ტონი კროოსმა "ლევერკუზენში" ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და ამიტომაც იყო, გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ წაიყვანა და თანაც...

ტონი კროოსმა "ლევერკუზენში" ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და ამიტომაც იყო, გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ წაიყვანა და თანაც, შეცვლებზეც რომ ათამაშებდა. სწორედ შესანიშნავად ჩატარებული სეზონის დამსახურებაა ისიც, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" 20 წლის კროოსი დაიბრუნა. შეგახსენებთ, რომ ტონი "ლევერკუზენში" განათხოვრების წესით თამაშობდა. ახლა კი რეკორდმაისტერში დაბრუნდა და თანაც არა სარეზერვო ფეხბურთელის რანგში, არამედ ძირითად შემადგენლობაში თამაშის ამბიციით. ბავარიელთა დამრიგებელმა ლუის ვან გაალმა თქვა კიდეც, კარგ ფორმაში მყოფმა კროოსმა მუდმივად უნდა ითამაშოსო. გთავაზობთ ინტერვიუს გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავთან, რომელიც "კიკერში" გამოქვეყნდა.

- ჰერ კროოს, ახლა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდგომი და ახალი სეზონის წინა პერიოდია. რა უფრო მძრაფრია: მოგონებები მუნდიალის შესახებ, თუ ახალი სეზონის დაწყების მოლოდინი?

- რა თქმა უნდა, ახალი სეზონის მოლოდინი. მსოფლიოს ჩემპიონატი ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, მაგრამ მე ზოგადად აწმყოსა და მომავლის ადამიანი ვარ, თუ შეიძლება, რომ ასე ითქვას. მუნდიალი უკვე წარსულია, ისტორიაა და შესაბამისად, მომავალ თავგადასავლებზე უფრო მეტს ვფიქრობ. თანაც, მე ხომ "ბაიერნში" დავბრუნდი...

- მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელები ახალი სეზონისთვის სხვანაირი განწყობით ემზადებიან ხოლმე, ვიდრე ისინი, ვისაც მუნდიალზე არ უასპარეზია. თქვენს შემთხვევაში როგორაა საქმე?

- თუ იმას გულისხმობთ, რომ მუნდიალის მონაწილე მოთამაშეები კლუბში ცხვირაბზეკილები ბრუნებიან და იმ თანაგუნდელებს, რომლებსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშიათ, ზემოდან უყურებენ ხოლმე, მაშინ გეტყვით, რომ ჩემს შემთხვევაში ეს გამორიცხულია. ანაც, როგორ უნდა შევხედო ვინმეს ზემოდან, როცა ჯერ 20 წლის ვარ და მყავს თანაგუნდელები, რომლებსაც ჩემზე გაცილებით დიდი გამოცდილება აქვთ. ჩვენი მიზნები ნათელია: გვინდა, რომ ისევ მოვიგოთ ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგაც.

- პირადად თქვენი მიზანი?

- ვფიქრობ, ისედაც ყველა ხვდება, რომ ჩემი უმთავრესი მიზანი "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებაა. მინდა, რომ რაც შეიძლება ხშირად ვითამაშო და ჩემით ყველა კმაყოფილი იყოს, პირველ რიგში კი ვან გაალი, რომლისგანაც უდიდეს სითბოს და რაც მთავარია, ნდობას ვგრძნობ.

- რას ნიშნავს "რაც შეიძლება ხშირად"?

- პირდაპირ გეტყვით, გერმანიის თასის პირველ სამ ეტაპზე ძირითად შემადგენლობაში ყოფნა ჩემთვის საკმარისი ნამდვილად არ იქნება. იმას ვგულისხმობ, რომ მნიშვნელოვან მატჩებშიც მინდა ასპარეზობა. თანაც, ძალიან ხშირად, თითქმის ყოველთვის...

- ლუის ვან გაალის ხელში "ბაიერნი" 4-2-3-1 ტაქტიკური სქემით თამაშობს. თქვენს ადგილს სად ხედავთ?

- ყველგან, სადაც მწვრთნელი გამამწესებს. მაგრამ ლუისმა ჩვენი პირველი შეხვედრისას მითხრა, რომ მისი აზრით, ასეთ ტაქტიკურ სქემაში ჩემი ადგილი სამი შემტევი ნახევარმცველიდან, ცენტრალურის პოზიციაზეა. ანუ, ერთადერთი ცენტრფორვარდის უკან. თუმცა "ლევერკუზენში" მარცხენა გარემარბი ვიყავი, გერმანიის ნაკრებში მარჯვნივაც მითამაშია და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზეც და ცხადია, ეს ყველაფერი ვან გაალმაც იცის.

- იმ სამეულში, სადაც თქვენს ადგილს ხედავთ, მარცხნივ ფრანკ რიბერი თამაშობს, მარჯვნივ არიენ რობენი, ცენტრში კი თომას მიულერი. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ სასტარტოში თამაშის ჩინებული შანსი გაქვთ...

- დარწმუნებული ვარ, რომ ვან გაალი ისეთ ვარიანტს მოიფიქრებს, არც თქვენს მიერ ნახსენები სამეული დარჩება გულდაწყვეტილი და არც მე. ყოველ შემთხვევაში, მე ამის იმედი მაქვს.

- გამოდის, რომ მაშინ ცენტრფორვარდს ემუქრებით – ივიცა ოლიჩს, მარიო გომესს ან მიროსლავ კლოზეს. თუ რომელიმე შემტევ ნახევარმცველს არ ამოვაგდებთ, ერთადერთი ხომ ვარიანტი ისაა, რომ თავდამსხმელად მიულერმა ითამაშოს და თქვენ მისი ადგილი დაიკავოთ?

- შესაძლოა, მაგრამ ამაზე ახლა არ ვფიქრობ. ეს ყველაფერი ვან გაალის გადასაწყვეტია და მე მჯერა, რომ ლუისი იდეალურ ვარიანტს მოიფიქრებს.

- ისევე, როგორც მუნდიალის მონაწილე სხვა ფეხბურთელები, "ბაიერნს" თქვენც გვიან უერთდებით. ვან გაალმა თქვა, რომ ეს რეკორდმაისტერისთვის ძალიან ცუდია. თქვენ რას ფიქრობთ?

- ცხადია, რომ ეს კარგი არ არის, მაგრამ ფეხბურთელების ინდივიდუალური ხარისხი იმდენად მაღალია, რომ დარწმუნებული ვარ, "ბაიერნს" სეზონის სტარტზე არანაირი პრობლემა არ შეექმნება.

- თქვენმა ყოფილმა კლუბმა "ლევერკუზენმა" მიხაელ ბალაკი გადაიბირა. არის თუ არა "ბაიერი" "ბაიერნის" სერიოზული კონკურენტი?

- ცხადია, არის. "ლევერკუზენმა" გასულ სეზონში, ბალაკის გარეშეც ბრწყინვალედ იასპარეზა და ვამაყობ, რომ ამ გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი მეც შევიტანე. ახლა კი, როცა ბალაკიც მათთანაა, გუნდი უფრო ძლევამოსილი იქნება. მინდა, რომ "ლევერკუზენს" წარმატებები ვუსურვო, მაგრამ არა "ბაიერნის" წარუმატებლობის ხარჯზე. ფაქტია, რომ თუ ჩვენ პოტენციალს გამოვიყენებთ, წინ მართლა ვერავინ დაგვიდგება. "ბაიერნი" უბრალოდ ყველაზე ძლიერია და მორჩა.

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე