ბუნდესლიგის მე-19 ტური საინტერესო მატჩით გაიხსნა - ბერლინში "ჰერტა" "დორტმუნდს" მასპინძლობდა
ბუნდესლიგის მე-19 ტური საინტერესო მატჩით გაიხსნა - ბერლინში "ჰერტა" "დორტმუნდს" მასპინძლობდა. უკვე თითქმის 100 პროცენტით არის გადაწყვეტილი, რომ დორტმუნდელთა რიგებში აღარ ითამაშებს პიერ-ემერიკ ობამეიანგი. ისევე, როგოც წინა ტურში, გაბონელი განაცხადში არ ყოფილა და "დორტმუნდმა" პირველად ითამაშა ასეთი შემტევი ტრიოთი: პულიშიჩი - შიურლე - სანჩო.
შედეგად ის მივიღეთ, რომ პირველ ტაიმში სტუმრებს არცერთი ზუსტი დარტყმა არ ჰქონიათ, ისევე, როგორც მასპინძელ გუნდს. პირველ ნახევარში თამაშის სურათმა და შინაარსმა საშინელი შთაბეჭდილება დატოვა.
მეორე ტაიმის პირველივე წუთზე პირველი ზუსტი დარტყმა შესრულდა და ანგარიშიც გაიხსნა - პაპასტატოპულოსს ზელკე გაეპარა და ახალგაზრდა ფორვარდმა გახსნა ანგარიში. იქვე ბერლინელებმა მეორე გოლიც გაიტანეს, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.
დორტმუნდელებმა ტაიმის მეორე ნახევარში მოიპოვეს ინიციატივა და 71-ე წუთზე გაათანაბრეს ანგარიში - სანჩომ კარიერაში პირველი საგოლე პასი შეასრულა, გოლი კი კაგავამ გაიტანა.
დარჩენილ დროში უფრო მეტს სტუმრები უტევდნენ, შანსებიც ჰქონდათ, ერთხელ პენალტის დანიშვნაც შეიძლებოდა მათ სასარგებლოდ, თუმცა, საბოლოო ჯამში, ფრე ლოგიკური ანგარიშია.
"დორტმუნდი" სტაბილურად კარგავს ქულებს და უკვე ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმაა. გუნდმა სასწრაფოდ უნდა ისწავლოს ობამეიანგის გარეშე თამაში - ეს იყო მეოთხე მატჩი სეზონში, როცა გაბონელი არ თამაშობდა და ამ შეხვედრებში გუნდმა მხოლოდ სამი ქულა აიღო და სამი გოლი გაიტანა.
19.01.18 ჰერტა - დორტმუნდი 1:1
შაბათს, სატურნირო თვალსაზრისით, ყველაზე საინტერესო იყო მატჩი "ჰოფენჰაიმსა" და "ლევერკუზენს" შორის. მათ შორის სხვაობა მხოლოდ ერთ ქულას შეადგენდა. "დორტმუნდის" წაფორხილების გათვალისწინებით, მოგებული ჩემპიონთა ლიგის ზონაში შედიოდა.
პირველი ტაიმი "ჰოფეს" კარნახით მიდიოდა, მაგრამ გოლი "ლევერკუზენმა" გაიტანა, თანაც, ეს იყო შედევრი - ბეილიმ პენალტის ნიშნულიდან ქუსლით შეაგდო! იამაიკელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო, რადგან თავისი გუნდის სამ გოლში მიიღო მონაწილეობა.
"ჰოფენჰაიმს" კი მეორე ტაიმი საერთოდ არ გამოუვიდა. იულიან ნაგელსმანის გუნდი, რომელსაც შარშან არცერთი წაგება არ ჰქონდა შინ და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა, მეცხრე ადგილამდე დაეშვა.
"ლევერკუზენი" კი მეორე ადგილზე გადავიდა, რასაც ხელი შეუწყო "ლაიპციგის" წარუმატებლობამ. ვიცე-ჩემპიონი იგებდა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა მეტოქის მთავარ იარაღს - "სტანდარტებს". "ფრაიბურგს" სტანდარტული მდგომარეობიდან გოლების 58 პროცენტი (19-დან 11) აქვს გატანილი.
ჩემპიონთა ლიგის ზონაში შევიდა "გლადბახიც", რომლის რიგებში ბრწყინავდა ტორგან აზარი - მის ანგარიშზე გოლი და შედეგიანი პასია. თუმცა, უკვე კვირას "ბორუსია" გამოვარდა ოთხეულიდან, რადგან "შალკემ" აიღო ქულა "ჰანოვერთან" საშინაო მატჩში და ბურთების უკეთესი სხვაობით გავიდა წინ.
"ბაიერნს" 14-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა "ვერდერთან". შესაბამისად, ეჭვი არავის ეპარებოდა მის გამარჯვებაში, თუმცა 75-ე წუთამდე ანგარიში თანაბარი იყო, ბრემენელები ღირსეულად გამოიყურებოდნენ და სენსაციასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ მიულერმა და ლევანდოვსკიმ სარეკორდო გოლები გაიტანეს და დუბლები გაიფორმეს.
მიულერი მეხუთე ფეხბურთელია "ბაიერნის" ისტორიაში, ვისაც ჩემპიონატში 100 გოლი დაუგროვდა. ის შეუერთდა დიტერ ჰოინესს (102 გოლი), როლანდ ვოლფარტს (119), კარლ-ჰაინც რუმენიგესა (162) და გერდ მიულერს (365). ლევანდოვსკი კი "ბაიერნის" ყველა დროის შედეგიანი ლეგიონერი გახდა.
ამასობაში, "ბაიერნის" უპირატესობა ცხრილში 16 ქულა გახდა...
21.01.18 ბაიერნი - ვერდერი 4:2
ფაქტები
"ჰერტა" ზედიზედ ოთხი მატჩია შინ არ მარცხდება. ამ ოთხ მატჩში 12 შესაძლებლიდან 8 ქულა აიღო.
"დორტმუნდი" ოთხი მატჩია არ მარცხდება, მაგრამ ბოლო ორ მატჩში ფრედ ითამაშა.
"დორტმუნდს" ბუნდესლიგაში გასვლით მატჩებში 20 ათასი გოლი დაუგროვდა.
"ლევერკუზენი" 7 მატჩია სტუმრად არ მარცხდება. ასეთი სერია გუნდს შვიდი წელია არ ჰქონია.
"ლევერკუზენმა" საკლუბო რეკორდი გაიმეორა - ზედიზედ 24 მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.
"ფრაიბურგი" შვიდი მატჩია დაუმარცხებელია (+4=3).
"ფრაიბურგმა" ბოლო ორ საშინაო მატჩში ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფი გუნდები დაამარცხა.
"ფრაიბურგს" მხოლოდ 7 გოლი აქვს შინ გაშვებული - მესამე შედეგი ლიგაში.
"ლაიპციგი" ხუთი მატჩია სტუმრად ვერ იგებს.
"ლაიპციგს" ბოლო 6 მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.
ჰოლგერ ბადშტუბერმა მხოლოდ მესამე გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში.
"მაინცმა" შეწყვიტა ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია.
"შტუტგარტს" გასვლით მატჩებში მხოლოდ ერთი ქულა აქვს აღებული. ეს გუნდი ზედიზედ 17 მატჩია (=3-14) სტუმრად ვერ იგებს. ბოლო გამარჯვება გასვლაზე 2016 წლის 6 თებერვლით თარიღდება.
"აინტრახტმა" ბუნდესლიგაში მე-600 გამარჯვება მოიპოვა.
"აინტრახტი" ექვსი მატჩია სტუმრად არ მარცხდება.
"აინტრახტმა" 2012 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად მოუგო სტუმრად "ვოლფსბურგს".
"ვოლფსბურგი" ხუთი მატჩია მოუგებელია.
შეწყდა "ვოლფსბურგის" რვამატჩიანი წაუგებელი სერია საკუთარ მოედანზე.
"კიოლნმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო - პირველად 2011 წლის შემდეგ.
"ჰამბურგს" ზედიზედ ოთხი წაგება აქვს და ექვსი ტურია ვერ იგებს.
მიულერმა მე-100 გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში.
ლევანდოვსკის 94 გოლი დაუგროვდა "ბაიერნში", გაუსწრო არიენ რობენს და კლუბის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი უცხოელი გახდა.
"ბაიერნი" არასოდეს აგებს ბუნდესლიგაში, როცა მიულერს გოლი გააქვს - 74 მოგება, 4 ფრე.
"ბაიერნს" "ვერდერთან" 15-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.
"ბაიერნი" 30 მატჩია არ აგებს საკუთარ მოედანზე - ბოლო მარცხი თარიღდება 2016 წლის 2 მარტით.
ხავი მარტინესმა მეასე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში.
ნალდომ 366-ე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და გაიმეორა ზე რობერტოს რეკორდი. ამ ბრაზილიელებს ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ნათამაშები გერმანიის ჩემპიონატში.
"შალკეს" ბოლო 7 მატჩში ერთი მოგება აქვს.
"შალკე" შინ 7 მატჩია დაუმარცხებელია. "ჰანოვერმა" სტუმრად ოთხმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.
ბუნდესლიგა. XIX ტური
ჰერტა-დორტმუნდი 1:1
გოლები: 1:0 ზელკე (46), 1:1 კაგავა (71)
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, თოფრაქი, ტოლიანი - კაგავა, ვაიგლი, გიოტცე (67. ისაკი) - პულიშიჩი (85. იარმოლენკო), შიურლე, სანჩო.
ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი 1:4
გოლები: 0:1 ბეილი (43), 0:2 ბუმგარტლინგერი (52), 0:3 ალარიო (70), 1:3 შალაი (86), 1:4 ალარიო (90+3)
ლევერკუზენი: ლენო - ტა, ს. ბენდერი, ვენდელი (85. ჰენრიხსი) - ბრანდტი (78. მეჰმედი), არანგისი, ლ. ბენდერი (68. რეტსოსი), ბაუმგარტლინგერი, ბეილი - ალარიო, ფოლანდი.
ფრაიბურგი-ლაიპციგი 2:1
გოლები: 0:1 ვერნერი (66), 1:1 ჰაბერერი (72), 2:1 კოხი (76)
ლაიპციგი: გულაში - ლემერი, უპამეკანო, ორბანი, ბერნარდო - კამპლი, დემე - ზაბიტცერი, ბრუმა (88. კონატე) - ოგუსტენი (71. პოულსენი), ვერნერი.
გლადბახი-აუგსბურგი 2:0
გოლები: 1:0 გინტერი (10), 2:0 ტ. აზარი (90)
გლადბახი: ზომერი - ელვედი, გინტერი, ვესტერგაარდი, ვენდტი - ჰერმანი (75. ჰოფმანი), ზაკარია, კუიზანსი, ტ. აზარი - რაფაელი (85. იანტჩკე), შტინდლი (90+1. გრიფო).
მაინცი-შტუტგარტი 3:2
გოლები: 0:1 ბადშტუბერი (19), 1:1 მუტო (45+2), 2:1 მუტო (54), 3:1 ჰოლტმანი (64), 3:2 გინჩეკი (90+1)
ვოლფსბურგი-აინტრახტი 1:3
გოლები: 0:1 ჰალერი (18), 0:2 ჩენდლერი (22), 1:2 არნოლდი (66), 1:3 იოვიჩი (85)
გაძევება: დიმატა (67. ვოლფსბურგი)
ჰამბურგი-კიოლნი 0:2
გოლები: 0:1 ტეროდე (27), 0:2 ტეროდე (67)
ბაიერნი-ვერდერი 4:2
გოლები: 0:1 გონდორფი (25), 1:1 მიულერი (41), 2:1 ლევანდოვსკი (63), 2:2 ზიულე (75-საკ. კარში), 3:2 ლევანდოვსკი (76), 4:2 მიულერი (84)
ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ჯ. ბოატენგი, ზიულე, ბერნატი - ხავი მარტინესი (58. ვიდალი) - რობენი (58. კომანი), ხამეს როდრიგესი, მიულერი, რიბერი - ლევანდოვსკი (77. ვაგნერი).
შალკე-ჰ ანოვერი 1:1
გოლები: 1:0 პიაცა (16), 1:1 ფიულკრუგი (86)
შალკე: ფერმანი - კერერი, ნალდო, ნასტასიჩი - მ. მაიერი - შიოპფი, ოშჩიპკა - გორეტცკა (64. მაკენი/83. სტამბული), ჰარიტი - პიაცა (56. ემბოლო), ბურგშტალერი.
ბომბარდირები: 15 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 11 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი); 10 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი); 9 - მარკ უტი (ჰოფენჰაიმი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).
მომდევნო ტური
26 იანვარი: აინტრახტი-გლადბახი.
27 იანვარი: ბაიერნი-ჰოფენჰაიმი, დორტმუნდი-ფრაიბურგი, ლაიპციგი-ჰამბურგი, კიოლნი-აუგსბურგი, შტუტგარტი-შალკე, ვერდერი-ჰერტა.
28 იანვარი: ლევერკუზენი-მაინცი, ჰანოვერი-ვოლფსბურგი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
ასრულებს თუ არა კარიერას - ერიქსენმა უკრაინასთან უგონოდ მოედანზე დაცემის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა