საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთვნელის, ვაჟა კვარაცხელიასა და "სოხუმის" თანამფლობელ თემურ დათიკაშვილის ადვოკატის თამარ აბესაძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გამოჩნდება, თუ ვის ინტერესში შედიოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფების გარიგებული მატჩების სკანდალში გახვევა.

როგორც ბრალდებულების ადვოკატმა თამარ აბესაძემ ჟურნალისტებს, ე.წ. მოდულის შენობიდან გამოვლის შემდეგ განუცხადა, დანაშაული პროვოცირებულია ჩანერგილი პირის მიერ და რეალურად, არავითარ თამაშების ჩაწყობას ადგილი არ ჰქონია.

"ბრალს გაეცნენ დეტალურად. ბრალის დადგენილებაზე გააკეთეს წარწერა - გავეცანით, მაგრამ არ ვეთანხმებით გარემოებებს, რომელიც ბრალშია მითითებული. მათი პოზიციაა, რომ ასეთი სახის დანაშაული არის პროვოცირებული. აინტერესებთ ძალიან, როგორი სახის ჩვენებები აქვთ მიცემული მათ საწინააღმდეგოდ იმ პირებს, ვინც დაკითხულები არიან საქმეში. არც ერთ შემთხვევაში არ იყვნენ ჩართული გარიგებაში და უახლოეს დღეებში გვეცოდინება, ვის ინტერესში შედიოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების გარევა ამ თემაში", - განაცხადა აბესაძემ.

გარდა ამისა, ადვოკატი იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ საქმეში არ ფიგურირებს არც ერთი კალათბურთელი, რაც მატჩების გარიგების ფაქტს კიდევ უფრო დიდი კითხვვს ნიშნის ქვეშ აყენებს.

"დათიკაშვილი ამბობს ასეთ რაღაცას - კალათბურთის თამაშის დროს, ვერცერთი მსაჯი ვერ დაუფარებს ხელს მოთამაშეს, როდესაც ის თუნდაც სამ ქულიანებს აგდებს. აქედან გამომდინარე, გამოდის რომ ამ საქმეში თვითონ კალათბურთელებიც უნდა იყვნენ ჩართულები, რომ მათ სპეციალურად ააცილონ ფარს, ან გადავიდნენ საჯარიმო ზოლზე და ა.შ. თუმცა საქმეში კალათბურთელები არ ფიგურირებენ", - განაცხადა აბესაძემ.

რაც შეეხება ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს, როგორც ადვოკატი აცხადებს, მასალების გაცნობა ვერ მოასწრო, თუმცა დანამდვილებით იცის, რომ თამაშების ჩაწყობაზე იქ საუბარი არაა.

"ჩანაწერებში მხოლოდ თანხებზე არაა საუბარი. ასევე კონკრეტულად არ არის ლაპარაკი თამაშის ყიდვაზე, ჩაწყობაზე და სასურველი შედეგის დადგომაზე", - განაცხადა თამარ აბესაძემ.

გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გამოძიება მათ კომერციულ მოსყიდვას ედავება. ბრალდებულთაგან 3 დანაშაულს არ აღიარებს, 2 კი წარდგენილ ბრალში სრულად სცნობს თავს დამნაშავედ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა. საერთო ჯამში, აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

წყარო: ipn.ge

buls
თქვენ კი არა გოლდენი და კლივლენდი თამაშობენ გარიგებულ თამაშებს, გასულ სეზონში კლივლენდმა 7 ფრე ითამაშა და აქედან 3 ზედიზედ
burda
ვარესი ეკუტნის ტოტალიზატორებს უნდა გადახიე ეგენი სუკველა .
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
სასამართლომ გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ სამ პირს პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ორს - 5-ათასლარიანი გირაო
გარიგებული მატჩების ბრალდებით დაკავებულ თემურ დათიკაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა
შიო ხეცურიანი: დაკავების ფაქტი ამ პრობლემების ერთ-ერთი დადასტურება იყო
ადვოკატი იასონ ბესელია ვარაუდობს, რომ გარიგებული მატჩების საქმეში ტოტალიზატორებიც იყვნენ ჩართულები
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული მწვრთნელი: ბოდიში ყველას, ვისაც იმედი გავუცრუე
საკალათბურთო კლუბ ”სოხუმის” დაკავებული მწვრთნელი - შევცდით ქართული კალათბურთის ინტერესებისთვის