"კომსომოლსკაია პრავდამ" ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" წარმატება გუნდის ქართველ ფეხბურთელებს დამსახურებულად მიაწერა
ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა" სამი ტურის შემდეგ რუსეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა. ბოლო ტურში ვოლგისპირელებმა მოსკოვის "დინამო" 3:0 დაამარცხეს. მოგეხსენებათ, "ვოლგა" ქაღთველი ლეგიონერებითაა დახუნძლული, ამ მატჩში კი ქართველი ნახევარმცველის გოჩა ხოჯავას ბენეფისი შედგა, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

ამ შეხვედრის მიმოხილვისას, რომელშიც ხოჯავას გარდა გია გრიგალავამ, ლაშა სალუქვაძემ, ოთარ მარცვალაძემ და გოგიტა გოგუამ ითამაშეს, საინტერესო შედარება გააკეთა "კომსომოლსკაია პრავდამ". მას უცვლელად გთავაზობთ:

"ელიტური დივიზიონის" ახალბედა "ვოლგა" სეზონის მთავარი აღმოჩენა გახდა. თუ პირველ ტურში ვოლგელებმა უფერული "ტომი" დაამარცხეს, ამჟამად ამბიციური დებიუტანტის მსხვერპლი სრულიად კონკურენტუნარიანი მოსკოვის "დინამო" გახდა. ამასთან, თეთრ-ლურჯებმა დიდი ანგარიშით 0:3 წააგეს. ასეთ მატჩში გამანადგურებელი ანგარიშით მოგება წარსულში ცნობილი ფეხბურთელის, ომარ თეთრაძის პრემიერლიგაში სამწვრთნელო დებიუტისთვის კარგი სავიზიტო ბარათია, სწორედ ის უდგას ახლა "ვოლგას" სათავეში.

გულშემატკივრებმა უკვე უწოდეს ნიჟნი ნოვგოროდის გუნდს თბილისის "დინამო". ომარ თეთრაძის გუნდში ლიდერის პოზიციები ქართველ ლეგიონერებს ლაშა სალუქვაძეს, გია გრიგალავას, გოგიტა გოგუას, ოთარ მარცვალაძეს და გოჩა ხოჯავას უჭირავთ. "ვოლგას" ქართველებმა გუნდი ჩემპიონატის ლიდერებს შორის დაამკვიდრეს".

kkk
რაღაც ვერ გავიგე, საკაცე იყო თვალცრემლიანი??? :)
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"