ისევე როგორც ორი კვირის წინ ინდიან უელსის მასტერსზე, ამჯერადაც მაიამის ტურნირის ფინალში მსოფლიოს ორი საუკეთესო ჩოგბურთელი - რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი გაარკვევენ ურთიერთობას.
ისევე როგორც ორი კვირის წინ ინდიან უელსის მასტერსზე, ამჯერადაც მაიამის ტურნირის ფინალში მსოფლიოს ორი საუკეთესო ჩოგბურთელი - რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი გაარკვევენ ურთიერთობას.

რა თქმა უნდა, ნახევარფინალური ეტაპის გამორჩეული მატჩი იყო ნადალისა და მსოფლიოს მესამე ჩოგანის - შვეიცარიელი როჯერ ფედერერის დაპირისპირება. ეს უკანასკნელი უფრო დასვენებული შეხვდა ამ შეხვედრას, რადგან წინა წრეში მხოლოდ სამი გეიმის თამაში მოუწია ფრანგი ჟილ სიმონის წინააღმდეგ, იმ დროს, როცა ნადალმა სამი სეტი მოანდომა ჩეხი ტომაშ ბერდიხის დამარცხებას.

უკვე შეხვედრის სტარტზე გამოიკვეთა ნადალის უპირატესობა, რომელმაც მესამე გეიმში გააკეთა პირველი ბრეიკი. მას ძალიან დაეხმარა ფედერერის შეცდომები ბექჰენდის შესრულებისას. თუმცა იმ დღეს შვეიცარიელი სხვა სათამაშო კომპონენტებშიც მოიკოჭლებდა - არ მისდიოდა ფორჰენდი, ბადესთან თამაში და პირველი მოწოდების სიზუსტეც არ იყო მთლად მოსაწონი. ნადალი კი პირიქით, ბრწყინალედ აწოდებდა - პირველი მოწოდების სიზუსტე 76 პროცენტი იყო, მეორის - 82 პროცენტი. სწორედ ამის გამო ფედერერს არ გამოუვიდა მიღებაზე თამაში, მის გეიმებზე კი მუდმივად ბრძოლა იყო. შესაბამისად, სეტის ბოლოს ნადალმა მეორე ბრეიკის აღებაც შეძლო.

როჯერმა მხოლოდ მეორე სეტის სტარტზე მოიპოვა პირველი ბრეიკ-პოინტი, რომელიც ვერ გამოიყენა. ასეთი შანსი ფედერერს დარჩენილ დროში აღარ ჰქონია, ნადალმა კი უკვე შემდეგ გეიმში კვლავ აიღო მეტოქის მოწოდება და განმეორდა პირველი სეტის სცენარი, როცა შვეიცარიელს შანსი აღარ ჰქონდა ესპანელის მოწოდებებზე და ბოლო კიდევ ერთხელ დამთო საკუთარი გეიმი - 3:6, 2:6. შვეიცარიელს ორჯერ მეტი "ვინერსი" დაუგროვდა, მაგრამ ოთხჯერ მეტი უნებლიე შეცდომა ჰქონდა. როჯერმა წელს ორივე ამერიკულ მასტერსზე ნახევარფინალამდე მიაღწია, რაც შარშანდელზე უკეთესი შედეგია, მაგრამ მსოფლიო ჩოგბურთის ყოფილი ლიდერი ამით კმაყოფილი მაინც ვერ იქნება.

ამ მატჩამდე უკვე ცნობილი იყო პირველი ფინალისტი. მოლოდინისამებრ, ფინალში გააღწია ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც ზედიზედ 25-ე მატჩში იზეიმა გამარჯვება და ამ სეზონში კვლავაც დაუმარცხელბად თამაშობს. ამჯერად სერბის მსხვერპლი გახდა ამერიკელი მარდი ფიში, ვინც ნახევარფინალში გასვლით რეიტინგში ენდი როდიკს გაასწრო და ამერიკული ჩოგბურთის ლიდერი გახდა. ფიში ამაზე გაჩერებას არ აპირებდა, თუმცა ჯოკოვიჩთან მანამდე ხუთიდან ხუთი მატჩი ჰქონდა წაგებული.

ჩოგბურთელებმა მხოლოდ ოთხი გეიმის თამაში მოასწრეს, რის შემდეგაც წვიმა წამოვიდა. პაუზამ ერთ საათს გასტანა და მატჩი გაგრძელდა. სერბი ამჯერად ნაკლებად დამაჯერებელი იყო - მის მოწოდებაზე ყოველთვის ბრძოლა მიდიოდა, მაგრამ ნოვაკი სუფთად გამოდიოდა რთული სიტუაციებიდან. შემდეგ მან ბრეიკი გააკეთა და სეტზე ჩასაწოდებლად გაემზადა. სწორედ ამ დროს ფიშმა ორი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში იღბალი სერბის მხარეს იყო. მეორე სეტის სტარტზე ამერიკელზე ცუდად იმოქმედა ჯოკოვიჩის ნაადრევმა ბრეიკმა და ფიშმა პარტიის ბოლომდე მხოლოდ ერთი გეიმი აიღო - 3:6, 1:6.

რაფაელისთვის და ნოვაკისთვის ეს იქნება მესამე ფინალი ფლორიდაში, ამასთან, ესპანელი წინ სამ შემთხვევაში დამარცხებული ტოვებდა მოედანს. ჯოკოვიჩს კი ერთხელ აქვს მოგებული მაიამის მასტერსი.

ATP

Sony Ericsson Open

მაიამი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 3 645 000 დოლარი

1/2 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-მარდი ფიში (აშშ, 14) 6:3, 6:1; რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 3) 6:3, 6:2.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა