რა თქმა უნდა, სერია A-ს მორიგი ტურის მშვენება უნდა გამოდგეს მატჩი, რომელშიც "ინტერი" "რომას" უმასპინძლებს
რა თქმა უნდა, სერია A-ს მორიგი ტურის მშვენება უნდა გამოდგეს მატჩი, რომელშიც "ინტერი" "რომას" უმასპინძლებს. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ არც ერთი გრანდი არ არის იდეალურ ფორმაში. მეორე მხრივ, ეს საშუალებაა მათთვის, ერთგვარი რეაბილიტაცია მოახდინონ გულშემატკივრის თვალში.

სატურნირო ცხრილში უკეთესი პოზიცია "ინტერს" უჭირავს. ეგაა, მილანელები, წესით, გვარიანად უნდა წუხდნენ იმაზე, რომ გუნდის უდავო ლიდერი და ბომბარდირი მაურო იკარდი სულ უფრო უახლოვდება "რეალს" და თუ მადრიდული გრანდის შემტევთა სადღეისო კონდიციებს გავითვალისწინებთ, ადვილი შესაძლებელია, ეს ტრანსფერი ახლავე შედგეს.

წესით, გუნდების სტატუსიდან გამომდინარე, შემტევი ფეხბურთი უნდა ვიხილოთ, მაგრამ იტალიის ჩემპიონატს ხომ ვერაფერს გაუგებ კაცი - შეიძლება ისე "ჩაიკეტოს" თამაში, ერთი კინკილა გოლიც კი სანატრელი გაგვიხდეს.

იტალიის პირველობის თითქმის მთელი ტური კვირასაა. ორშაბათს თამაშობს მხოლოდ ერთ-ერთი ლიდერი და ფავორიტი "იუვენტუსი". ტურში კი პირველები "ნაპოლი" და "ატალანტა" ებმებიან.

"ატალანტა" ყოველთვის რთული მოწინააღმდეგეა და, მით უმეტეს, შინაურ კედლებში.

ბერგამოელები რამდენიმე ფეხბურთელის შესაძლო არყოფნამ არ უნდა შეაშფოთოს. მერე რა, თუ მათ შორის გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი პეტანიაც არის.

"ნაპოლი" გააფთრებით მიიწევს სკუდეტოსკენ. რაც უნდა რთული იყოს მისთვის ესა თუ ის მატჩი, მათ მაინც არ აქვთ ქულების დაკარგვის უფლება, რადგან ზურგს უკან "იუვენტუსის" სუნთქვა ესმით.

"ბებერი ქალბატონი" კი ტურის გვიან შეხვედრაში, დიდი ალბათობით, 3 ქულით შეავსებს სატურნირო მონაგარს. "ჯენოა" ნამდვილად არ არის ის გუნდი, რომელმაც მადაზე მოსული ტურინელები უნდა შეაჩეროს, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება...

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის თავდადებით მებრძოლმა "ლაციომ", თუ სასწაული არ მოხდა, შინ უპირობოდ უნდა მოუგოს "კიევოს". რომაელთა მიერ ნაჩვენები ფეხბურთი ძალიან თვალსასეიროა. ეგაა, ისინი რამდენჯერმე დააზარალა ვიდეორეფერიმ, თითქოს, ეს სისტემა სპეციალურად მათ წინააღმდეგ ყოფილიყოს მოგონილი...

ჯენარო გატუზოს "მილანი" კი ყველანაირად ეცდება, "კალიარისთან" გასვლით შეხვედრაში წარმატებით ითამაშოს. "მილანი" მაინც "მილანია", მაგრამ მთლად იოლიც რომ არ იქნება, ესეც ფაქტია.

ფაქტები

"ატალანტამ" ბოლო 11 მატჩიდან (ყველა ტურნირის ჩათვლით) მხოლოდ 1 წააგო.

"ნაპოლის" არ წაუგია სერია A-ს საგარეო მატჩი 2016 წლის 29 ოქტომბრის შემდეგ (1:2, "იუვენტუსთან").

"მილანმა" "კალიარი" სერია A-ში სტუმრად ბოლოს 2014 წლის 26 იანვარს დაამარცხა.

"იუვენტუსმა", ყველა ტურნირის ჩათვლით, ბოლო 11 მატჩიდან 9 მოიგო (2 ფრე).

სერია A. XXI ტური

კვირა, 21 იანვარი

ატალანტა-ნაპოლი 15:30

ბოლონია-ბენევენტო 18:00

ლაციო-კიევო 18:00

სამპდორია-ფიორენტინა 18:00

სასუოლო-ტორინო 18:00

უდინეზე-სპალ 18:00

ვერონა-კროტონე 18:00

კალიარი-მილანი 21:00

ინტერი-რომა 23:45

ორშაბათი, 22 იანვარი

იუვენტუსი-ჯენოა 23:45

ბომბარდირები: 20 - ჩირო იმობილე (ლაციო); 18 - მაურო იკარდი (ინტერი); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 12 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი