს ბრძოლა მოუგო.

რეალი - ბარსელონა 0:3

"სანტიაგო ბერნაბეუ" 80 264 მაყურებელი

რეალი: ნავასი - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო (72. ასენსიო), კოვაჩიჩი (72. ბეილი), კროოსი - რონალდო, ბენზემა (66. ნაჩო)

ბარსელონა: ტერ შტეგენი - ალბა, ვერმაელენი, პიკე, სერხი რობერტო (90+2. ვიდალი) - ინიესტა (77.სემედო), ბუსკეტსი, რაკიტიჩი, პაულინიო (84. ანდრე გომესი)- მესი, სუარესი

გაფრთხილება: 18. ვერმაელენი.83. მარსელო, 88. ბუსკეტსი

გაძევება: 63. კარვახალი

გოლები: 54. სუარესი 0:1, 64. მესი (პენ) 0:2, 90+3. ვიდალი 0:3

გიოშა
ტოტალიზატორებში შესულმა დიდმა ფულმა გაიმარჯვა ფეხბურთის მაფიის სასარგებლოდ.
ლერი
და დიდი ალბათობით გამოვარდება.პსჟ-სთან მინიმალური შანსი აქვს.
B A R S E L O N A
არც ნეიმარი გვინდა და არც რონალდოსი გვეშინია, მთავარია მესი იყოს კარგად.

ეს თამაში წააგო ზიდანმა. ასეთი ნახევარდაცვით რეალი მე არ მახსოვს! მოდრიჩიც მაშინ ათამაშდა როცა კოვაჩიჩი აღარ იყო და თავისუფალი მოქმედების საშუალება მიეცა. პირველ გოლზე საერთოდ რა უნდა თქვა - კოვაჩიჩმა გააცილა მოწინააღმდეგე და არგუმენტი რომ მესის პერსონალური მეურვეობა ევალებოდაო ჩემთვის მიუღებელია. მოკლედ სხვანაირად მოთამაშე რეალი გაცილებით ბრძოლიუნარიანი იქნებოდა და მეც ნასიამოვნები ვიქნებოდი იმის მიუხედავად მოიგებდა თუ არა. ზიზუს ბედი ახლა ლიგის თამაშებზეა დამოკიდებული - მაშინვე მოხსნიან როგორც კი გამოვარდება.
S.K.
მეცოდება ქართველი გულშემატკივრების ეს თაობა. მათ არ ღირსებიათ ნამდვილად ძლიერი საკუთარი გუნდის ქომაგობა და ხან რომელ ევროპულ ფულის ტომარა გრანდს გულშემატკივრობენ და ხან რომელს. მე თვითონ ჩვენი ფეხბურთის თავგადაკლული ფანი ვიყავი, ახლა კი სულ ფეხებზე მკიდია...
Levani
მე ბარსელონას დიდი ხნის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ასეთი არაკომპეტენტურობა ჯერ არ წამიკითხავს, ბარსელონას უფრო დაბალანსებული შემადგენლობა ყავსო. როცა დისბალანსია ბარსას მთავარი პრობლემა. ეს თამაში მოიგო მესიმ და კიდევ გარკვეული გამართლებაც იყო და სულ სხვანაირადაც შეიძლება თამაში წასულიყო. ზაფხულში ხომ მოიგო რეალმა სუპერთასი? სხვა შემადგენლობა ყავდა მაშინ?
Irakli
Nika ar itamasha kiara ar atamasha shen saertod ar gcodnia pexburti.an magari madridista xar.ar isaubro egre tore amtkiceb pexburtis ucodinrobass
ირაკლი
კოვაჩიჩს ზიდანისგან ექნებოდა დავალება მესიზე უნდა ეთამაშა და ამიტომ გაატარა რაკიტიჩი და გაყვა მესის
ნიკა
ვინც ბრმა არ არის დაინახავდა რომ რეალმა მეორე ტაიმში არ ითამაშა (სუარესის გოლის ეპიზოდი ნახეთ თავიდან ბოლომდე და შეეცადეთ ახსნათ მადრიდელების, განსაკუთრებით კი კოვაჩიჩის ასეთი "თამაშის" მიზეზი). ვერ კი არა, არამედ არ ითამაშა. რატომ? არ ვიცი. ფეხბურთი ამ ბოლო დროს ძალიან ბინძურია
sake
მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია,მოიგებს მსოფლიოს თუ არა,გახდება ბარსა ლა ლიგისა და ჩემ.ლიგის გამარჯვებული,სულ ერთია, მესი საუკეთესოა.
Kaxa qartveli.
Kl.........poop 0_3. Ki ara 3 --0ia angarishi barsas. Sasargeblod
liverpuli barselonas supermarketi.
ლივერპულის პანებო ეხლა მაინც მიხვდიტ ტუ რატო უნდა კოუტინიოს ბარსელონა?ტუ უკეტ აგიხსნატ?d.d.
ფერნანდო
შეასწორეთ 2|0 გიწერიათ
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
ფლორენტინო პერესმა კარლო ანჩელოტის ულტიმატუმი წაუყენა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს