12 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტი აიღო ზამთრის თასის 2018 წლის გათამაშებამ
12 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტი აიღო ზამთრის თასის 2018 წლის გათამაშებამ. ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბები ერთმანეთს ცენტრალურ დარბაზში დაუპირისპირდნენ.

ზამთრის თასი 2018-ის პირველი სათამაშო დღე "გ" ჯგუფის მატჩებით დაიწყო. პლეი-ოფში გასასვლელად ერთმანეთის წინააღმდეგ "სამტრედია", გორის "დილა", ბოლნისის "სიონი" და თბილისის "შევარდენი" წარსდგნენ.

ჯგუფის პირველ შეხვედრაში ბოლნისელები გორელებს დაუპირისპირდნენ და დამაჯერებელი ანგარიშით 8:3 დაამარცხეს მეტოქე. ასევე დამაჯერებლად მოიგეს თბილისელებმა, "შევარდენმა" "სამტრედიას" ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. დედაქალაქელებმა კარგი სტარტის შემდეგ ცუდად იასპარეზეს და "დილასთან" დაძაბულ ბრძოლაში, ანაგრიშით - 3:2 დამარცხდნენ.

მომდევნო მატჩში ერთმანეთს ბოლნისის "სიონი" და "სამტრედია" დაუპირისპირდნენ. ბოლნისელებმა ამჯერადაც დიდი ანგარიშით - 9:2 დაამარცხეს მეტოქე. "გ" ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში "სიონი" "შევარდენს" შეხვდა "სამტრედია" კი, "დილას". თბილისურ-ბოლნისური დაპირისპირება "შევარდენის" გამარჯვებით 4:1 დასრულდა. გორელებმა კი, მეტოქე ანგარიშით - 6:2 დამაარცხეს.

დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე, სამმა გუნდმა თანაბარი 6-6 ქულა დააგროვა. დებულების თანახმად ასეთ დროს უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებულ შედეგს ენიჭება და შესაბამისად პირველ-მეორე ადგილებზე ბოლნისის "სიონი" და თბილისის "შევარდენი" გავიდნენ.

საინტერესო გამოდგა "დ" ჯგუფის მატჩები. უძლიერესის გამოსავლენად ერთმანეთს "საბურთალო", "ლოკომოტივი", "ცხინვალი" და "მერანი" დაუპირისპირდნენ.

აღნიშნულ ჯგუფში პირველი ადგილი "საბურთალომ" დაიკავა, მეორე კი, "ლოკომოტივმა". თბილისურმა კლუბებმა დამაჯერებლად იასპარეზეს დამსახურებულად მოიპოვეს პლეი-ოფის საგზური. ლოკომ პირველი შეხვედრა "მერანს" მოუგო 9:2, მეორეში კი, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა "ცხინვალს" აჯობა ანგარიშით - 7:0.

საწყის მატჩებში ნაჩვენები თამაშის ხარისხიდან გამომდინარე "ლოკომოტივი" პირველ ადგილზე გასვლის მთავარ კანდიდატად ითვლებოდა, მაგრამ "საბურთალომ" ბოლომდე იბრძოლა და პირველობა არავის დაუთმო. საბურთალოელებმა პირველი მატჩი "ცხინვალთან" ფრედ 3:3 ითამაშეს, მეორე "მერანს" 3:0 მოუგეს და დასკვნით შეხვედრაში თბილისურ დერბიში გადაწყვიტეს "დ" ჯგუფის პირველადგილოსანის ვინაობა. თბილისური დერბი ტრადიციისამებრ საინტერესო გამოდგა და "საბურთალოს" გამარჯვებით 5:3 დასრულდა.

ჯგუფური ეტაპის დასრულები შემდეგ მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. პირველ მეოთხედფინალში ბოლნისის "სიონი" თბილისის "ლოკომოტივის" დაუპირისპირდა და 2:6 დამარცხდა. ბოლნისელებმა ჯგუფური ეტაპი საკმაოდ დამაჯერებლად ჩაატარეს, თუმცა პლეი-ოფში თბილისელებს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და ზამთრის თასს გამოეთიშნენ. მეორე მეოთხედფინალურ შეხვედრაში თბილისური დერბი გაიმართა.

"საბურთალო" "შევარდენს" შეხვედა და დაძაბულ ბრძოლაში 3:5 დამარცხდა. დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე ზამთრის თასის 2018 წლის გათამაშების ნახევარფინალში "ლოკომოტივი" და "შევარდენი" იასპარეზებენ. თბილისური გუნდების მეტოქეები 13 იანვარს გამოვლინდებიან, ნახევარფინალური მატჩები კი, 14 იანვარს შედგება.

ზამთრის თასის წლევანდელ გათამაშებაში 14-წლამდე გუნდები პირველად ჩაერთნენ. 12 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლის პატარა დარბაზში "გ" და "დ" ჯგუფების მატჩები გაიმართა. პირველ ნახევარფინალურ შეხვედრას კი, ცენტრალურმა დარბაზმა უმასპინძლა.

"გ" ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი სამეგრელოს რეგიონულმა ნაკრებმა დაიკავა. სამეგრელომ გამართული სამი მატჩიდან ორი მოიგო და ერთ ფრედ ითამაშა. რაც შეეხება "დ" ჯგუფს, აქ თბილისის "დინამომ" სამივე შეხვედრა დამაჯრებლად მოიგო და მოპოვებული 9 ქულით ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

შესაბამისად, ფინალში გასასვლელ მატჩში ერთმანეთს სამეგრელოს რეგიონალური ნაკრები და თბილისის დინამო დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 6:2 დასრულდა და დინამოელები ფინალში იასპარეზებენ.

13 იანვარს 10 საათიდან, თბილისის ოლიმპიურ სასახლის დიდ დარბაზში ზამთრის თასი 2018-ის "ა" და "ბ" ჯგუფების მატჩები გაიმართება. პატარა დარბაზში კი, 14-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირი ასევე, "ა" და "ბ" ჯგუფების მატჩებით გაგრძელდება.

წყარო: gff.ge

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად