"თბილისმა" "ილიაუნი" 26 ქულით დაამარცხა და A ლიგაში გადავიდა
ლაშა ელბაქიძე და მისი “თბილისი” მომავალ სეზონში A ლიგაში ითამაშებენ. ეს უფლება თბილისელებმა დღეს, ილიას უნივერსიტეტის გუნდის დამარცხებით მოიპოვეს. “თბილისს” უბრალოდ მოგება კი არა, მინიმუმ 22 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, A ლიგის საგზური რომ მოეპოვებინა. ეს მისია თბილისელებმა შეუპოვარი თამაშისა და უდიდესი ბრძოლისუნარიანობით შედეგად შეასრულეს. ელბაქიძის გუნდმა ილიაუნის 99:73 მოუგო და “ა” ლიგის საგზური მოიპოვა.

დებულების თანახმად A ლიგის გასული სეზონის ბოლოადგილოსანი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საკვალიფიკაციო რაუნდს თამაშობდა. “თბილისმა” “ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში ითამაშა, ფინალში გავიდა, თუმცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდთან დამარცხდა. კსუ პირდაპირ შევიდა A ლიგაში, ხოლო “თბილისს” საგზურის მოსაპოვებლად ბოლო შანსი ილიაუნისთან დამატებითი საკვალიფიკაციოს მოგება დარჩა.

სერიის პირველი შეხვედრა “თბილისმა” ილიაუნისთან გასულ პარასკევს – 79:100 წააგო. 21-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა და სასურველი სხვაობით გამარჯვება იოლი საქმე როდი გახლდათ, თუმცა თბილისელებმა სამაგალითოდ იბრძოლეს და ყოველ პერიოდში გარკვეული ოდენობის უპირატესობამ საბოლოო ჯამში 26 ქულა შეადგინა და “თბილისმაც” სერიასთან ერთად A ლიგის საგზური მოიგო.

გამარჯვებულებს 27 ქულით ლუკა ზაქრაძემ ულიდერა. 22 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა სოსო გოგნაძემ, ხოლო 21 – ალექსანდრე მეგენეიშვილმა. ილიაუნიში 21 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო იყო ბრენდონ ჩანერი.

ასე და ამგვარად: A ლიგა შეივსო და მასში 2017-18 წლების სეზონში შემდეგი გუნდები ითამაშებენ: “თსუ-ჰიუნდაი”, “არენა”, “ტიტები”, “წყალტუბო”, კსუ და “თბილისი”.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის