სერია A-ს მორიგი ტურის მთავარი მატჩი ტურინში შედგა, სადაც მასპინძელმა "იუვენტუსმა" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა "რომა"
სერია A-ს მორიგი ტურის მთავარი მატჩი ტურინში შედგა, სადაც მასპინძელმა "იუვენტუსმა" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა "რომა" და "ნაპოლისთან" საჩემპიონო დევნას აგრძელებს.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მაროკოს ნაკრების კაპიტანმა მეჰდი ბენატიამ მიითვალა. თავის დროზე, ბენატია "რომაში" თამაშობდა, ისევე, როგორც "იუვეს" კიდევ ორი ფეხბურთელი - მეკარე ვოიცეხ შჩესნი და ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი.
გოლი ჩახვეულ საფეხბურთო სიუჟეტს მოჰყვა - "იუვემ" კუთხური ჩააწოდა. ჯორჯო კიელინის მიერ დარტყმული ბურთის მოგერიება მეკარე ალისონმა მოახერხა, დამატებაზე კი ბენატიამ იმარჯვა - მის დარტყმულს ხარიხა გადაეღობა, თუმცა გადამწყვეტ წამს ბურთთან ისევ მაროკოელი აღმოჩნდა.
ზოგადად, ეს იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე თვალსასეირო თამაში გახლდათ. არაერთი საგოლე მომენტი შეიქმნა. იყო ეპიზოდები, როცა გოლი თითქოს გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ უკანასკნელ წამს ხან მეკარეები თამაშობდნენ კარგად, ხან კიდევ ძელი თუ ხარიხა ერთვებოდა საქმეში.
მთავარი მოვლენები მატჩის მიწურულს განვითარდა. პატრიკ შიკი მეკარე შჩესნისთან პირისპირ გავიდა. ზაფხულში ჩეხი შემტევი კინაღამ "იუვენტუსში" გადავიდა. მისი ტრანსფერი უკანასკნელ წამს ჩაიშალა. შიკს დიდებული საგოლე შანსი ჰქონდა, მაგრამ პოლონელმა მეკარემ მატჩის გმირის მანტია არავის დაუთმო. ისე ჩანს, ჯანლუიჯი ბუფონს საიმედო შემცვლელი ჰყავს.
23.12.17. იუვენტუსი - რომა 1:0
კომენტარები
მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი): "ჩვენ ძალიან მაგარი თამაში ვნახეთ. ეს იყო მატჩი, რომლითაც უნდა გესიამოვნა. ბედნიერი ვარ გამარჯვებით, თუმცა ჩვენ კიდევ უფრო უნდა მოვუმატოთ. რაც შეეხება დიბალას უთამაშებლობას, მიმაჩნია, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელია და კიდევ არაერთ გოლს გაიტანს. მან სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს".
ეუსებიო დი ფრანჩესკო ("რომას" მთავარი მწვრთნელი): "კარგი ფეხბურთი იყო. საკუთარ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას. კი, შიკმა ვერ გაიტანა ბოლო წამზე და წავაგეთ, მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას უმაღლესი მიზნებისთვის".
პირველ ტაიმში ლამაზი სპექტაკლი დადგეს "ნაპოლიმ" და "სამპდორიამ". საბოლოოდ, უხვგოლიან თრილერში ფავორიტმა მოიგო, შეინარჩუნა ლიდერის პოზიცია და გაახარა საკუთარი გულშემატკივარი. რაც შეეხება მარეკ ჰამშიკს, მან ნეაპოლურ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით (116) თვით დიეგო მარადონას გადაუსწრო და "ნაპოლის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
23.12.17. ნაპოლი - სამპდორია 3:2
მაურიციო სარის გუნდმა დაამტკიცა, რომ ბოლომდე აპირებს სკუდეტოსთვის ბრძოლას. რაც შეეხება თავად სარის, მან ასეთი კომენტარი გააკეთა თამაშის დასრულების შემდეგ:
"ჩვენ ნამდვილი თრილერი ვიხილეთ. გამარჯვება ძალიან სასიამოვნოა. უნდა გითხრათ, რომ ეს იყო, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა. ახლა წავალ და დედას მოვინახულებ", - თქვა სარიმ.
