ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რობერტ შავლაყაძეს 78 წლის იუბილე მიულოცეს

რობერტ შავლაყაძეს 78 წლის იუბილე მიულოცეს

სახელოვანი ქართველი მძლეოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი სპორტის სამსახურში კვლავაც მხნედ და შემართებით დგას

სახელოვან ქართველ მძლეოსან რობერტ შავლაყაძეს ქართული სპორტის მატიანეში საპატიო ადგილი უკავია. სიმაღლეზე ხტომის დიდოსტატმა გასული საუკუნის 50-60-იან წლებში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია საერთაშორისო სარბიელზე.

ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა (1962), სსრკ ჩემპიონმა (1964) და სამგზის მეორე პრიზიორმა სოციალისტური ქვეყნების თამაშები შვიდჯერ (1957-1963) მოიგო, ხუთჯერ ძმები ზნამენსკების საერთაშორისო ტურნირზე იყო პირველი, 1960 წელს რომის ოლიმპიურ თამაშებში კი ამერიკელ სიმაღლეზე მხტომელთა ჰეგემონია დაამხო: 216 სანტიმეტრზე გადებული თამასას პირველსავე ცდაზე გადაევლო და თამაშების კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ოლიმპიური რეკორდით ავიდა. თუმცა, ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე შეურყია მან ოკეანისგაღმელებს ტახტი, როცა აშშ-სსრკ „გიგანტთა მატჩში“ ყველა დაჯაბნა სიმაღლეზე ხტომაში. 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მან მეოთხე-მეხუთე ადგილები გაინაწილა.

სეოკ-ის აღმასკომის წევრის, ლეგენდარული ათლეტის ღვაწლი სათანადოდ დაფასდა - დაჯილდოებულია ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენებით. უაღრესად კეთილშობილი და ჭეშმარიტდა რაინდი პიროვნება სპორტის სამინისტრომ შარშან სპორტის რაინდის ორდენითაც დააჯილდოვა.

დიდუბის მძლეოსნობის მანეჟში ოლიმპიურ ჩემპიონ რობერტ შავლაყაძეს გუშინ დაბადებიდან 78-ე წლის აღსანიშნავად საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს და ფულადი ჯილდოც გადასცეს.

ლადო ვარძელაშვილი, სპორტის მინისტრი: „რობერტ შავლაყაძე - ეს არის კაცი ლეგენდა, რომელმაც უდიდესი წარმატება მოუტანა სამშობლოს, მრავალ ახალგაზრდას გაუკაფა გზა დიდი სპორტისაკენ. წელთა სიმრავლის მიუხედავად, მხნედ გამოიყურება და ჯერ კიდევ ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეუძლია ქართული მძლეოსნობისთვის. ეს კი ის სპორტის სახეობაა, რომლის განვითარებაც დიდწილად განსაზღვრავს სხვა სახეობების შედეგიანობასაც. ამდენად, მისი საქმიანი რჩევები ბევრად წაადგება „სპორტის დედოფალს“. ბატონ რობერტს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ“.

გია ნაცვლიშვილი, სეოკ-ის პრეზიდენტი: „რომის ოლიმპიადაზე რობერტ შავლაყაძემ შეუძლებელი შეძლო - ფავორიტად მიჩნეულ ამერიკელ მხტომელებს აჯობა. ეს იგივეა, დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბრაზილიის ეროვნულ გუნდს რომ მოუგოს. ამიტომაც აღიქვეს თავის დროზე ქართველი მძლეოსნის წარმატება სენსაციად. ამ შორეული გადასახედიდანაც ის გამარჯვება მსოფლიო სპორტის ისტორიაში უნიკალურ მოვლენად მიგვაჩნია. ოლიმპიური ჩემპიონის მდიდარი გამოცილება ახალგაზრდა მძლეოსნებს დაოსტატებაში დაეხმარება“.

ალექსი ახვლედიანი, მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: „სპორტის დედოფლის“ წარმომადგენლებს რობეტ შავლაყაძის წარმატება დღემდე საამაყოდ გვაქვს და მომავალშიც ასე იქნება. რომის ოლიმპიადის ოქროს მედლის მოპოვებით მან ქართველ მძლეოსნებს გზა გაუკაფა ოლიმპისკენ. 78 წლის მოუხედავად, იგი აქტიურად არის ჩართული ქართულ სპორტში და საქმიანი რჩევა-დარიგებებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მძლეოსნობის განვითარებაში“

რობერტ შავლაყაძე: „ოლიმპიური ჩემპიონობა საოცარი გრძნობა და დიდი სიამაყეა. გამარჯვება კი უდიდესი შრომით მოდის. გარჯა და სიძნელეთა დაძლევა უნდა ვასწავლოთ ჩვენს ახალგაზრდებს და დარწმუნებული ვარ, წარმატებებიც კვლავაც მოვა. ბედნიერი ვარ, რომ არ ავიწყდებათ ჩემი წვლილი. დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის. სასიამოვნოა, როცა გაფასებენ. მომავალშიც „სპორტის დედოფლის“ გვერდით ვიქნები“.

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]

ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა

"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა