<p>ზედრამატულ შეხვედრაში “პორტუმ” ლისაბონში დაამარცხა “ბენფიკა” და ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ისტორიაში 26-ე ჩემპიონობა დაიბევა. <br> ზედრამატულ შეხვედრაში “პორტუმ” ლისაბონში დაამარცხა “ბენფიკა” და ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ისტორიაში 26-ე ჩემპიონობა დაიბევა. ის, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ბევრი რამე გაირკვეოდა, ჩემპიონატის დაწყებისთანავე ცხადი იყო, მაგრამ აღნიშნულ მატჩში თუ ჩემპიონის ვინაობა გაირკვეოდა, ძნელი წარმოსადგენი იყო. დაპირისპირების ბედი მალევე გაირკვა, ფრედი გუარინის გოლს სავიოლამ პენალტით უპასუხა, რასაც მალე ანალოგიურით უპასუხა ჰალკმა - 1:2. ამის შემდეგ მინდორზე მხოლოდ მოთამაშეთა რაოდენობა იცვლებოდა, ჯერ სტუმარი ოტამენდი გააძევეს, შემდეგ მასპინძელი ოსკარ კარდოსო. მატჩის დაწვრილებით აღწერას არ შევუდგებით, რადგან უფრო საინტერესო ის გვგონია, რა ხდებოდა ნამატჩევს. ცოტა ბედის ირონიაც არის, რომ ერთ დღეს ჟოზე მოურინიომ თავისი ცნობილი საშინაო წაუგებელი სერია შეწყვიტა, მეორე დღეს კი მისმა ყოფილმა მოსწავლე ანდრე ვილას-ბოასმა კარიერაში პირველი სერიოზული ტიტული მოიგო. აი, რა განაცხადა ამ საღამოს მთავარმა ტრიუმფატორმა 33 წლის მწვრთნელმა: “მოხარული ვარ, რომ ასეთ ბრწყინვალე ფეხბურთელებთან მუშაობა მიხდება. გამარჯვება მთლიანად მათი დამსახურებაა. ვეცადეთ, დაგვემტკიცებინა, რომ პორტუგალიაში საუკეთესონი ვართ და ეს ნამდვილად გამოგვივიდა. ყველაფერი რაც მატჩამდე იწერებოდა, რაც ითქმებოდა ჩვენს საბრძოლო განწყობილებას ამაღლებდა. მართალია ჩემპიონები ვართ, მაგრამ სეზონი ამით არ დასრულებულა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სხვებისთვის დასამტკიცებელი რაღაცები. მაგალითად, პორტუგალიის თასის 1/2-ფინალი ჯერ კიდევ სათამაშო გვაქვს და წინ იქაც “ბენფიკა” გველოდება. თუკი დღევანდელ დონეზე ვითამაშებთ, ამ დაპირისპირებასაც მოვიგებთ”.</p><p>აქ ჟურნალისტები მის “უჩვეულო” სამწვრთნელო ასაკს შეეხნენ, რამაც სეუ ანდრე ცოტა არ იყოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო: “ვხვდები, რომ ეს უცნაური აღფრთოვანება ჩემი მუშაობით ჩემივე ასაკიდან მოდის. მოკლედ, ბევრი რამე სწორედ ამის ბრალია. კარგია, რომ კომპლიმენტებს ხშირად ვიღებ, მაგრამ, გავიმეორებ, გამარჯვებაში ფეხბურთელებს და კლუბის მაღალჩინოსნებს უმთავრესი წილი უდევთ”.</p>
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...