როგორც ჩანს, მართლდება მოლოდინი და "ინტერი" სკუდეტოსთვის ვერ იბრძოლებს. "სასუოლოსთან" მარცხი სწორედ ამის დასტური იყო. ეს მატჩი დიდ იმედგაცრუებად იქცა მაურო იკარდისთვის, ვინც თერთმეტმეტრიანის გატანა ვერ მოახერხა.
23.12.17. სასუოლო - ინტერი 1:0
"მილანი" კი მართლაც რომ ჯოჯოხეთშია. "ატალანტასთან" მორიგი საშინაო მარცხი კიდევ ერთი საფუძველი იყო ქომაგისთვის, რომ პროტესტი გამოეხატა. "მილანი" ისევ ძალიან უკბილო იყო.
"მე დღეს "მილანის" მთავარი მწვრთნელი ვარ, მაგრამ ეს ყველაზე პატარა პრობლემაა ჩვენი გუნდისთვის. მხოლოდ გატუზო რომ იყოს პრობლემა, წავიდოდი, მაგრამ ასე არ არის. ჩვენ რამდენიმე რამ არ გვყოფნის და, მათ შორის, მთავარი არის გუნდურობა, ვაჟკაცობა, რთულ მომენტში მობილიზება", - თქვა ჯენარო გატუზომ.
ფაქტია, შექმნილი მდგომარეობიდან რაღაც გამოსავალი უნდა მოინახოს, თორემ "მილანი" მართლაც სამარცხვინო ფურცელს ჩაწერს თავის უმდიდრეს იტორიაში.
23.12.17. მილანი - ატალანტა 0:2
ფაქტები
"იუვენტუსს", ყველა ტურნირის გათვალისწინებით, უკვე 8 მატჩია გოლი არ გაუშვია. ეს ამ გუნდის უგრძესი "მშრალი" სერიაა 2016 წლის თებერვლის შემდეგ.
2017 წლის მაისის შემდეგ "ინტერმა" პირველად წააგო ზედიზედ 2 მატჩი, ხოლო უკანასკნელ 3 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.
ბოლო 70 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ მილანური კლუბები ერთად დამარცხდნენ ზედიზედ ორ ტურში.
"სასუოლოს" მეკარე ანდრეა კონსილიმ სერია A-ში დებიუტის (2008/09 წლების სეზონი) 13 პენალტი მოიგერია. მხოლოდ სამირ ჰანდანოვიჩმა ("ინტერი") შეძლო უფრო მეტი (21) თერთმეტმეტრიანის მოგერიება.
დიეგო ფალჩინელიმ ("სასუოლო") "ინტერის" წინააღმდეგ ჩატარებულ სერია A-ს 2 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
ფაბიო კვალიარელამ ("სამპდორია") 2010 წლის შემდეგ პირველად შეძლო ზედიზედ ორ მატჩში დუბლის შესრულება.
