2011 წლის 1 ივნისის არჩევნებში მონაწილეობას იოზეფ ბლატერი და ყატარელი მოჰამედ ბინ ჰამამი მიიღებენ

ფიფას პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 2011 წლის 1 ივნისს ცურიხში გაიმართება, მონაწილეობას ორი კანდიდატი მიიღებს - ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარე იოზეფ ბლატერი და ყატარელი მოჰამედ ბინ ჰამამი, რომელიც აზიის საფეხბურთო კონფედერაციას ხელმძღვანელობს.

ადრე იუწყებოდნენ, რომ კანდიდატთა სიაში, შესაძლო იყო, ამერიკელი ჟურნალისტი გრანტ უოლი და ჩილეს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ელიას ფიგეროაც შესულიყვნენ. უოლმა ვერც ერთი ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერის მოპოვება ვერ შეძლო, ფიგეროამ კი თქვა, რომ მას დამაჯერებელი საპრეზიდენტო პროგრამის შესადგენად დრო არ ეყო.

პოტენციური კანდიდატების განცხადებების მიღება 1 აპრილს დასრულდა და ყველა დოკუმენტის შემოწმების შემდეგ კანდიდატები საპრეზიდენტო პოსტის პრეტენდენტებად დაამტკიცეს.

1981-დან 1998 წლამდე ბლატერი ფიფას გენერალურ მდივნად მუშაობდა, 1998 წელს კი ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი გახდა და მას შემდეგ ამ პოსტზე კიდევ ორჯერ აირჩიეს. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში (2007 წელს) ბლატერი უალტერნატივო იყო.

61 წლის ბენ ჰამამი ადრე მხარს ბლატერს უჭერდა, მაგრამ ბოლო დროს ფიფას პრეზიდენტი არაერთხელ გააკრიტიკა. ყატარელის თქმით, ამ ორგანიზაციას ახალი პრეზიდენტი სჭირდება.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით

"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა