ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგამ" მოსკოვის დინამო 3:0 გაანადგურა, ვოლგისპირელთა მეორე გოლი კი ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა

რუსეთის ჩემპიონატის მესამე ტურში ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგამ" მოსკოვის დინამო 3:0 დაამარცხა, პრემიერლიგის დებიუტანტთა მეორე გოლი კი ქართველმა ნახევარმცველმა გოჩა ხოჯავამ გაიტანა.

ვოლგისპირველებმა მეტოქე ფრედ დასრულებული პირველი ნახევრის შემდეგ, მეორე ტაიმში გატეხეს. ხოჯავამ თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმო გოლად გარდასახა.

ხოჯავამ პირველ საგოლე ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა როდესაც სამ "დინამოელს" თავბრუ დაახვია და პლეშანს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

"ვოლგას ქართველ ლეგიონერთაგან მატჩი სრულად ითამაშეს გრიგალავამ, სალუქვაძემ, ხოჯავამ და მარცვალაძემ, გოგიტა გოგუამ კი 28-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და ტაიმებსშორის შესვენებაზე შეცვალეს.

გოჩა ხოჯავა:
- ვიცოდით, რომ "დინამო" ძალიან ძლიერი გუნდი იყო. დავალება გვქონდა, თამაში მთელს მოედანზე პრესინგით დაგვეწყო, შემდეგ კი დაცვაში "ჩავმჯდარიყავით". თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს და შესვენებაზე ომარ თეთრაძემ გვითხრა, რომ საჭირო იყო შეგვეტია და მოსაგებად გვეთამაშა. გუნდისთვის სარგებლის მოტანას ძალიან ვცდილობდი და მოხარული ვარ, რომ გამომივიდა.

- დიდი ანგარიშით მოგება მოულოდნელობა იყო?

- გამარჯვების ყველას გვჯეროდა, მაგრამ 3:0 მოგებას, რა თქმა უნდა, არავინ ელოდა. და მაინც, ეს გავაკეთეთ და საკუთარ თავს და გულშემატკივრებს საზეიმო ატმოსფერო და შესანიშნავი განწყობა ვაჩუქეთ.

- წარმატება თავბრუს ხომ არ დაგახვევთ?

- არა, გარწმუნებთ. ვარჯიშებზე უფრო მეტი მონდომებით მოვემზადებით.

მომზადებულია fcvolgann.ru-ს მიხედვით

გურამი
ხოჯავამ ჯარიმიდან გაიტანა, ასეთი უყურადღებობა საიტს მკითხველებს ნამდვილად არ მოუმრავლებს.
გურამი
ხოჯავამ ჯარიმიდან გაიტანა, ასეთი უყურადღებობა საიტს მკითხველებს ნამდვილად არ მოუმრავლებს.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"