შოტლანდიელმა ჩოგბურთელმა ენდი მიურეიმ უარყო ჭორები ივან ლენდლთან ან ჯიმი კონორსთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ

შოტლანდიელმა ჩოგბურთელმა ენდი მიურეიმ უარყო ჭორები ივან ლენდლთან ან ჯიმი კონორსთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ და თავისი ახალი მწვრთნელის ვინაობა გაუმხილა ჟურნალისტებს. ეს გახლავთ 36 წლის ბარი კოუენი, ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, რომელმაც სახელი იმით გაითქვა, რომ 2001 წელს უიმბლდონის მეორე წრეში ხუთსეტიანი მატჩი ჩაატარა ლეგენდარული პიტ სამპრასის წინააღმდეგ და დამარცხდა - 3:6, 2:6, 7:6(5), 6:4, 3:6. ეს ახალი ამბავი მიურეიმ მაიამიში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.

კოენმა მოთამაშის კარიერა 2002 წელს დაასრულა, რის შემდეგაც პოპულარობა მოიპოვა Sky Sports-ის არხზე მიმომხილველად და კომენტატორად მუშაობისას. იქ მისი პარტნიორები იყვნენ სხვა ყოფილი პროფესიონალები - პეტერ ფლემინგი, მარკ პეტჩი და გრეგ რუსედსკი.

ენდის ახალი მწვრთნელი იმით არის ცნობილი, რომ ძალიან სერიოზულად ეკიდება მოთამაშის ფსიქოლოგიურ მომზადებას. ახლა ის სწორედ ბრიტანელის მორალურ მდგრადობაზე იმუშავებს. როგორც ჩოგბურთელის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, კოუენი დაუყოვნებლივ შეუდგება მუშაობას შოტლანდიელის გუნდის სხვა წევრებთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში თამაშის შემდეგ მიურეიმ ოთხ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და ოთხივეში პირველივე მატჩიდან გამოეთიშა ბრძოლას.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა