პროექტს, რომელსაც სფფ და განათლების სამინისტრო 2006 წლიდან ერთობლივად ახორციელებენ, უეფა ევროპაშიც დანერგავს
შოთა ბაქრაძისა და დიმიტრი ბოკერიას ინიციატივით, 2006 წელს ფეხბურთის ფედერაციამ და განათლების სამინისტრომ ერთობლივად წამოიწყეს პროექტი “სკოლბურთი”, რომელიც წარმატებული გამოდგა, სპონსორებიც გამოჩდნენ და ახლაც სოლიდური კომპანია დააფინანსებს, უეფა კი მის ევროპაში დანერგვას აპირებს.

გუშინ ეროვნულ სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და “კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიას”პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ “სკოლბურთის” სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმეს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ უეფას პირველი ვიცე-პრეზიდენტი სენეშ ერზიკი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რეზო არველაძე და ფედერაციის მასობრივი ფეხბურთის განყოფილების უფროსი დიმიტრი ბოკერია.

ფედერაციის პრესატაშე ლაშა დვალიშვილი:”სკოლბურთი” ფეხბურთის პოპულარიზაციაში უდიდეს როლს თამაშობს, პროექტი 2006 წელს დაიწყო, 2007 წელს მთელი საქართველო მოიცვა, დღეს კი 1500 სკოლა და უამრავი ბავშვი მონაწილეობს”.

ზვიად სიჭინავა: “პროექტში 18 ათასამდე ბავშვია ჩართული. “სკოლბურთის” სპონსორი “კოკა-კოლა” გახდება, იმედია, ტურნირი უფრო საინტერესო იქნება. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ამ კომპანიის ხელშეწყობით გამარჯვებული საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს. იმედია, პროექტი დიდხანს გაგრძელდება. უეფას თანადგომა კი სპონსორების მოზიდვის გარანტიაა, რაშიც დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვარწმუნებს”.

თემურ ჭყონია: “რამდენიმე წლის წინ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად საინტერესო პროექტს ვახორციელებდით, ჭაბუკთა ჩემპიონატი “კოკა-კოლას” სახელით ტარდებოდა, მაგრამ რატომღაც თანამშრომლობა ვეღარ განვითარდა. ახლა ისევ გადავწყვიტეთ სპონსორობა. “სკოლბურთი” ჩვენი ფეხბურთის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია და ერთწლიანი არ იქნება, თანამშრომლობას საქართველოს ნაკრების ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გასვლამდე გავაგრძელებთ. ჩამოსულია და რჩევებს მოგვცემს უეფას ვიცე-პრეზიდენტი, “სკოლბურთში” გამარჯვებული კი საერთაშორისო ტურნირზე გერმანიაში, იტალიაში ან ესპანეთში გაემგზავრება”.

ლადო ვარძელაშვილი: “სამინისტროსა და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც “სკოლბურთში” ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობენ, მთავარია მასობრივი სპორტის განვითარება. ფეხბურთი კი ის სახეობაა, რომელიც ძალიან პოპულარულია და მთელ ქვეყანას მოიცავს. “სკოლბურთში” გამარჯვებულის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა კი ბავშვებისთვის უდიდესი სტიმული იქნება”.

სენეშ ერზიკი: “არასდროს ვთქვათ, რომ კომპანია სპონსორია, რადგან რასაც “კოკა-კოლა” აპირებს, არის პარტნიორობა. ჩამოვედი როგორც უეფას პირველი ვიცე-პრეზიდენტი, უეფასა და ფიფაში სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამების კომიტეტებს 10 წელია, ვხელმძღვანელობ, სოციალურ პროექტების რაოდენობას და მათ დაფინანსებას კი ყოველწლიურად ვზრდით. უეფა არა მხოლოდ ფეხბურთზე ზრუნავს, არამედ ასეთ პროექტებით განათლებული ბავშვების გაზრდა სურს.

აღფრთოვანებული დავრჩი “სკოლბურთით”, რომლითაც შეგიძლიათ იამაყოთ. როდესაც შევიტყვეთ, რომ პროექტში თავდაპირველად 200 სკოლა და 2000 ბავშვი მონაწილეობდა, შარშან კი ამ ციფრებმა, შესაბამისად, 1500-ს და 17 ათასს გადააჭარბა, ეს წარმატება უეფაშიც აღინიშნა და მას “გრასრუტის” ან “ჰეთ თრიკის” პროგრამებით ფინანსურად ან ეკიპირებით დავეხმარებით. ახლახანს მიმიწვიეს ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში, სადაც ქართულ პროექტს უეფას 54 ქვეყნის წარმომადგენლებს გავაცნობ. თუმცა შეუძლებელია, ტურნირი წარმატებული იყოს ფეხბურთის ფედერაციის, სამინისტროების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სპონსორების თანადგომის გარეშე”.

დიმიტრი ბოკერია: ”განათლების სამინისტროს თანადგომის გარეშე ტურნირის ჩატარება წარმოუდგენელი იქნებოდა, რადგან 17 ათასამდე ბავშვს ორგანიზება და კონტროლი სჭირდება.

“სკოლბურთი” დღეს “ირაოს” სტადიონზე გაიხსნება, 20 ივნისს კი 16 საუკეთესო გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ივნისის ბოლოს ერთკვირიან დასკვნით ეტაპზე გამარჯვებულს გამოავლენენ. ჩემპიონი კი ესპანეთში კოსტა ბრავას, იტალიაში სარდინიის ან გერმანიაში კრემერის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს”.

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა