გია გეგუჩაძის გუნდი საკუთარ ბაზაზე წყალტუბოს “სამგურალს” გაეჯიბრა და მეტოქე 7:0 გაანადგურა
“ზესტაფონმა” სანაკრებო პაუზით ისარგებლა და ვარჯიშებთან ერთად ამხანაგური მატჩიც ჩაატარა. გია გეგუჩაძის გუნდი საკუთარ ბაზაზე წყალტუბოს “სამგურალს” გაეჯიბრა და მეტოქე 7:0 გაანადგურა.

პირველ ტაიმში წყალტუბოელები ზესტაფონელებს მაგრად დაუდგნენ და მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვეს - 28-ე წუთზე ანგარიში ჯაბა დვალმა გახსნა. მეორე ტაიმში კი რატი წინამძღვრიშვილმა პოკერი, ხოლო საბა ლომიამ დუბლი შეასრულეს. თამაშს ორასამდე გულშემატკივარი დაესწრო.

“ზესტაფონმა” ამ შემადგენლობით ითამაშა: მამალაძე (74. მეშველიანი), ელიავა (46. გაგოშიძე), გ. ონიანი (46. თ. გრიგალაშვილი), გრუიცა, ფოფხაძე, ძარია (46. სარდალიშვილი), გორგიაშვილი, შ. გრიგალაშვილი (46. ჭანკოტაძე), ბაბუნაშვილი, დვალი (46. ლომია), წინამძღვრიშვილი.

როგორც ხედავთ, გუნდს დაუბრუნდა მეკარე ზურაბ მამალაძე, რომელიც ესპანურ შეკრებაზე დაშავდა და იყო საფრთხე, რომ სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებდა. სამაგიეროდ, დაახლოებით თვენახევარს ვეღარ ითამაშებენ ზურაბ მენთეშაშვილი და გოგი ფიფია, რომლებმაც საზარდულის ოპერაცია გაიკეთეს. შეგახსენებთ, “ზესტაფონის” ახალწვეულ მენთეშაშვილს სატრანსფერო ფურცლის ჩამოუსვლელობის გამო საქართველოს ჩემპიონატსა და თასზე თამაშის უფლება ისედაც არ ჰქონდა.

ალექსი ბენაშვილს მიკროტრავმა აწუხებს და ინდივიდუალური პროგრამით ემზადება, მაგრამ მისი დღევანდელ მატჩში თამაში გამორიცხული მაინც არ არის.

ფოტო: fczestafoni.ge

Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა