სერია A. XX ტური: სკუდეტოსათვის სავარაუდოდ მხოლოდ "ნაპოლი" და "იუვენტუსი" იბრძოლებენ
სერია A-ს მე-20 ტურში "ინტერმა" ფლორენციაში 90+1-ე წუთზე საპასუხო გოლი გაუშვა ჯოვანი სიმეონესგან, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, ლიდერებს "ნაპოლისა" და "იუვენტუსს" შესაბამისად 9 და 8 ქულით ჩამორჩა და ფაქტიურად ოქროს მედლებისათვის ბრძოლას ნეაპოლური და ტურინული გუნდები გააგრძელებენ.
"ნაპოლის" "მატჩს "ვერონასთან" "სან პაოლოზე" 40 ათასი ტიფოზი დაესწრო. თამაშის წინ გულშემატკივრებმა მაგრად იჩხუბეს და წესრიგის დამყარებისას რამოდენიმე პოლიციელი დაშავდა. რაც შეეხება შეხვედრას, პირველ ტაიმში სტუმრებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს ლიდერს, მაგრამ ნაანტრაქტევს მასპინძლებმა ორი უპასუხო გოლი გაუტანეს და 2:0 გაიმარჯვეს. "ნაპოლის" მწვრთნელი მაურიციო სარი ნამატჩევს ჩიოდა, რომ პირველობაზე ორკვირიანი პაუზა ნამეტანია და ფეხბურთელები შეიძლება ფორმიდან ამოვარდნენ.
06.01.18. ნაპოლი - ვერონა 2:0
"იუვენტუსმა" სტუმრად ფერნანდო ბერნარდესკის გოლით 1:0 დაამარცხა "კალიარი" და "ნაპოლის" ისევ 1 ქულით ჩამორჩება. მატჩის 49-ე წუთზე სრულიად უწყინარ სიტუაციაში ბარძაყის ტრავმა მიიღო "ბებერი ქალბატონის" თავდამსხმელმა პაულო დიბალამ, მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა და დღეს გაირკვევა რამდენად სერიოზულად დაშავდა.
06.01.18. კალიარი - იუვენტუსი 0:1
"ლაციომ" გასვლაზე 5:2 მოუგო "სპალს", მისმა ფორვარდმა ჩირო იმობილემ კარიერაში პირველი პოკერი მიითვალა და 20 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.
"მილანმა" 1:0 ძლივს სძლია "სან სიროზე" ერთ-ერთ აუტსაიდერ "კროტონეს". ეს ერთადერთი და როსონერიში პირველი გოლი მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ გაიტანა. "მილანის" მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ განაცხადა, რომ ფეხბურთელებზე აუგი არ ეთქმის, მაგრამ 90 წუთი მაღალ დონეზე თამაში არ შეუძლიათ.
06.01.18. მილანი - კროტონე 1:0
ახალი მწვრთნელის ვალტერ მაცარის ხელმძღვანელობით "ტორინომ" 3:0 გაანადგურა "ბოლონია".
"ბენევენტოს" საწყის 18 ტურში არ ქონდა გამარჯვება მოპოვებული და ახლა ზედიზედ 2 მატჩი მოიგო, "კიევოსთან" და "სამპდორიასთან", თუმცა მყარად უკავია უკანასკნელი ადგილი და ძნელი წარმოსადგენია სერია A-ში ადგილი შეინარჩუნოს.
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე