გუშინ WTA-ს და ATP-ს ახალ რეიტინგები გამოქვეყნდა. გაგაცნობთ მოწინავე ქართველ ჩოგბურთელთა მდგომარეობას მსოფლიოს კლასიფიკაციებში.

გუშინ WTA-ს და ATP-ს ახალ რეიტინგები გამოქვეყნდა. გაგაცნობთ მოწინავე ქართველ ჩოგბურთელთა მდგომარეობას მსოფლიოს კლასიფიკაციებში. 20 წლის ანა ტატიშვილმა სულ 2 ადგილით წაიწია წინ, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჩვენებურს კარიერის საუკეთესო შედეგი ეჩვენებინა - ანა 428 ქულით მსოფლიოს 145-ე ჩოგანია. კიდევ უკეთესი პოზიცია აქვს მას WTA -ს წლის რბოლაში, სადაც 127-ე პოზიციაზეა, წყვილთა თანრიგში კი ტატიშვილი მსოფლიოს 117-ე ჩოგანია.

ოქსანა კალაშნიკოვამ გასულ კვირაში იუქმა და უკანაც დაიხია - 19 წლის ჩვენებური 320 ქულით მსოფლიოს 176-ე (-7) ჩოგანია. წყვილთა თანრიგში ოქსანა 124-ე პოზიციაზეა. სხვები: 212 (-7) მაკა ჩახნაშვილი - 254 ქულა; 292 (-1) სოფიო შაფათავა - 158; 343 (-) თათია მიქაძე - 121; 397 (+3) სოფიო ქვაცაბაია - 88; 440 (-17) მანანა შაფაქიძე - 73; 549 (+2) ეკა გორგოძე - 49; 1026 (-4) ანა ჯიქია - 4. როგორც ხედავთ, თათია მიქაძეს ჯერ არ დარიცხვია 50 ქულა ხარკოვის ტურნირის მოგებისათვის. ამიტომაც თათიას წინსვლას მომავალ ორშაბათს უნდა ველოდოთ.

ვაჟთა რეიტინგ-ლისტში მხოლოდ 4 ქართველი დარჩა, აქედან ათასეულში მარტო ნიკოლოზ ბასილაშვილია. 33 ქულით ბასილაშვილი მსოფლიოს 630-ე ჩოგანია (+2). სხვები: 1 387 (-148) ლაზარე კუხალაშვილი - 2 ქულა; 1 430 (+100) ნოდარ ითონიშვილი - 1; 1 521 სოზარ გოქაძე - 1. ერთ კვირაში გოქაძე და ითონიშვილიც დატოვებენ კლასიფიკაციის გრძელ ჩამონათვალს.

მოწინავე სამი ქალი ჩოგბურთელი ამაოდ შეეცადა "ისტანბულ კაპზე" (220 ათასი დოლარი) მოხვედრას. ამიტომაც გასულ კვირასთან შედარებით არცთუ დატვირთული საჩოგბურთო კვირა გველის. სამი ჩვენებური, რომელიც ხარკოვში გამოდიოდა ახლა ყაზახეთის ძველ დედაქალაქ ალმათიშია, სადაც 25-ათასიან ტურნირში ცდის ბედს. სოფიო შაფათავა მე-4 ნომრად არის განთესილი. პირველ წრეში ის ბელარუს იულია არციომავას (1022) დაუპირისპირდება. მე-7 ნომრად განთესილი თათია მიქაძის მოწინააღმდეგე მასპინძელი ასელია არგინბაევაა, რომელიც ტურნირზე "უაილდ ქარდით" დაუშვეს. ყველაზე სერიოზული მეტოქე ჩვენებურებში ეკა გორგოძეს ჰყავს - მე-2 ნომრად განთესილი იაპონელი ჩიაკი ოკადაბუე (270).

სოფიო შაფათავა და თათია მიქაძე წყვილებში პირველ ნომრად განთესეს. მათ პირველ წრეში სამ სეტში დაამარცხეს ბელარუსები (არციომავა, კუზმენკოვა) - 6:7 (2), 6:0, 11:9. ეკა გორგოძისა და ყირგიზი დუვანაევას დუეტი კი დამარცხდა რუსულ-კორეულ (კუჩმინა, ჰანი) გუნდთან - 2:6, 3:6. შაფათავასა და მიქაძეს სწორედ კუჩმინა და ჰანი დაუპირისპირდებიან. ვიგოს ტურნირის (ესპანეთი, 25 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში იასპარეზებს სოფიო ქვაცაბაია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბედს ილინოისის შტატის ქალაქ გოდფრეიში ცდის, სადაც 15-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეშია.

ტაშკენტში დასრულდა ახალგაზრდული ასპარეზის მე-4 კატეგორიის ტურნირი "NBU კაპი". ძირითად ბადეში თამაშის უფლება სამმა ქართველმა გოგონამ მოიპოვა, ორმა კი საკვალიფიკაციო ბატალიების გავლა სცადა, თუმცა უშედეგოდ. მარიამ სხირტლაძე პირველივე წრეში დამარცხდა უზბეკ ელენა ზენკოსთან - 0:6, 2:6. ნინო სუჯაშვილი კი ბადეში მე-4 ნომრად იყო განთესილი, ის II წრიდან ჩაება ასპარეზობაში, მოუგო მასპინძელ გუზალჰონ ნიზამოვას - 6:0, 6:1, მაგრამ დამარცხდა რუს ვიქტორია ვორონცოვასთან - 6:1, 3:6, 6:7 (5).

ძირითად ბადეში სამივე ქართველი პირველ ეტაპზე გააჩერეს: ირინა თოიძეს უზბეკმა ნათელა (?!) ნაბიევამ აჯობა - 6:1, 6:1, ბაბილინა მაჩაიძემ "მშრალად" წააგო მე-8 ნომრად განთესილ მასპინძელ კაროლინა ჩერნაიასთან - 0:6, 0:6, ხოლო თამარ ჩალაღანიძემ მე-4 ნომრად განთესილ რუს ელიზავეტა კულიჩკოვასთან წააგო - 2:6, 0:6. წყვილთა ბადეში ორი ქართული დუეტი ჩამოყალიბდა ტაშკენტში. ჩალაღანიძემ და თოიძემ პირველივე წრიდან დატოვეს ბადე, მაგრამ კარგად იასპარეზა მაჩაიძისა და სუჯაშვილის დუეტმა. ამ წყვილმა ნახევარფინალამდე მიატანა და იმავე უზბეკ ნათელა ნაბიევასთან და მის თანამემამულე ალისა ოგოროდოვასთან წააგო - 1:6, 2:6.

ლელო

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა