ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ქართველმა ნახევარმცველმა მოსკოვის "დინამოსთან" გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურში დებიუტანტმა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგამ", რომელშიც ქართველები მრავლად გამოდიან, მოსკოვის "დინამოსთან" ხმაურიანი გამარჯვება იზეიმა. ომარ თეთრაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და თუ მათგან მეორე გოჩა ხოჯავამ, მისივე წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმოდან შეაგდო, პირველ და მეორე გოლშიც ქართული "სული" იდო - საგოლე პასები ხოჯავამ და მარცვალაძემ გააკეთეს.

ამ მატჩის მთავარი გმირიც სწორედ "ვოლგას" 26 წლის ქართველი ნახევარმცველი გახდა. გოჩას ჩვენი მეზობლები ერთ-ერთ ყველაზე სიტყვაძუნწ ფეხბურთელად კი ახასიათებენ, თუმცა როგორც ჩანს, გამარჯვებით გახარებულმა ამჯერად ინტერვიუზე უარი არ თქვა.

- პირველ რიგში, გახარებული ვარ, რომ გავიმარჯვეთ. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მართლა არანორმალური ქომაგობით გვამხნევებდნენ. სიმართლე გითხრათ, ვერცკი წარმომიდგინა, სტადიონზე ანშლაგი თუ იქნებოდა.

- მართალია, რომ შესვენებაზე გასახდელში ომარ თეთრაძის ხმის აწევა დასჭირდა?

- განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ეგ ჩვეულებრივი სამუშაო ვითარებაა. მთავარია, რომ შესვენების შემდეგ უფრო აქტიურად თამაში შევძელით და შედეგი მივიღეთ. მოხარული ვარ, რომ ამაში წვლილი მეც შევიტანე. ამ გოლს ჩემ ბიჭს ვუძღვნი, რომელიც თამაშს თბილისში მყოფი, ტელევიზორში უცქერდა.

- ასეთ შედეგს ალბათ მაინც არ მოელოდით.

- გვწამდა, რომ გამარჯვებას შევძლებდით, მაგრამ 3:0 თუ მორჩებოდა შეხვედრა, რა თქმა უნდა, არავის წარმოგვედგინა. ეს შედეგი მით უმეტეს სასიამოვნოა, რადგან საკუთარ თავსა და გულშემატკივრებს საფეხბურთო ზეიმი და ბრწყინვალე განწყობა ვაჩუქეთ.

- ამ წარმატებას კათხა ლუდით აღნიშნავთ, თუ?

- ვნახოთ. სავარაუდოდ ეს უფრო ბოკალი იქნება ქართული წითელი ღვინით. მისი შოვნა აქ ცოტა გაგვიჭირდება, მაგრამ იმედია ამ პრობლემას როგორმე გადავჭრით.

- ამ გამარჯვების შემდეგ როსტოვში გასამართ მომავალ მატჩზე ყურადღების მოკრება ხომ არ გაგიჭირდებათ?

- პირიქით, ასეთი გამარჯვებები ძალას გვმატებს. პირობას გაძლევთ, მომავალ ვარჯიშებზე კიდევ უფრო მონდომებით გავირჯებით.

Vadimi
ბოდიში, შემეშალა http://www.gazeta.ru/sport/rfc/video/3573169.shtml
Vadimi
აი აქ შეიძლება გოლების ნახვა [url]http:///sport/rfc/video/3573169.shtml[/url]
Shota
გოჩას ვულოცავ წარმატებით თამასშს! მინდა ვთხოვო კიდევ უფრო მონდომებული და მოტივირებული იყოს, რადგან მისი დარი ფეხბურთეკები ნაკრებში გვჭირდება!!!
guja kakhadze
ასეთ ტემპში ჩატარებული თამაშები საქართველოს ჩემპიონატშიც არ გვაწყენდა.
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა