2019 წლიდან საქართველოში, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - "მომავალი ოლიმპიელები" ჩატარდება
2019 წლიდან საქართველოში, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - "მომავალი ოლიმპიელები" ჩატარდება.

ამის შესახებ დადგენილება 22დეკემბერს გამართულმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიამ მიიღო.

ეს ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის ქართული ანალოგია და მისი ჩატარების წინა თვეში გაიმართება. გახსნა-სახურვის საზეიმო ცერემონიალიც გაიმართება და აღლუმიც მოეწყობა ანუ მონაწილენი ჩვეულებრივ ჩაივლიან. მონაწილეთა ასაკიც იგივეა - 14-17 წლის მოზარდები იასპარეზებენ. გათამაშდება მედლების 130 კომპლექტი, მონაწილეთა რაოდენობა კი 1500-მდე იქნება.

ახალი ფესტივალის მიზანი სასკოლო და ბავშვთა სპორტში არსებული სერიოზული პრობლემების დაძლევა, ქალაქებსა და სოფლებში, რეგიონებში მასობრივი სპორტის განვითარება, სპეციალიზებული სპორტული სკოლების როლისა და მნიშვნელობის ამაღლება, მათი საქმეების კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირება, მოტივაციის გაზრდა მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი ადმინისტრაციების დონეზე, კონტინენტალური და მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის რეზერვების მომზადება იქნება.

ახალ ფესტივალთან დაკავშირებით სეოკ-ის სესიაზე ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის 2000-მდე სკოლაში არაა ან სიმბოლურადაა წარმოდგენილი სპორტული ბაზები, ინვენტარი, ხოლო სპორტში ბავშვთა მხოლოდ 8-10 პროცენტი მეცადინეობს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მისივე თქმით, ბავშვთა სპორტში არსებული სერიოზული პრობლემები პირდაპირ კავშირშია სტუდენტურ სპორტში შექმნილ კატასტროფულ მდგომარეობასთან. ზენაიშვილის ინფორმაციით, ქვეყნის სკოლების მასშტაბით ყოველწლიურად ტარდება 2000-მდე სპორტული ღონისძიება, თუმცა არც ერთი არაა სისტემური, მრავალსაფეხურიანი და რეგიონალური მნიშვნელობისა, ახლა კი ორგანიზატორებს მისი რეგიონალურ თამაშებად ქცევა სურთ.

პირველი ფესტივალის ფინალური ტურნირი თბილისში უნდა გაიმართოს და უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება დედაქალაქის შესაბამის სამსახურებთან, რათა დაეხმარონ ფესტივალის ორგანიზებაში. ჯერჯერობით დამფინანსებლის საკითხი გაურკვეველია, მაგრამ სეოკ-ის მიერ შესაბამის სამინისტროებთან, ხელისუფლებასთან მიღწეულიუა პრინციპული შეთანხმება თანამშრომლობისა და ფესტივალის ჩატარების შესახებ.

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე