NBA: გუშინ რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ ორი მატჩი გაიმართა, თუმცა ორივეში სეზონის ფავორიტები იღებდნენ მონაწილეობას
გუშინ რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ ორი მატჩი გაიმართა, თუმცა ორივეში სეზონის ფავორიტები იღებდნენ მონაწილეობას. ამერიკელმა ჟურნალისტებმა "სან ანტონიოსა" და "ბოსტონის" დაპირისპირებას ტიტანთა ბრძოლა უწოდეს. "სპურსი" კვლავინდებურად ინარჩუნებს პირველ ადგილს რეგულარულში, თუმცა წამყვანი მოთამაშეების ტრავმების გამო ამ შეხვედრას ოთხხმატჩიანი წაგებათა სერიით შეხვდა. რაც შეეხება "ბოსტონს", ის აღმოსავლეთში პირველობისთვის იბრძვის.

მატჩის წინ გაირკვა, რომ "სან ანტონიოს" ამჯერად სამივე ლიდერი - დანკანი, ჯინობილი და პარკერი დაეხმარებოდნენ, ამიტომაც მასპინძლებს უკვე ნახსენები უიღბლო სერიის შეწყვეტის იმედი ჰქონდათ. ერთი დაბრუნება შედგა "ბოსტონის" შემადგენლობაში - 36 მატჩის გამოტოვების შემდეგ "კელტების" რიგებში ვიხილეთ ჯერმეინ ო'ნილი.

თამაში დაძაბული და თანაბარი გამოვიდა და პირველმა ტაიმმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა - 49:49. მესამე მეოთხედის სტარტზე მეტოქეებმა მინი-სპურტები გაცვალეს: ჯერ "სპურსმა" ჩააგდო ხუთი უპასუხო ქულა, შემდეგ კი "ბოსტონი" გაიქცა 8:0. სტუმრები ამით არ დაკმაყოფილდნენ და მეოთხედის ბოლოს უფრო სერიოზული სპურტი განახორციელა - 14:0 და პირველად მიაღწია ორნიშნა უპირატესობას. ამ მონაკვეთში ბრწყინვალე იყო რონდო, რომელიც თითის მოურჩენელი ტრავმით თამაშობს. "კელტების" გამთამაშებელმა საერთო ჯამში 22 ქულა, 14 პასი და 5 მოხსნა დააგროვა და მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა.

მატჩის ბოლო ნაწილი "ბოსტონმა" იდეალურად ჩაატარა და არ მისცა "სპურსს" შეხვედრის გადარჩენის შანსი. სხვათა შორის, "სელტიქსი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც "სან ანტონიომ" 2010-11 წლების სეზონში ვერ მოუგო.

მოგების მიუხედავად, ბოსტონელებმა ბოლომდე კარგი განწყობით ვერ დატოვეს სან ანტონიო. ამჯერად ტრავმა მიიღო ნენად კრსტიჩმა, რომელმაც ექიმების დახმარებით დატოვა მოედანი. ახლა სერბს სამედიცინო შემოწმება ელის და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა მუხლის ტრავმის ხარისხი.

რაც შეეხება რეგულარულში დაბრუნებულ ტიმ დანკანს, როგორც ჩანს, ამ კალათბურთელზე არ უმოქმედია ბოლო ოთხი მატჩის გამოტოვებას. ვეტერანმა 20 ქულა, 13 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა. გარდა ამისა, მას კარიერაში 11 967 მოხსნა დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით ლიგის ისტორიაში 21-ე ადგილზე გადავიდა - გაუსწრო დენის როდმანს.

დღის მეორე მატჩში ჩემპიონი" ლეიკერსი" "დალასს" მასპინძლობდა. ორივემ იცოდა "სან ანტონიოს" მარცხის შესახებ და ბუნებრივია, ორივე ეცდებოდა ლიდერთან მაქსიმალურად მიახლოებას.

აქ ბრძოლა მხოლოდ პირველ ნახევარში იყო, მეორეში კი "კოვბოების" თამაში მთლიანად მოიშალა. მასპინძლებმა მესამე მეოთხედის სტარტიდანვე დაიწყეს გაქცევა და მეოთხეს დასაწყისში ლამარ ოდომმა გამანადგურებელი გახადა სხვაობა - 20 ქულა.

სტუმრებმა მოინდომეს და საფინალო სირენამდე 7 წუთითა და 41 წამით ადრე სხვაობა 11 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ იქვე მეტოქეს პერსონალური 8:0 სპურტით უპასუხა ბრაიანტმა.

უფრო საინტერესო იყო ამ მატჩში ამტყდარი ჩხუბი. თამაშის ბოლოს წაგებით ანერვიულებულმა ჯეისონ ტერიმ სრულიად უწყინარ სიტუაციაში ზურგში ხელი ჰკრა ფარქვეშ შესულ სტივ ბლეიკს. მასპინძლების გამთამაშებელი სამართლიანად აღშფოთდა, მაგრამ დალასელს ბოდიშის მოხდა არც უფიქრია, პირიქით, გამომწვევად დაუდგა წინ მეტოქეს. ბლეიკის დაცვა მეტ ბარნსმა ითავა.

კალიფორნიელთა ფორვარდმა ხელი უბიძგა ტერის და მოედანზე კინაღამ გრანდიოზული ჩხუბი ატყდა. საბოლოოდ, მსაჯებმა ეს სამეული მოედნიდან მიაბარძნეს და ბრენდან ჰეივუდიც მათ გზას გაუყენეს.

სან ანტონიო-ბოსტონი 97:107

33:31, 16:18, 21:28, 27:30

ს-ა: პარკერი (23+8 პასი), დანკანი (20+13 მოხსნა), ჯეფერსონი (14).

ბ: რონდო (22+14 პასი+5 მოხსნა), პირსი (21+11 მოხსნა+7 პასი), დევისი (16+8 მოხსნა), ალენი (13).

ლეიკერსი-დალასი 109:82

28:26, 26:25, 28:19, 27:12

ლ: ბრაიანტი (28+5 მოხსნა), გასოლი (20+7 მოხსნა), ბინუმი (18+13 მოხსნა), ოდომი (16+11 მოხსნა), არტესტი (13+6 პასი).

დ: ნოვიცკი (27+13 მოხსნა), სტოიაკოვიჩი (13), ბარეა (10), ჩენდლერი (7+10 მოხსნა).

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს