"შალკესთან" მატჩში "ზანკტ პაულის" გულშემატკივარმა ტრიბუნიდან ლაინსმენს ლუდის ქილა ესროლა, რის გამოც მატჩი ჩაიშალა
გერმანიის ბუნდესლიგაში პარასკევს გამართული მატჩი "ზანკტ პაულსა" და "შალკეს" შორის სკანდალით დასრულდა. შეხვედრის 88-ე წუთზე ლაინსმენს ტრიბუნიდან ლუდის ქილა ესროლეს.

ამ ეპიზოდისთვის ანგარიში 0:2 იყო და როგორც ჩანს, გულშემატკივრებმა ამით არბიტრის, ტომას შიფრნერის გადაწყვეტილებებზე შური იძიეს. რაც შეეხება ლაისმენს, რომელსაც ქილა თავში მოხვდა, ძირს მოცელილივით დაეცა.

მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული ლაინსმენი გონს მალევე მოეგო და ფეხზეც წამოდგა, მთავარმა მსაჯმა მატჩის დასრულება საჭიროდ მაინც არ მიიჩნია.

მართალია, კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჰელმუტ შულტმა გვერდით მსაჯს ოფიციალურად მოუბოდიშა, მაგრამ ეს "ზანკტ პაულს" არ უშველის - მას სოლიდური ჯარიმა და სტადიონის დისკვალიფიკაცია ემუქრება. რაც შეეხება "შალკესთან" ჩაშლილ მატჩს, ამ შემთხვევაში მასპინძლებს ტექნიკური წაგება ჩაეთვლებათ.

იხილეთ ვიდეო

Giorgipirweli
ლუდის ქილას მსაჯს ვერ ესროდნენ იმიტომ, რომ ლუდის ქილები გერმანიის სტადიონებზე ვერ შეაქვთ. გერმანულ საიტებზე გარკვევით წერია, რომ ეს იყო ლუდის ერთჯერადი ჭიქა! ეს ვიდეოზეც კარგად ჩანს.
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა