დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველი ფალავნებიც ჩაებმებიან
დორტმუნდში მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატში დღეს ბერძენ-რომაელებიც ჩაებმებიან. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები ტურნირში ასეთი შემადგენლობით გამოვა: ლაშა გოგიტაძე (55), რევაზ ლაშხი (60), ანტონ მამაგეიშვილი (66), მანუჩარ კვირკველია (74), მათე სოფაძე (84), სოსო ჯაბიძე (96), დიმიტრი ჯავახიშვილი (120).

დღეს ჩემპიონატში ოთხი - 55, 66, 84 და 120 წონითი კატეგორიის ფალავნები იჭიდავებენ. წუხელ გაიმართა წილისყრა. ყველაზე მეტად გოგიტაძეს არ გაუმართლა. ის თავიდან შედარებით სუსტ მეტოქეს კი ხვდება - სლოვაკ ნიკოლას ლაკატოსს, მაგრამ წონის ლიდერებიც ბადის ამ ნახევარში მოხვდნენ. სლოვაკთან წარმატების შემთხვევაში მეორე წრეში მისი სავარაუდო მეტოქე ძლიერი სომეხი მოჭიდავე, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ვერცხლის და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი რომან ამოიანია, რომელიც ბოლო ხუთი წელიწადია, უმედლოდ სეზონს არ ტოვებს. მეოთხედფინალამდე შემხვედრ კანდიდატთა შორის თურქი ბაირამ ოზდემირი და რუსთა ბურიატი ფალავანი ვალერი ბორგოიაკოვი არიან, ოღონდ ისინი ჩვენებურამდე ერთმანეთს ხვდებიან.

დიდად არც მამაგეიშვილს გაუმართლა - პირველ წრეში ახალგაზრდა სომეხ სასუნ ჩამბარიანს ეჭიდავება, თუ ძლევს მერე პორტუგალიელ მანუელ ალმეიდასა და რუსეთის სახელით მოასპარეზე ამბაკო ვაჩაძეს შორის მოგებულს შეხვდება. ვაჩაძემ შარშან ევროპაც მოიგო და - მსოფლიოც, ის ევროპის ბოლო ორი პირველობის გამარჯვებულია და მესამედაც შეეცდება ტიტულის დაცვას, მაგრამ მოსამზადებელი პერიოდი მთლად კარგად არ გაუვლია. ყოველ შემთხვევაში, რუსთა ნაკრების ქართველი თავკაცი და ვაჩაძესავით ქუთაისელი გიორგი კოღუაშვილი არც მალავდა, რომ მისი მომზადებით უკმაყოფილო იყო, თუმცა ვაჩაძე მაინც წაიყვანა დორტმუნდში.

ჩვენი დებიუტანტი, ჯერ ისევ ახალგაზრდული ნაკრების წევრი მათე სოფაძე პირველ შეხვედრას სლოვენიელ დეიან სერნეკთან გამართავს, ამათში მოგებულს კი მეორე წრეში ბელარუს ალიმ სელიმაუს და თურქ აჰმეტ ილდირიმს შორის გამარჯვებული ელოდება. ბადის ამავე ნახევარში არიან აზერბაიჯანელთა ირანელი მსოფლიოს პრიზიორი აჰმან სამან ტახმასები (ეტყობა, ეს მაინც გადაურჩა დოპინგზე ჩავარდნას), ხორვატი ევროპის პრიზიორი ნენად ზუგაი და რუსთა ოსი ალან ხუგაევი, რომელიც ბოლო თვეებში ჩინებულ ფორმაშია.

ჯავახიშვილს ბედმა პირველ მეტოქედ სერბი მილოშ სპასიჩი არგუნა, რომელმაც შარშან ნაკრებში ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი რადომირ პეტკოვიჩი შეცვალა. ნახევარფინალამდე ამ ბადეში ერთადერთი ტიტულოვანი ფალავანია - ესტონელი მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ჰეიკი ნაბი. ნახევარფინალში სავარაუდო კონკურენტთა შორის არიან ბელარუსთა ქართველი ევროპის პრიზიორი იოსებ ჩუგოშვილი, რუსთა მსოფლიოს ორგზის, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ხასან ბაროევი და უკვე გვარიანად შებერებული უნგრელი, 35 წლის ევროპის ჩემპიონი მიშალ დეაკ-ბარდოსი.

ორთაბრძოლები დორტმუნდში დღესაც თბილისის დროით საღამოს 17 საათზე დაიწყება. ჩემპიონატი ხვალ დამთავრდება დარჩენილი სამი წონის ფალავანთა გამოსვლებით.

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია