ჩოგბურთი. მიმოხილვა

მარია შარაპოვამ ვერ შეძლო ნავსის გატეხვა და მესამე ცდაზეც ვერ მოიპოვა მაიამის სუპერტურნირის მთავარი პრიზი. მიუხედავად ამისა, გასული კვირა რუსი ჩოგბურთელის აქტივში უნდა შევიტანოთ, რადგან ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ კორტზე დაბრუნებული შარაპოვა პირველად შევიდა WTA-ის რეიტინგის პირველ ათეულში.

მარიასგან განსხვავებით, ფინალის მეორე მონაწილეს ვიქტორია აზარენკას მოგებული ჰქონდა მაიამი - 2009 წელს და ახლა მეორე ტიტულს უმიზნებდა. ბელარუსისთვის ტურნირი მძიმედ დაიწყო და პირველ სამ მატჩში მას სამსეტიანი ბრძოლების გატანა მოუწია, სამაგიეროდ ბოლო ორ შეხვედრაში დამაჯერებლად მოუგო კიმ კლაისტერსსა (6:3, 6:3) და ვერა ზვონარევას (6:0, 6:3). რაც შეეხება აზარენკასა და შარაპოვას ურთიერთშეხვედრებს, ამ მხრივ ანგარიში თანაბარი იყო - 2:2.

ფინალი ბრეიკების გაცვლით დაიწყო - მარიამ წააგო საწყისი ათწუთიანი გეიმი, როცა რამდენიმე უნებლიე შეცდომა დაუშვა, თუმცა ვერც მისი მეტოქე იყო საკუთარ მოწოდებაზე მთლად ზუსტი. ამის შემდეგ შარაპოვა ღრმა კრიზისში აღმოჩნდა და იქედან კარგა ხანი ვერ გამოვიდა. რუსმა კიდევ უფრო უმატა შეცდომებს და თითქმის უბრძოლველად დათმო შემდეგი ოთხი გეიმი. ანგარიში გახდა 5:1 ბელარუსის სასარგებლოდ. მარიამ მხოლოდ მეშვიდე გეიმში გაუმართა ბრძოლა მეტოქეს, მაგრამ ვიქტორიამ მეორე სეტბოლიდან მაინც გაიფორმა პარტიაში გამარჯვება. პირველ სეტში შარაპოვას 22 უნებლიე შეცდომა დუგროვდა!

რუსისთვის მეორე სეტიც კატასტროფულად დაიწყო. მიღებაზე თამაში მას ისევ არ გამოსდიოდა და მალე აზარენკა 4:0 დაწინაურდა. ისე გამოვიდა, რომ საწყისი სეტის სტარტზე გეიმების გაცვლის შემდეგ, ვიქტორიამ ზედიზედ ცხრა გეიმის აღება შეძლო.

თამაშის ამგვარი მიმდინარეობის მიუხედავად, შარაპოვას უბრძოლველად არ დაუტოვებია კორტი. ბოლოსკენ ის დამაჯერებლად ათამაშდა და ზედიზედ სამი გეიმი აიღო. შეიძლებოდა მეოთხეც მოეგო, მაგრამ 3:4-ზე ბრეიკ-პოინტის დროს ორმაგი შეცდომა დაუშვა.

მაგრამ ბრძოლა გრძელდებოდა. შემდეგ გეიმში რუსმა ორი მატჩბოლი მოიგერია, რის შემდეგაც აზარენკა ოდნავ ანერვიულდა და ახლა მან დაუშვა ორმაგი შეცდომა ბრეიკ-პოინტის დროს. და მაინც, შარაპოვამ მატჩის გადარჩენა არ გამოუვიდა - ისევ შეცდომები საკუთარ გეიმში და აზარენკამ სრულიად დამსახურებულ ტრიუმფს მიაღწია - 6:1, 6:4.

ასე გახდა ვიქტორია აზარენკა მაიამის ტურნირის ორგზის ჩემპიონი, რის ხარჯზეც დღეიდან ის მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი გახდება, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია. შარაპოვა კი მომავალ კვირას მეცხრე ჩოგანის რანგში დაიწყებს.

WTA

Sony Ericsson Open

მაიამი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 დოლარი

ფინალი

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 8)-მარია შარაპოვა (რუს, 13) 6:1, 6:4.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"