საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ნიკა ცქიტიშვილი ლიბანურ "ბიბლოსში" გადავიდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ნიკა ცქიტიშვილი ლიბანურ "ბიბლოსში" გადავიდა. ქართველი ფორვარდისთვის ლიბანის პირველობა საკმაოდ ნაცნობია - 3 სეზონი ცქიტიშვილს ამ ქვეყნის ერტ-ერთ საუკეთესო კლუბ "ჩემპვილში" გაუტარებია.

ცქიტიშვილის ახალი გუნდი ლიბანის ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერია. 13 ტურის შემდეგ ბიბლოსელებს მხოლოდ 2 მოგება აქვთ და 10-გუნდიანი ტურნირის ცხრილში, ბოლოსწინა ადგილზე არიან. გასულ ტურში ცქიტიშვილის დებიუტი შედგა. "ბიბლოსი" ჩემპიონატის ლიდერ "ჰომენეტმენს" ესტუმრა და 68:91 წააგო.

ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 11 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 5 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

"ბიბლოსი" მომდევნო მატჩს 6 იანვარს "ბეირუთის" წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელიც 6 მოგებითა და 6 მარცხით მე-5 ადგილზეა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

[VIDEOS] სანდროს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ლეიკერსმა" "საკრამენტო", "ორლანდომ" კი "ბრუკლინი" დაამარცხა
დუბაის დიდი ქამბექი ლიმასოლში | შენგელიას გუნდმა ბოლდუინის მაკაბი დაამარცხა
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"ჩელსიში" გადასვლას არ ვნანობ, მაგრამ..." - ფერნანდო ტორესმა "ლივერპულის" დატოვებაზე ისაუბრა
"MLS-ი არასერიოზული ლიგაა, აქ ფეხბურთელებს პროფესიონალიზმი აკლიათ" - მიულერმა ამერიკელები გაანაწყენა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
მიხეილ სააკაშვილი: ამ ფეხბურთელებმა ქრთამი აიღეს რუსეთის სატრაპისგან - ზუსტად ამ 30 მილიონის შემდეგ, სულ უფრო ცუდად წავიდა ნაკრების საქმე
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილება ჩემპიონთა ჯახში
ანგისას "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
Football Insider: მიქაუტაძის სასწრაფოდ შეძენის სერიოზული სურვილი პრემიერლიგის ორ კლუბს აქვს
"როგორც იქნა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა" - ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებზე ისაუბრა
"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შემტევის დამატებას გეგმავს
მესიმ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობასთან კავშირი გაწყვიტა
"ყველაზე მეტი ამ მწვრთნელისგან ვისწავლე, ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო" - ლუის ენრიკე
უარი უდიდეს ხელფასზე - გვარდიოლამ სარფიანი წინადადება დაბლოკა
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა