საიტ "ბოქსრეკის" რეიტინგში 31 წლის ქართველი პროფესიონალი მოკრივე ავთანდილ ხურციძე მე-16 ადგილს იკავებს
დიდი ხანი არ გასულა, რაც თბილისში ავთანდილ ხურციძემ საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი მოიპოვა. მართალია, კრივის საერთაშორისო ორგანიზაცია (IBO) არ არის ყველაზე პრესტიჟული პროფესიულ სამყაროში, მაგრამ ფაქტია, ქართველებს ერთადერთი მსოფლიოს ჩემპიონი გვყავს და ის მართლაც საუკეთესოთა შორისაა.

კარგი მონაცემთა ბაზა აქვს საიტ "ბოქსრეკს", რომელსაც უნიკალური რეიტინგებიც გამოჰყავს (მოგეხსენებათ, პროფესიულ კრივში ათამდე ორგანიზაცია ატარებს ბრძოლებს). ვნახოთ, როგორ აისახა თბილისური წარმატება "ჩაქუჩას" რეიტინგზე. არც სხვა ქართველებს დავტოვებთ განზე.

"ბოქსრეკის" მონაცემთა ბაზაში 88 პროფესიონალი ქართველი მოკრივეა აღრიცხული, მათგან 50-ს ქულა მაინც აქვს - დაწყებული ხურციძიდან, რომელსაც 258 ქულა დაუგროვდა, თითოქულიანი ბიჭებით დამთავრებული.

კიევში მოვარჯიშე 31 წლის ხურციძე მართლაც გამორჩეული მოკრივეა ქართველთა შორის. მან პროფესიულ რინგზე 27 ორთაბრძოლა გამართა, რომელთაგან 23 მოიგო (13 ნოკაუტით), 2 ფრედ დაასრულა და 2 წააგო (1 ნოკაუტით). მარიუშ სენდროვსკის ქულებით, მაგრამ დამაჯერებლად დამარცხებამ ქუთაისელი მოკრივე IBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი გახადა. საშუალო წონაში რეგისტრირებულ 18 ქართველს შორის ის (ბუნებრივია) პირველია რეიტინგით, ხოლო მსოფლიოში (1173 რეგისტრირებულ მოკრივეს შორის) "ჩაქუჩა" მე-16 გახლავთ.

ამ წონის მსოფლიო ლიდერი 36 წლის არგენტინელი სერხიო მარტინესია (51 ორთაბრძოლა, 47 გამარჯვება), რომელმაც 12 მარტს WBC-ს ვერსიით საშუალო წონაში ბრილიანტის ქამარი მოიპოვა - მარტინესს 956 ქულა აქვს. მეორეა WBA-ს ჯილა, გერმანელი ფელიქს შტურმი (38-35) - 674 ქულა, მესამე კი 30 წლის ავსტრალიელი დანიელ ჯილი (IBF) - 524 ქულა (25-24). ეს სამეული ქულებით ბევრად უსწრებს დანარჩებებს, რომელთაც აქვე ჩამოვთვლით: 4. ენდი ლი (ირლანდია) - 383 ქულა; 5. ჰასან ნდამ ნჯიკამი (საფრანგეთი) - 382; 6. დმიტრი პიროგი (რუსეთი) - 378; 7. სებასტიან სილვესტერი (გერმანია) - 376; 8. გართ ვუდი (ავსტრალია) - 336; 9. დარენ ბარკერი (ბრიტანეთი) - 313; 10. მეთიუ მაკლინი (ბრიტანეთი) - 312. მაგალითისთვის, პოლონელი სენდროვსკი, ვისაც ჩვენებურმა მოუგო, "ბოქსრეკის" რეიტინგში 77-ე ადგილზეა.

სხვა ქართველთაგან გამორჩეული მოკრივეაო, ვერავისზე ვიტყვით - 54 ქულა აქვს ხურციძის წონაშივე მოასპარეზე შალვა ჯომარდაშვილს (32 ორთაბრძოლა, 28 გამარჯვება), რომელიც მსოფლიოში 101-ე ადგილზეა. გორელი ჯომარდაშვილი ჯერ 24 წლისაა.

40 ქულა აქვს ლევან ღვამიჩავას, რომელიც ირლანდიურ კორკში ვარჯიშობს. 25 წლის ღვამიჩავა დიდი ხანი არაა, რაც მოყვარულებიდან პროფესიონალებში გადავიდა. ლევანი 63,5 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის. მან რინგზე ჯერ სამი ორთაბრძოლა გამართა და სამივე მოიგო. მსოფლიო რეიტინგში ის თავის წონაში 159-ე ადგილზეა. ამდენივე (40) ქულა აქვს კრეისერის წონაში მოასპარეზე იაგო კილაძეს, რომელიც დონეცკში ვარჯიშობს. ის WBA-ს ინტერკონტინენტული ქამრის პატრონია. წონაში იაგო რეიტინგით 109-ზეა.

მოკლედ, ჩამოვთვლით ქართული ათეულის სხვა წევრებსაც. ვლადიმერ ტერაშვილი (საშუალო წონა) - 37 ქულა; გიორგი თევდორაშვილი (ქვემძიმე წონა) - 29; სანდრო სიპროშვილი (ქვემძიმე) - 27; ვლადიმერ ჭანტურია (მძიმე) - 25; ბორის მდინარაძე (საშუალო) - 23; სერგო ვართანოვი (ქვესაშუალო) - 22; ლევან ჯომარდაშვილი (კრეისერის წონა) - 22.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა