ქალებში ორივე ფინალისტი გაირკვა. მაიამიში ანდრეა პეტკოვიჩმა ვეღარ შეძლო თავისი გმირობების გაგრძელება.

ქალებში ორივე ფინალისტი გაირკვა. მაიამიში ანდრეა პეტკოვიჩმა ვეღარ შეძლო თავისი გმირობების გაგრძელება. მოქმედი და ყოფილი პირველი ჩოგნების - კაროლინ ვოზნიაცკისა და ელენა იანკოვიჩის დამარცხების შემდეგ, გერმანელმა ვეღარაფერი მოუხერხა რეიტინგის კიდევ ერთ ყოფილ ლიდერს მარია შარაპოვას.

არადა, პეტკოვიჩისთვის ყველაფერი კარგად იწყებოდა. პირველ სეტში მან ბრეიკით დაწინაურება შეძლო და პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:3. მაგრამ ამის შემდეგ გერმანელის თამაშში ხანგრძლივი კრიზისი დაიწყო. ანდრეას ჩავარდნა იმდენად მძიმე იყო, რომ მეორე სეტის სტარტიდან მოყოლებული შარაპოვამ ზედიზედ 11 (!) გეიმი აიღო. რუსმა მოიგო მეორე პარტია - 6:0 და მესამეში 5:0 დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ მეორე სეტში პეტკოვიჩს 11 გეიმბოლი ჰქონდა და ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა.

ბოლოსკენ პეტკოვიჩმა სცადა მატჩისთვის ინტრიგის დაბრუნება, როცა ბრეიკი გააკეთა და ერთი თავისი გეიმიც აიღო, მაგრამ ამის იქით საქმე არ წასულა. შარაპოვამ მეორე ცდაზე შეძლო მატჩზე ჩაწოდება და კარიერაში მესამედ გავიდა მაიამის ტურნირის ფინალში. წინ ორ შემთხვევაში (2005, 2006) მან წააგო გადამწყვეტი მატჩი და ახლა მესამე ცდაზე ეცდება შარშან მაისის შემდეგ პირველი ტიტულის მოგებას.

შეიძლებოდა მაიამიში რუსული ფინალი გვეხილა, მაგრამ მსგავსი სცენარი არ დაუშვა ამ ტურნირის 2009 წლის ჩემპიონმა ვიქტორია აზარენკამ. ბელარუსმა მოულოდნელად ძალიან იოლად დაამარცხა რუსული ჩოგბურთის პირველი ნომერი ვერა ზვონარევა. ეს მით უფრო გასაკვირი იყო იმის გათვალისწინებით, რომ წინა სამ მატჩში ვიქტორიას სამი სეტის ჩატარება დასჭირდა გასამარჯვებლად - 6:0, 6:3.

თამაში საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. აზარენკამ თითქმის იდეალური ჩოგბურთი აჩვენა: მხოლოდ 12 უნებლიე შეცდომა დაუშვა, არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ მისცა მეტოქეს, თავად კი ხუთჯერ აიღო ზვონარევას მოწოდება.

ასე რომ, ფინალში შარაპოვა და აზარენკა ითამაშებენ. ჯერჯერობით მათ დაპირისპირებაში ანგარიშია - 2:2. ბოლო შეხვედრა შარშან სტენფორდის ტურნირის ფინალში გაიმართა და მაშინ ბელარუსმა ორ სეტში გაიმარჯვა - 6:4, 6:1

WTA

Sony Ericsson Open

მაიამი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 დოლარი

1/4 ფინალი

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 8)-ვერა ზვონარევა (რუს, 3) 6:0, 6:3; მარია შარაპოვა (რუს, 13)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 21) 3:6, 6:0, 6:2.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს