მაიამის მასტერსზე მაყურებელი პროგნოზირებად ნახევარფინალს იხილავს - ფინალის საგზურს ძველი მეტოქეები

მაიამის მასტერსზე მაყურებელი პროგნოზირებად ნახევარფინალს იხილავს - ფინალის საგზურს ძველი მეტოქეები, როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი გაითამაშებენ.

ფედერერმა პრაქტიკულად უბრძოლველად გააღწია ნახევარფინალში. მან და ჟილ სიმონმა კორტზე სულ ათი წუთი დაჰყვეს და ამ დროის განმავლობაში სამი გეიმის თამაში მოასწრეს. სამივე შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა მოიგო, თანაც აქედან ორჯერ ბრეიკი შეასრულა და მეტოქეს ერთადერთი ქულა დაუთმო. ამის შემდეგ სიმონმა კორტზე ექიმს უხმო და მასთან კონსულტაციის შემდეგ თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. როგორც გაირკვა, ფრანგს ბარძაყის ტრავმა აწუხებდა.

თუ ფედერერმა სიმონის ძლევისთვის სამი გეიმი იკმარა, რაფაელ ნადალს სამი სეტი დასჭირდა ჩეხი ტომაშ ბერდიხის დამარცხებლად. ეს იყო მათი მე-13 შეხვედრა და ესპანელმა მეათედ დაამარცხა შარშანდელი უიმბლდონის ფინალისტი. თამაში თითქმის თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ბერდიხი არაფერში ჩამოუვარდებოდა რაფას - ორივეს შვიდ-შვიდი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ოღონდ ნადალმა სამი შანსი გამოიყენა, ბერდიხმა - მხოლოდ ერთი. საინტერესოა, რომ გადამწყვეტ სეტში ტომაშმა სამჯერ მიიღო მეტოქის გეიმის აღების შანსი, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა, ნადალმა კი ერთადერთი ბრეიკ-პოინტი შეირგო და ამის ხარჯზე გადაწყვიტა მატჩის ბედი თავის სასარგებლოდ.

ასეა თუ ისე, სეზონში პირველად შეხვედებიან ერთმანეთს ფედერერი და ნადალი. ეს იქნება მათი 23-ე დაპირისპირება. ჯერჯერობით ანგარიშია 14:8 რაფას სასარგებლოდ, თუმცა ბოლო მატჩი როჯერმა მოიგო - 2010 წელს სეზონის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში.

საინტერესოა ერთი ფაქტი - ნადალი და ფედერერი პირველად კარიერაში ერთმანეთს სწორედ მაიამის მასტერსზე შეხვდნენ. ეს იყო 2004 წელს, როცა 17 წლის ესპანელმა მესამე რაუნდში დაამარცხა შვეიცარიელი. როგორც წესი, აქამდე რაფა და როჯერი ფინალებში ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ახლა ფედერერი მსოფლიოს მესამე ჩოგანია და ამიტომაც მათი გზები ნახევარფინალში გადაიკვეთა. სხვათა შორის, ეს იქნება ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველი შეხვედრა ამერიკულ ჰარდზე. 2005 წელს ისინი სწორედ მაიამიში შეხვდნენ ერთმანეთს და ფედერერმა იმ მატჩთან ერთად ტიტულიც მოიგო.

ATP

Sony Ericsson Open

მაიამი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 3 645 000 დოლარი

1/4 ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7) 6:2, 3:6, 6:3; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ჟილ სიმონი (საფ, 25) 3:0 უარი.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა