"კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯია” ბავშვების ტურნირს, “სკოლბურთს” უსპონსორებს
1995 წელს “კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯია” საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის სპონსორი გახდა და ასე გრძელდებოდა რამდენიმე წელი. ტურნირი ამ კომპანიის სახელით ტარდებოდა, გამარჯვებულები კი ევროპულ ტურნირებზე მიემგზავრებოდნენ. “კოკა-კოლას” ჩემპიონატის ფინალში ბევრ ცნობილ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია, ფინალები კი ბევრ მაყურებელს იზიდავდა, რადგან ეროვნული სტადიონი მასპინძლობდა, 15-16 წლის ბავშვები კი ისეთ ნიჭს ავლენდნენ, გულგრილი ვერ დარჩებოდი.

შემდეგ “კოკა-კოლა ბოთლერს ჟორჯია” ფეხბურთის ფედერაციის სპონსორიც გახდა, მაგრამ მერე კომპანიის პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ ფეხბურთზე ხელი ჩაიქნია, თუმცა ფეხბურთისკენ კვლავ გამოიხედა და ისევ ბავშვების ტურნირს, “სკოლბურთს” უსპონსორებს.

ცხადია, დავინტერესდით, ხომ არ აპირებს ბატონი თემური ეროვნულ ნაკრებთან თანამშრომლობას ან საქართველოს ჩემპიონატის ინვესტირებას და მივადექით თემას - ბიზნესი და ქართული ფეხბურთი.

- ეროვნული ნაკრების სპონსორობას არ აპირებთ?

- ჯერჯერობით თავს ვიკავებთ და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე ზრუნვა გვიჯობს. ფეხბურთის მიმართ ინტერესი ისევ გაგვიჩნდა და ჩამოვყალიბდებით. “სკოლბურთთან” ჩვენი პარტნიორობა უვადო იქნება, ტურნირის ორგანიზებისთვის კი კომპანიის ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი გამოვყავით.

- ფეხბურთი ბიზნესისთვის თითქმის ყველა ქვეყანაში მომგებიანია, საქართველოში კი ჯერაც წამგებიანია. საინტერესოა ბიზნესმენის აზრი - რატომ არის ასე?

- ფეხბურთი მართლაც ბევრგან არის მომგებიანი, მაგრამ არა ყველგან. მაგალითად, როდესაც თურქეთში ფეხბურთის განვითარება დაიწყეს, მაშინ წამგებიანი იყო, ტრანსფერებში დღევანდელივით მილიონებს არ იხდიდნენ, არც სატელევიზიო კონტრაქტებისთვის იმეტებდნენ. მაგრამ საამისოდ საფუძველი ჩაყარეს, შემქნეს ინფრასტრუქტურა და შედეგად მიიღეს უძლიერესი ლიგა. ჩვენც ეს გზა უნდა გავიაროთ და მერე ბიზნესი ფეხბურთში სიამოვნებით მივა.

- თქვენი აზრით, ქართული ფეხბურთი კომერციალიზაციის გზას მაინც თუ ადგას?

- როგორ არა, მაგრამ ჯერ ფეხბურთის განვითარების საწყის ეტაპზე ვართ. ასეა ყველა სფეროში, სპორტშიც, წარმოებაშიც, მენტალიტეტშიც.

- პრესკონფერენციაზე თქვით, რომ ნაკრებს არ უსპონსორებთ. უცნაური პირდაპირობაა და იქნებ, მიზეზი გვითხარით?

- რატომ გვენატრება 1981 წლის 13 მაისის წარმატება, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ნაკრების გასვლა? იმიტომ, რომ ქართველებს ფეხბურთში დიდი ამბიცია გვაქვს, გვახსოვს უდიდესი ვარსკვლავები, მესხი, მეტრეველი, ხურცილავა, ჩივაძე, ყიფიანი, დარასელია, გუცაევი, შენგელია და კიდევ ბევრი სხვა. ეს ამბიცია მეც არ მინელდება და ისეთივე ოსტატების და ძლიერი გუნდის ხილვა მინდა. ამიტომ დავიწყებთ ბავშვთა ფეხბურთით და როდესაც მათ ნაკრებამდე მივიყვანთ, მერე ვნახოთ.

- თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, “კოკა-კოლას” ეროვნული ჩემიონატის სპონსორობის სურვილიც არ ექნება.

- ეროვნული ჩემპიონატიც რთული თემაა, ლიგის სპონსორები კი ვიყავით, მაგრამ ურთიერთობა ვერ განვითარდა. თუმცა თბილისის “დინამოში” დაწყებულმა პროცესებმა დიდი იმედი გამიჩინა.

“დინამოს” გაძლიერება მთლიანად ქართულ ფეხბურთს წაადგება და მის აღორძინებას შეუწყობს ხელს. უნდა გაჩნდეს პრეცედენტი, რომ კლუბი გაძლიერდა და ბიზნესი ეროვნული ჩემპიონატისკენაც შემოტრიალდება.

- რას გულისხმობთ, “დინამო” ბიზნესმენმა რომ იყიდა და ერთმანეთს უფრო გაუგებთ?

- ამასაც ვგულისხმობ, ძალიან მნიშვნელოვანია, პროფესიონლთან რომ დაიჭერ საქმეს. ასეა ნებისმიერ სფეროში, თუ პროფესიონალი არაა, მასთან ურთიერთობაც შეუძლებელია. “დინამოში” კი საქმის მცოდნე ხალხი გამოჩნდა, რომლებთან პარტნიორობა ბიზნესსაც გაუადვილდება და ფეხბურთის სამყაროსაც.

guja kakhadze
კლუბი რომ გაძლიერდეს, ფეხბურთელების მომზადება უნდა ვისწავლოთ.
guja kakhadze
ფეხბურთელებს მსუბუქად და სწრაფად სირბილი ასწავლეთ და სპონსორებიც მომრავლდებიან.
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"