ფეხბურთი რომ უფრო მეტია, ვიდრე გაზაევი, ეს ალბათ ყველამ კარგად იცით. სულ მალე კი საქართველოში სწორედ იმ გაზაევის შვილი ჩამოვა, რომელსაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი "ჯოტია ცაავა" ახსენებს.

ვინ არის ვლადიმერ გაზაევი და რა ინფორმაციას ვფლობთ მის შესახებ?

ვლადიმერ ვალერის ძე გაზაევი 1980 წლის 1-ელ ივლისს, ვლადიკავკაზში დაიბადა. ის ცნობილი რუსი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, ვალერი გაზაევის შვილია.

პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვლადიმერის საფეხბურთო კარიერა არ შედგა და მან მამის წარმატების ნახევარსაც ვერ მიაღწია. მას კარიერის განმავლობაში მხოლოდ ვლადიკავკაზის "ალანიაში" აქვს ნათამაშები, ისიც 2 წლით. ის პოზიციით ფორვარდი იყო და 1997 წელს "ალანიას" პირველი გუნდის ღირსებას იცავდა, 1998 წლიდან კი მე-2 გუნდში გადაიყვანეს.

საინტერესოა, რომ ამ დროს ვლადიკავკაზური გუნდის დამრიგებელი მამამისი, ვალერი გაზაევი იყო.

ვლადიმერი ფეხბურთს კარიერის დასრულებიდან 11 წლის შემდეგ, უკვე მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა და მუშაობა კვლავ "ალანიაში" დაიწყო. 2009 წელს ის ვალერი პეტრაკოვის თანაშემწედ იწყებს მუშაობას, რის შემდეგაც, 2010 წელს რუმინელი მწვრთნელის, მირჩი რედნიკის თანაშემწე ხდება.

2010 წელს "ალანიამ" რუსეთის პრემიერლიგაში გამოსვლის უფლება მოიპოვა. მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვლადიმერ შევჩუკი დაინიშნა, ხოლო გაზაევმა მწვრთნელთა შტაბში თავისი ადგილი შეინარჩუნა. კლუბმა ვერ შეძლო ადგილის შენარჩუნება უმაღლეს დივიზიონში და პირველ ლიგაში გავარდა.

2011 წელს, მას შემდეგ, რაც "ალანიას" პრეზიდენტად მამამისი ვალერი გაზაევი დაინიშნა, იგი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.

მის სამწვრთნელო შტაბში შედიან: ნიკოლაი ლატიში, ანდრეი აფანისიევი, ალექსანდ იანოვსკი და ვლადიმერ შევჩუკი. პირველ სეზონში მან გუნდი რუსეთის თასის ფინალში გაიყვანა და პრემიერლიგაში დააწინაურა.

2012 წლის 14 ნოემბერს, ვლადიმერი მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს და ამავე კლუბში სელექციონერად იწყებს მუშაობას, "ალანიას" მთავარი მწვრთნელი კი მამამისი ხდება.

12 დეკემბერს ის მწვრთნელის პრო-ლიცენზიას იღებს, რის შემდეგაც, 2013 წლის 10 ივლისს, ისევ ვლადიკავკაზური გუნდის მთავარ მწვრთნელად ინიშნება.

2014 წლის 10 თებერვალს, "ალანიამ" ფინანსური პრობლემების გამო არსებობა შეწყვიტა. ამის შემდეგ ვლადიმერ გაზაევი ყაზახური კლუბის, "აქტობეს" მწვრთნელი ხდება. 2015 წლის ივლისში, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდნის შემდეგ, იგი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს.

სამწვრთნელო მიღწევები:

რუსეთის თასის ფინალისტი, რუსეთის მე-2 ლიგის გამარჯვებული. ყაზახეთის თასის ფინალისტი, ყაზახეთის ჩემპიონატის მეორეადგილოსანი

ვალერი გაზაევი ამჟამად 37 წლისაა და წესით, 20 იანვარს, "რუსთავის" ახალი მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად უნდა გახდეს, სადაც ვარლამ კილასონიას ჩაანაცვლებს.

ვლადიმერ გაზაევი "რუსთავის" მთავარი მწვრთნელი გახდება

ზაზა
რა კრიტერიუმებით ირჩევთ და ნიშნავთ მწვრთნელებს? რითი ჯობია ახლა გაზაევი კილაონიას: საფეხბურთო გამოცდილებით,საფეხბურთო მიღწევებით,სამწვრთნელო მიღწევებით,თანამედროვე საფეხბურთო ხედვებით,მენტალიტეტით,თუ მსოფლმხედველიბით?
lasha
და არც ცდები .ეს არაა ის მწვრთნელი ჩამოვიდეს საქართველოში და ახლად შეკრებიი გუნდი შეათამაშოს
ტარანტინო
ეგ 2014 წელს იყო მეგობარო და მაშინ ჩემპპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო იყო, ავტორის სწორად უწერია 2015 გაუშვეს ევროპა ლიგის საკვალიფკაციოზე ნემა კალიოსთან თუ ვიღაცასთან წააგო ორი მატჩის ჯამში
U21
რატომღაც მგონია ამას ისევ კილასა ჯობდა მთავარ მწვრთნელად
armenakich13
ავტორს მაგარი ეშლება, აკტობეში როდესაც დაინიშნა უკვე ჩემპიონის ტიტული ჰქონდა მოპოვებული ამ გუნდს და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც, მეორე ეტაპზე ჩვენი ჩემპიონი დინამო თბილისი გმოგვიგდო ორი მატჩის ჯამში 4-0, მერე მესამე ეტაპზე სტიაუასთან გავვარდა და ევროპა ლიგის პლეიოფიც წააგო აკტობემ და სწორეედ მაშინ წავიდა თუ გაუშვენ აქტობედან და არა ევროპა ლიგის პირველი ეტაპიდან გამოვარდნის გამო
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
გორის "დილა": გორელიშვილი რუსეთში წავიდა, შეიძლება ხოჯავა დაბრუნდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ვარლამ კილასონიას პირველი
ბოლნისის "სიონი" ვარლამ კილასონიამ ჩაიბარა
ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესოები დასახელდა
"რუსთავს" ვარლამ კილასონია გაწვრთნის
ოთარ მარცვალაძის და გოჩა ხოჯავას "ალანია", სავარაუდოდ, 12 იანვარს დაიშლება
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
გიორგი დემეტრაძე: ჯობს შენ გცემდნენ, ვიდრე ამ საშინელებას გვერდიდან უყურებდე
მარცვალაძის და ხოჯავას "ალანია" დაიშალა?
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?
"ალანიას" დამფინანსებელი არ ჩანს - მარცვალაძეს და ხოჯავას 7 თვეა ხელფასი არ აუღიათ
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
ოთარ მარცვალაძე: ვლადიკავკაზში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, მაგრამ...