სერია A. XVIII ტური
კიევო-ბოლონია 2:3
გოლები: 0:1 დესტრო (4), 1:1 ინგლეზე (32), 1:2 ვერდი (50), 2:2 კაჩატორე (85), 2:3 დესტრო (90)
გაძევება: პოლი (81. ბოლონია)
კალიარი-ფიორენტინა 0:1
გოლი: 0:1 ბაბაკარი (82)
გაძევება: ჟოაო პედრო (90+3. კალიარი)
ლაციო-კროტონე 4:0
გოლები: 1:0 ლუკაკუ (56), 2:0 იმობილე (78), 3:0 ლულიჩი (86), 4:0 ანდერსონი (89)
ლაციო (3-4-2-1): სტრაკოშა - გაბარონი, დე ვრეი, უოლასი - მარუშიჩი, პაროლო, მურჯა (66. ლუკას ლეივა), ლუკაკუ - ლუის ალბერტო (83. ანდერსონი), მილინკოვიჩ-სავიჩი (65. ლულიჩი)- იმობილე
ჯენოა-ბენევენტო 1:0
გოლი: 1:0 ლაპადულა (90+2-პენ)
ნაპოლი-სამპდორია 3:2
გოლები: 0:1 რამირესი (2), 1:1 ალანი (16), 1:2 კვარიარელა (27-პენ), 2:2 ინსინიე (33), 3:2 ჰამშიკი (39)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი - ალანი, ჟორჟინიო (56. დიავარა), ჰამშიკი (70. ზელინსკი) - კალიეხონი, მერტენსი, ინსინიე (79. მაჯო)
გაძევება: მარიო რუი (77)
სასუოლო-ინტერი 1:0
გოლი: 1:0 ფალჩინელი (34)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ"ამბ-როზიო (77. დალბერტი), მირანდა (80. ჟოაო მარიო), შკრინიარი, კანსელო - ბორხა ვალერო, გალიარდინი - პერიშიჩი, ბროზოვიჩი (46. ედერი), კანდრევა - იკარდი
გამოუყენებელი პენალტი: იკარდი (49. ინტერი)
სპალ-ტორინო 2:2
გოლები: 0:1 ფალკე (1), 0:2 ფალკე (10), 1:2 ვივიანი (42), 2:2 ანტონიჩი (69-პენ)
უდინეზე-ვერონა 4:0
გოლები: 1:0 ბარაკი (27), 2:0 ვიდმერი (44), 3:0 ბარაკი (68), 4:0 ლასანია (80)
მილანი-ატალანტა 0:2
გოლები: 0:1 კრისტანტე (32), 0:2 ილიჩიჩი (71)
მილანი (4-3-3): დონარუმა - აბატე, მუსაკიო, ბონუჩი, როდრიგესი - კესი, მონტოლივო (83. ბილია), ბონავენტურა (76. ჩალჰანოღლუ) - ბორინი, კალინიჩი (82. ანდრე სილვა), კუტრონე
იუვენტუსი-რომა 1:0
გოლი: 1:0 ბენატია (18)
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - ბარძალი, ბენატია, კიელინი, ალექს სანდრო - ხედირა, პიანიჩი, მატუიდი (79. მარკიზიო) - კუადრადო (76. ბერნარდესკი), იგუაინი, მანჯუკიჩი
რომა (4-3-3): ალისონი - კოლაროვი, ფასიო, მანოლასი, ფლორენცი - სტროოტმანი (71. პელეგრინი), დე როსი (85. უნდერი), ნაინგოლანი - პეროტი, ჯეკო, ელ შაარავი (67. შიკი)
ბომბარდირები: 17 - მაურო იკარდი (ინტერი); 16 - ჩირო იმობილე (ლაციო); 12 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 10 - დრის მერტენსი (ნაპოლი), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 9 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).
მომდევნო ტური
29 დეკემბერი: კროტონე-ნაპოლი
30 დეკემბერი: ფიორენტინა-მილანი, რომა-სასუოლო, ატალანტა-კალიარი, ბენევენტო-კიევო, ბოლონია-უდინეზე, სამპდორია-სპალ, ტორინო-ჯენოა, ინტერი-ლაციო, ვერონა-იუვენტუსი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტოტტი
არ უნდა შემოეყვანა შიკი ელშა უნდა დაეტოვებინა, ბენატია ნამდვილი ნაბიჭ...ია რომას ყოფილი ფეხბურთელია და გიჟივით დარბოდა გოლი რომ გაიტანაა ფლორენცის ადგილას რომ ვყოფილიყავი ფეხს მოვტეხდი ბენატიას იქვე
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი