2018 წლის 12, 13 და 14 იანვარს თბილისის ოლიმპიური სასახლე დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასს უმასპინძლებს
2018 წლის 12, 13 და 14 იანვარს თბილისის ოლიმპიური სასახლე დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასს უმასპინძლებს.

ტრადიციად ქცეულ ტურნირზე, რომლის მთავარი მიზანი ჩემპიონატებს შორის შესვენების გამრავალფეროვნება და ფეხბურთის პოპულარიზაციაა, დასწრება ნებისმიერ დღეს, ყველა მსურველისათვის უფასო იქნება.

14 იანვარს გულშემატკივარს ოლიმპიურ სასახლეში საფეხბურთო ვარსკვლავების ხილვა შეეძლებათ. წელს ტურნირს იტალიელი ვეტერანებიც შეუერთდებიან. იტალიის გარდა, "ზამთრის თასზე" შარშანდელი მონაწილეებიც ითამაშებენ: საქართველოს, უკრაინის, თურქეთისა და ესპანეთის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებები. ამათ გარდა კი თბილისს, ტრადიციულად, უეფას გუნდიც ესტუმრება, რომლის შემადგენლობაშიც რამდენიმე ვარსკვლავი იქნება: რუმინელი კრისტიან კივუ, სლოვენიელი მილენკო აჩიმოვიჩი და სერბი დეიან სტანკოვიჩი.

დარბაზის ფეხბურთის ფესტივალის ფარგლებში, 12-13 იანვარს ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 16 გუნდს შორის ჯგუფურ ეტაპზე ნახევარფინალისტები გამოვლინდებიან, რომლებიც 14 იანვარს ჩემპიონის ვინაობას გამოავლენენ.

ტურნირის 2018 წლის გათამაშებაში სიახლეა: ამჯერად, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით, ზამთრის თასს 14-წლამდე გუნდები გაითამაშებენ. 14-წლამდელთა გათამაშებაში მონაწილეობას ქვეყნის 12 რეგიონული ნაკრები, თბილისის ელიტ-ლიგის სამი პრიზიორი ("დინამო", "საბურთალო", "ლოკომოტივი") და სფფ-აკადემიის გუნდი მიიღებს.

George²
ხომ არ იცით ტორპედოსა და დინამოს რიგებში რომელი ფეხბურთელები გამოვლენ საასპარეზოდ ?
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
11 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასი აიღებს სტარტს
ზამთრის თასის A ჯგუფის მატჩები დასრულდა - "ცხინვალი" საუკეთესოა
ზამთრის თასი. საქართველო - ფიფა [LIVE]
ზამთრის თასი: საქართველოს ნაკრებმა უეფასა და ფიფას გუნდები დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა
ზამთრის თასი: საქართველოს ნაკრები ფინალში უკრაინასთან დამარცხდა
ზამთრის თასზე საქართველოს ნაკრებისა და სხვა გუნდების შემადგენლობები ცნობილია