თბილისის მე-9 საჯარო სკოლაში ნოდარ ახალკაცის ბიუსტი გაიხსნა
27 დეკემბერს, ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის მე-9 საჯარო სკოლაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერითა და ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის ორგანიზებით, ნოდარ ახალკაცის ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტის გახსნის ღონისძიებას მისი ოჯახის წევრები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და ვეტერანი ფეხბურთელები დაესწრნენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველ პრეზიდენტს, ლეგენდარულ მწვრთნელსა და დიდ საფეხბურთო მოღვაწეს 2018 წლის 2 იანვარს 80 წელი შეუსრულდებოდა.

კახა ჭუმბურიძე: „ძალიან კარგი საქმე გაკეთდა ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის საკრებულოსა და მე-9 საჯარო სკოლის ხელმძღვანელობის ერთობლივი მუშაობით. ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეუწყობს დიდი ქართველი მწვრთნელისა და პიროვნების სახელის უკვდავყოფას.“

ალექსანდრე ჩივაძე: „ნოდარი თბილისის „დინამოს“ ისტორიაში მეოცე საუკუნის საუკეთესო მწვრთნელადაა აღიარებული. მისი წვლილი ქართულ ფეხბურთში ძალიან დიდია. იმას რასაც თბილისის „დინამომ“ 1981 წელს მიაღწია დიდწილად სწორედ ნოდარ ახალკაცის დამსახურებაა. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ მე-9 სკოლას ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, თუმცა ჩვენ ვეტერანები თბილისის მერიას ვთხოვთ, რომ ნოდარ ახალკაცის ქუჩა გახსნას.“

ნოდარ ახალკაცი უმცროსი: „ჩვენ, რა თქმა უნდა, მოხარული ვართ. ოჯახის სახელით მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს და ორგანიზაციას ვინც მონაწილეობდა ამ საქმეში. საქართველოს ფეხბურთს ფედერაციას, ვეტერანთა კავშირს და თვითონ მოქანდაკეს, გოგი შხვაცაბაიას. გვეამაყება, რომ დღევანდელ დღეს მოხდა ნოდარ ახალკაცის დაფასება. 2 იანვარს 80 წელი შეუსრულდებოდა მას და მომავალ წელს კიდევ არის დაგეგმილი რამდენიმე ერთობლივი ღონისძიება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას დაფასებისთვის, აქ მობრძანებისთვის და იმისთვის, რომ ამ ადამიანის სახელი ახსოვს ყველას ვისაც კი, ფეხბურთი უყვარს.“

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

დავითი
ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ მე მგონი საერთოდ არ გავს ახალკაცს
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე