ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სუპერლიგა: "ოლიმპმა" "ბათუმი" ბოლო წამებზე დაამარცხა

სუპერლიგა: "ოლიმპმა" "ბათუმი" ბოლო წამებზე დაამარცხა

საახალწლო შესვენების შემდეგ, საკალათბურთო სუპერლიგა დღეს 2 მატჩით განახლდა
საახალწლო შესვენების შემდეგ, საკალათბურთო სუპერლიგა დღეს 2 მატჩით განახლდა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველში ერთმანეთს ცხრილის შუაში, გვერდიგვერდ მყოფი გუნდები - "ოლიმპი" და "ბათუმი" შეხვდნენ. ორივე გუნდს ამ მატჩამდე 7 მოგება და 5 მარცხი ჰქონდა, შესაბამისად, ორივესთვის მეტად პრინციპული დაპირისპირება გახლდათ.

ორივე გუნდი საკმაოდ შესუსტებული შემადგენლობით იყო. "ოლიმპს" ტრავმის გამო მიხეილ ჭოჭუა და მარკ ოგდენი აკლდა, ხოლო ნიკა დარბაიძემ პირველ ტაიმში მუხლი იტკინა და მოედანზე ვეღარ დაბრუნდა. ბათუმელებმა გუნდიდან იშმაელ ჰოლისი გაუშვეს, ხოლო სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ 3 მოთამაშე ჰყავდათ - ვახტანგ ქადარია, გიორგი ყველაშვილი და ივანე მაისურაძე.

შეხვედრა თანაბარი გამოდგა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა წინ დამაჯერებლად გაჭრას. თავდაპირველად გალიდერდნენ ბათუმელები, რომლებმაც პირველი პერიოდი 1 ქულით მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის უპირატესობა მცირედით გაზარდეს - 36:33. მესამე პერიოდში "ოლიმპმა" თამაში გამოასწორა და 7-ქულიანი ჩამორჩენა (36:43) მეოთხედის ბოლომდე 1-ქულიან ლიდერობად აქცია.

დასკვნით პერიოდში ორივე გუნდის მოთამაშეები პერსონალურებით დაიტვირთნენ და მოედნიდან ერთმანეთის მიყოლებით გავარდნენ თბილისელთა მხრიდან რევაზ როგავა და გეგი ბაქრაძე, ხოლო ბათუმელთაგან სპენსერ კოლინსი და ვახტანგ ქადარია. შეხვედრა ქულა-ქულაში გაგრძელდა და მატჩის ბოლოსწინა წუთზე ანგარიში თანაბარი იყო. ბოლო წუთზე გივი ბაქრაძემ შორი ორქულიანი ჩააგდო და "ოლიმპი" 66:64 დააწინაურა, ხოლო საპასუხო შეტევაში უკრაინელმა ლეონიდ სტეპანიშინმა სამქულიანი ააცილა. დარჩენილ წამებში ბათუმელებს ტაქტიკური ჯარიმით ვითარების გამოსწორების შანსი შერჩათ, თუმცა მერაბ ბოქოლიშვილმა ორივე საჯარიმო ჩააგდო და "ოლიმპს" გამარჯვება გაუნაღდა.

თბილისელებს 25 ქულით მორის ჰილმა ულიდერა. 14-14 ქულით დაასრულეს შეხვედრა გივი ბაქრაძემ და მერაბ ბოქოლიშვილმა. "ბათუმში" 22 ქულით ბომბარდირი გახდა სპენსერ კოლინსი, ხოლო სერბმა, სტეფანბ ანდრეიევიჩმა შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი - 16 ქულა და 19 მოხსნა მოაგროვა.

ოლიმპი-ბათუმი 69:64

15:16, 18:20, 19:15, 17:13

მატჩისშემდგომი კომენტარები

რევაზ როგავა ("ოლიმპის" მწვრთნელი): "გუნდი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ექვსი მოთამაშე გვყავს ტრავმირებული. დღეს, ფაქტობრივად, შვიდი მოთამაშით ჩავატარეთ მატჩი. ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ურთულესი თამაში გამარჯვებამდე მიგვეყვანა. შემდეგი თამაში "დინამოსთან" გვაქვს და ამისთვის ვემზადებით. იმედია ტრავმირებული კალათბურთელებიც მალე დაგვიბრუნდებიან."

ვლადიმირ ბოსნიაკი ("ბათუმის" მთავარი მწვრთნელი): "ვცდილობდით ბურთების ჩაგდებას, არ გამოგვივიდა და წავაგეთ, ასეც ხდება. იმედია, ამ შეცდომებს გამოვასწორებთ."

წყარო: gbf.ge

სუპერმენი "ბლექ ფორტრესში" | დუაიტ ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგაში ითამაშებს

საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთში ტურნირი გამარჯვებით დაასრულა

ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!

15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა

იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე

ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია

[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს

ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა

საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"

"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"

თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში

ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში

ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი

"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?

"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი

"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება

"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი

[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია