მარიო ბალოტელი იმ ფორმას უბრუნდება, რომლითაც ევროპულ ფეხბურთში გამოანათა
მარიო ბალოტელი იმ ფორმას უბრუნდება, რომლითაც ევროპულ ფეხბურთში გამოანათა.

სუპერმარიო ცოტათი დაჭკვიანდა კიდეც. შედეგად, მან "ნიცას" მაისურით ლიგა 1-ის 38 მატჩში 27 გოლი გაიტანა.

"ბორდო", რომლის ფორვარდ მალკომის ყიდვას "არსენალი" ცდილობს, შინ 0:2 დამარცხდა "კაენთან". როგორც ჩანს, ეს ბოლო წვეთი იყო და ფრანგული მედიის მტკიცებით, ჟოსლინ გურვენეკი, ფაქტობრივად, გაშვებულია, მის ნაცვლად კი წარსულში ცნობილი ბელგიელი გოლკიპერი მიშელ პრუდომი მიდის ჟირონდულ კლუბში.

პრობლემები აქვს თავად მალკომსაც, რომელმაც წაგებული თამაშის მერე ისეთი ვიდეო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, რომ კლუბის ხელმძღვანელობა დისკვალიფიკაციას უპირებს.

"ველოდრომზე" "სტრასბურთან" მატჩი მასპინძელთა სცენარით ვერ მიდიოდა, მაგრამ მეორე ტაიმში დიმიტრი პაიე და კლინტონ ნ'ჟიე გამოვიდნენ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მანამდე კი იყო ვალერი ჟერმენის ვერგამოყენებული პენალტი. პაიე ამ სეზონში ძველი პაიეს აჩრდილია, მაგრამ მას ხანდახან აქვს გაელვებები. სწორედ ასეთი გაელვება იყო "სტრასბურთან" მატჩი, რომელშიც სეზონში მხოლოდ მესამე გოლი მიითვალა.

რუდი გარსია (მარსელი): "ეს გუნდის ძლიერი მხარეა, როცა არ ნებდება. გუნდი არ დაბნეულა არც მას მერე, რაც უკიჯამ პენალტი მოიგერია. "სტრასბური" თავს იცავდა და მწვავედ "იკბინებოდა". ფეხბურთელებმა კი ბოლომდე შეინარჩუნეს სიმშვიდე და თავიანთ შანსს დაელოდნენ".

ჩემპიონმა "მონაკომ" რივიერას დერბიში ვერ მოიგო. ის კი არა, ბოლო წამებზე რადამელ ფალკაოს რომ არ ეყოჩაღა, "ნიცა" მარიო ბალოტელის დუბლით 2:1-ს იგებდა. სუპერმარიომ უკვე მე-12 გოლი გაიტანა ჩემპიონატში.

Video

17.01.18 მონაკო - ნიცა 2:2

ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "ასეთი ძლიერი ქარის პირობებში თამაში ძალიან ძნელია. ვფიქრობ, სამართლიანი ფრეა, მაგრამ შედეგი მე არ მაკმაყოფილებს. მაისში მეორე ადგილისთვის ბრძოლაში თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ექნება".

ლუსიენ ფავრი (ნიცა): "მარიო ბალოტელი ამ სეზონში გაცილებით უკეთ თამაშობს, ვიდრე წინაში, თუმცა პროგრესი კიდევ შესაძლებელია. დიდი ხანია, რაც მას სასტარტოში არ უთამაშია".

"მონაკოს" წაფორხილებით უმალ ისარგებლა "ლიონმა", რომელმაც მორიგი სამი ქულა ჩაიწერა და მეორე ადგილზე გადავიდა. თავისი მორიგი გოლი გაიტანა ნაბილ ფეკირმა.

საბრალო "დიჟონი" - მან ლიდერისა და მომავალი ჩემპიონი "პარი სენ-ჟერმენისგან" 8 უპასუხო გოლი გაუშვა. ნეიმარის ანგარიშზე პოკერია.

Video

18.01.18 პსჟ - დიჟონი 8:0

ფაქტები

"კაენმა", ნოემბრიდან მოყოლებული, ლიგა 1-ში სულ 9 ქულა აიღო, აქედან 6 - "ბორდოსთან" ორ თამაშში.

11 მატჩია, რაც "მარსელი" "ველოდრომზე" არ დამარცხებულა.

"ნიცამ" ბოლო 21 შესაძლებლიდან 17 ქულა აიღო. სანამ ამ სერიას დაიწყებდა, გუნდი გასავარდნ ზონაში იყო.

"ტულუზისა" და "ნანტის" ბოლო 9 დაპირისპირებიდან 5 1:1 დასრულდა.

მარიო ბალოტელიმ "ნიცას" მაისურით უკვე 35 გოლი გაიტანა. ეს მეტია, ვიდრე "მილანში" (33), "მანჩესტერ სიტიში" (30), "ინტერსა" (28) და "ლივერპულში" (4).

ნაბილ ფეკირმა ლიგა 1-ის ზედიზედ 4 ტურში პირველად გაიტანა.

ედინსონ კავანი 156 გოლით პსჟ-ის ყველა დროის ბომბარდირ ზლატან იბრაჰიმოვიჩს დაეწია.

ნეიმარი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ მატჩში 6 გოლში მიიღო მონაწილეობა (4 გოლი, 2 პასი) მას მერე, რაც ასეთი სტატისტიკა ითვლება ლიგა 1-ში.

ნეიმარმა 15 მატჩში პსჟ-ში უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე 30 მატჩში ბარსელონაში.

ლიგა 1. XXI ტური

მარსელი-სტრასბური 2:0

გოლები: 1:0 ნ'ჟიე (79), 2:0 პაიე (87)

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - სარი, რამი, აბდენური, საკაი - ზამბო ანგისა, ლუის გუსტავო - ტოვენი, სანსონი (68. ნ'ჟიე), ოკამპოსი (56. პაიე) - ჟერმენი (85. ბედიმო)

გამოუყენებელი პენალტი: ჟერმენი (72)

ბორდო-კაენი 0:2

გოლები: 0:1 სანტინი (89-პენ), 0:2 როდელენი (93)

გაძევება: ბაისე (86. ბორდო)

მონაკო-ნიცა 2:2

გოლები: 1:0 ა. დიაქაბი (33), 1:1 ბალოტელი (47), 1:2 ბალოტელი (68), 2:2 ფალკაო (91)

მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, რაჯი, ჟორჟე - ჟოაო მოუტინიო, ნ"დორამი (81. ღეზალი) - ბ. კეიტა (69. რონი ლოპეში), ლემარი, ა. დიაქაბი (76. იოვეტიჩი) - ფალკაო

ამიენი-მონპელიე 1:1

გოლები: 0:1 სხირი (33), 1:1 კონატე (72)

ანჟერი-ტრუა 3:1

გოლები: 1:0 თომასი (33), 1:1 ხაუი (51), 2:1 თომასი (58), 3:1 კაპელი (81)

გენგამი-ლიონი 0:2

გოლები: 0:1 ფეკირი (26), 0:2 აუარი (58)

ლილი-რენი 1:2

გოლები: 1:0 ალონსო (41), 1:1 ლი (85), 1:2 ანდრე (89)

მეცი-სტ. ეტიენი 3:0

გოლები: 1:0 რივიერი (13-პენ), 2:0 დოსევი (16), 3:0 რუ (77)

გაძევება: ერნანი (85. სტ. ეტიენი)

ტულუზი-ნანტი 1:1

გოლები: 0:1 კრჰინი (19), 1:1 გრადელი (95-პენ)

პსჟ-დიჟონი 8:0

გოლები: 1:0 დი მარია (4), 2:0 დი მარია (15), 3:0 კავანი (21), 4:0 ნეიმარი (42), 5:0 ნეიმარი (57), 6:0 ნეიმარი (73), 7:0 მბაპე (77), 8:0 ნეიმარი (83-პენ)

პსჟ (4-3-3): არეოლა - მონიე, ტ. სილვა, კიმპემბე, ი. ბერჩიჩე - ვერატი (61. ნკუნკუ), ლო სელსო (78. რაბიო), დრაქსლერი - დი მარია (68. მბაპე), კავანი, ნეიმარი

ბომბარდირები: 20 - ედინსონ კავანი (პსჟ); 16 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 15 - ნაბილ ფეკირი (ლიონი), ნეიმარი (პსჟ); 13 - მარიანო დიასი (ლიონი); 12 - მარიო ბალოტელი (ნიცა).

მომდევნო ტური

19 იანვარი: კაენი-მარსელი;

20 იანვარი: ნანტი-ბორდო, ამიენი-გენგამი, მონპელიე-ტულუზი, რენი-ანჟერი, სტრასბური-დიჟონი, ტრუა-ლილი;

21 იანვარი: ნიცა-სენტ ეტიენი, მონაკო-მეცი, ლიონი-პსჟ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია
37 წლის ედინსონ კავანიმ "ბოკა ხუნიორსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
კავანი: ჩემი შვილების კერპები კვარაცხელია და ოსიმენი არიან
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
საფრანგეთში დაბრუნება არ ისურვა - როსენიორი დროებით დაისვენებს
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
ედინსონ კავანი "ვალენსიას" ტოვებს და კარიერას არგენტინულ გრანდში განაგრძობს
ფრანგი ჟურნალისტი: პსჟ-ში კვარაცხელიამ ნეიმარს აჯობა - ქართველი თამაშებს შერჩევით ატარებს
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცას" ვერ მოუგო - ყველაფერი 29 მაისს გადაწყდება
[VIDEO] გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია - ნახეთ სტადიონი, სადაც არაბთა გაერთიანებულ საემიროების მე-2 ლიგაში ბალოტელი თამაშობს
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
ეს ზურიკოს გუნდისთვის კარგია - საპასუხო მატჩი ცარიელ სტადიონზე ჩატარდება
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
დავითაშვილის გუნდთან მატჩის წინ "ნიცას" ფეხბურთელი გაუჩინარდა
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
"ვალენსია" კლუივერტმა დატოვა, კავანიც წავა და მუსას გაყიდიან
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
დავითაშვილმა გაიტანა, მაგრამ "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-ში ვერ გადავიდა
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
"ვაღიარებ, ასეთი რამ არასდროს გამომიცდია" - კავანიმ "ვალენსიას" რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა
"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი