მწვრთნელთა გადამზადების პირველი ეტაპი დასრულდა
დღეს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პირველი ეტაპის გამოცდებს უმასპინძლა. აღნიშნულ პროგრამას კალათბურთის ფედერაცია მწვრთნელთა კავშირთან ერთად ატარებს, რომელიც 2 წლის წინ დაიწყო და ამ მომენტისთვის გეგმით გათვალისწინებული მე-2 ეტაპი მიმდინარეობს, თუმცა პარალელურად წინა ეტაპის გამოცდებიც ტარდება იმ მწვრთნელებისთვის, რომლებმაც ტესტირება ვერ გაიარა, ან აღნიშნული პროფესიის დაუფლება პროგრამის დაწყების შემდეგ გადაწყვიტა.

მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პირველი ეტაპი განკუთვნილია მცირე ასაკიდან 14 წლამდე ბავშვებთან მომუშავე მწვრთნელებისთვის. აღნიშნული ეტაპი დღმდე 250-ამდე მწვრთნელმა გაიარა, საიდანაც ლიცენზია 204-მა მიიღო. დღევანდელ, დამატებით გამოცდაში მონაწილეობა 25-მა, ძირითადად ახალგაზრდა მწვრთნელებმა მიიღეს. მათ ჯერ თეორიული სამწვრთნელო საკითხები ტესტირებით ჩააბარეს, შემდეგ კი პრაქტიკული გამოცდა ჩატარდა. მწვრთნელები იღებდნენ ბილეთებს და იმის მიხედვით, რომელი სავარჯიშო კომპონენტი შეხვდებოდათ, გამომცდელებს შესაბამის ვარჯიშებს უჩვენებდნენ.

საგამოცდო კომისიას ვეტერანი კალათბურთელი და პედაგოგი – ანტონ კაზანჯიანი და სხვადასხვა დროს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელი, კლუბ “აკადემიის” წამყვანი სპეციალისტი – გელა წულაძე ხელმძღვანელობდნენ. პრაქტიკული და თეორიული გამოცდების შედეგებს საგამოცდო კომისია დაითვლის, რის შემდეგაც ლიცენზირებულ მწვრთნელთა რაოდენობა გაიზრდება.

მომზადებულია GBF-ს მიხედვით

როსტომ
მაინტერესებს ვინ შეარჩია მუნიციპალიტეტებში ან რის მიხევით შეირჩნენ მწვრთელობის კანდიდატები
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის