პსჟ-ს ლიგა 1-ში მეორედ მოუგეს
პსჟ-ს ლიგა 1-ში მეორედ მოუგეს. ეს "ლიონმა" მოახერხა და პარიზულ კლუბთან ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა.

"მარსელმა" "კაენი" სტუმრად დმიტრი პაიესა და ფლორიან ტოვენის გოლების წყალობით დაამარცხა - 2:0. ეს სამხრეთელთა ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა ლიგა 1-ში.

რუდი გარსია (მარსელი): "იმავეს გამეორება მსურს, რაც "სტრასბურთან" თამაშის მერე ვთქვი - პირველ ტაიმში წინ ვერაფრით გავიდოდით, რადგან კარში არ დაგვირტყამს. მეორე ტაიმში კი უკეთ ავთამაშდით, ფიზიკურად ვაჯობეთ "კაენს" და გოლებიც გავიტანეთ. მეორე ტაიმი ძალიან მომეწონა. რა თქმა უნდა, ჩვენი სერია ადრე თუ გვიან დასრულდება, თუმცა მსურს, რაც შეიძლება გვიან მოხდეს ეს".

მარიო ბალოტელიმ და კომპანიამ კვლავ მოიგო - "ნიცამ" წყალწაღებული "სენტ ეტიენი" დაამარცხა. "მწვანეებს" მძიმე კრიზისი აქვთ და დარჩენისთვის უწევთ ბრძოლა. კოტდაზურელებს გამარჯვება ვილან სიპრიენმა მოუტანა - 1:0.

ჩემპიონმა "მონაკომ" "მეცს" იოლად მას მერე მოუგო, რაც მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებს გოლკიპერი ეიჯი კავაშიმა გაუძევეს. სხვათა შორის, 34 წლის იაპონელი მეკარე, გაძევების მიუხედავად, ლიგა 1-ის ოფიციალურმა საიტმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მან მართლაც სასწაულებრივად არ გაატანინა მასპინძელთა გოლეადორ რადამელ ფალკაოს.

Video

21.01.18 მონაკო - მეცი 3:1

ლიდერთა მატჩს უინციდენტოდ არ ჩაუვლია - ჯერ კიდევ მე-2 წუთზე გაიყვანა ნაბილ ფეკირმა "ლიონი" წინ. პსჟ მალე კილიან მბაპეს გარეშე დარჩა, რომელიც "ლიონის" მეკარე ლოპეშთან შეჯახების შემდეგ თავგატეხილი დარჩა.

ახალგაზრდა ფორვარდი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, თუმცა ტაიმის ბოლოს კურზავამ ანგარიში გაათანაბრა. გუნდი დანი ალვეშმა დააღალატა - 57-ე წუთზე მან მოედნის ცენტრში იუხეშა და პსჟ 10 კაცის ამარა დარჩა. ბოლო წამებზე კი კვანძი მემფის დეპაის სუპერგოლით გაიხსნა - 2:1.

Video

22.01.18 ლიონი - პსჟ 2:1

ფაქტები

"მარსელმა" ლიგა 1-ის ბოლო 7 მატჩში 4 პენალტი დაარტყა. ზუსტად იმდენი, რამდენიც წინა 53 შეხვედრაში.

"მარსელს" "კაენთან" სტუმრად უკვე 20 წელია, არ წაუგია.

"რენის" ბოლო 13 გოლი ლიგა 1-ში მეორე ტაიმებში გავიდა. მეტიც, აქედან 8 მატჩების ბოლო 10-წუთიან ინტერვალებზე მოდის.

კრისტოფ გალტიემ (ლილი) პირველად წააგო მწვრთნელის რანგში "ტრუასთან" (6 მატჩში).

"დიჟონის" დაცვამ 4 დღეში 11 გოლი გაუშვა.

"მონპელიემ" ამ სეზონში მხოლოდ 15 გოლი გაუშვა. ამ გუნდს ლიგა 1-ში საუკეთესო დაცვა ჰყავს.

"ბორდოს" ბოლო 7 ატლანტიკური დერბი არ წაუგია.

"სენტ ეტიენმა" ზედიზედ 6 საგარეო მატჩი დათმო.

22 წლის ვილან სიპრიენმა (ნიცა) მარტის შემდეგ პირველად გაიტანა.

"მონაკომ" ლიგა 1-ში ზედიზედ 48 საშინაო მატჩში შეძლო თუნდაც ერთი გოლის გატანა.

ჩემპიონატის თამაშში დანი ალვეში 2015 წლის მერე პირველად გააძევეს.

ნაბილ ფეკირმა ამ სეზონში 3 გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმით, რაც ევროპის ტოპ-5 ლიგაში საუკეთესო შედეგია.

ნაბილ ფეკირის გოლი 2007 წლის მერე ყველაზე სწრაფი გოლია, რომელიც პსჟ-ს ლიგა 1-ში გაუშვია.

ლიგა 1. XXII ტური

კაენი-მარსელი 0:2

გოლები: 0:1 პაიე (55-პენ), 0:2 ტოვენი (74)

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - სარი, რამი, როლანდო, საკაი - ზამბო ანგისა, ლუის გუსტავო - ტოვენი (78. ჟერმენი), მ. ლოპესი, პაიე (72. ოკამპოსი) - ნ"ჟიე

ნანტი-ბორდო 0:1

გოლი: 0:1 დე პრევილი (26)

ამიენი-გენგამი 3:1

გოლები: 1:0 კონატე (16-პენ), 1:1 კოკო (29), 2:1 კონატე (79), 3:1 ბოდმერი (84)

მონპელიე-ტულუზი 2:1

გოლები: 0:1 იმბულა (30), 1:1 სამბია (43), 2:1 სიო (94)

გაძევება: გრადელი (41. ტულუზი)

რენი-ანჟერი 1:0

გოლი: 1:0 ბურიჟო (84-პენ)

გაძევება: ონიანგე (39. ანჟერი)

სტრასბური-დიჟონი 3:2

გოლები: 1:0 აოლუ (5), 2:0 ლალა (19-პენ), 2:1 ტავარეში (33), 2:2 ჰადადი (45+1), 3:2 ლალა (79-პენ)

ტრუა-ლილი 1:0

გოლი: 1:0 ნიანე (44)

ნიცა-სენტ ეტიენი 1:0

გოლი: 1:0 სიპრიენი (23)

მონაკო-მეცი 3:1

გოლები: 1:0 ჟორჟე (45+1), 2:0 ღეზალი (67), 2:1 ნიანე (72), 3:1 რონი ლოპეში (81)

მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, რაჯი, ჟორჟე (49. ნ"დორამი) - ჟოაო მოუტინიო, ფაბინიო - ღეზალი (81. ტილემანსი), ლემარი, ა. დიაქაბი (55. რონი ლოპეში) - ფალკაო

გაძევება: კავაშიმა (50. მეცი)

ლიონი-პსჟ 2:1

გოლები: 1:0 ფეკირი (2), 1:1 კურზავა (45+3), 2:1 დეპაი (94)

ლიონი (4-3-3): ლოპეში - რაფაელი, მარსელო, მორელი, მენდი - ფეკირი, ტუსარი, ნდომბელე - კორნე, მარიანო დიასი (77. ბ. ტრაორე), აუარი (77. დეპაი)

პსჟ (4-3-3): არეოლა - დ. ალვეში, მარკინიოსი, ტ. სილვა, კურზავა - ვერატი (87. პასტორე), ლო სელსო, რაბიო - დი მარია (61. მონიე), კავანი, მბაპე (36. დრაქსლერი)

გაძევება: დ. ალვეში (57)

ბომბარდირები: 20 - ედინსონ კავანი (პსჟ); 16 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ნაბილ ფეკირი (ლიონი); 15 - ნეიმარი (პსჟ); 13 - მარიანო დიასი (ლიონი); 12 - მარიო ბალოტელი (ნიცა).

მომდევნო ტური

26 იანვარი: დიჟონი-რენი;

27 იანვარი: პსჟ-მონპელიე, ანჟერი-ამიენი, გენგამი-ნანტი, მეცი-ნიცა, სენტ ეტიენი-კაენი, ტულუზი-ტრუა;

28 იანვარი: ლილი-სტრასბური, ბორდო-ლიონი, მარსელი-მონაკო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
დანი ალვეშმა ბურთზე ითამაშა,ასე რომ პსჟ მსაჯმა დააღალატა და არა ალვეშმა.ჯარიმა არ იყო.
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
[VIDEO] "ეს მიკერძოებულობაა! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!" - იამალის მამამ "ოქროს ბურთის" შედეგებზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია