ლეგიონერები: შვიდი გუნდით ევროტურნირებზე
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში ქართველი ლეგიონერების ოთხი გუნდი გავიდა.

პირველ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა ლექსო ყაულაშვილის ‘ლა როშელმა’, რომელმაც დასკვნით ტურში ინგლისური ‘ჰარლიქუინსი’ 16:7 დაამარცხა. ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე 54-ე წუთიდან ითამაშა და მას შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. ‘ლა როშელმა’ 6-იდან 4 თამაში მოიგო და ჯამში 20 ქულა დააგროვა.

მეორე ჯგუფში 5 გამარჯვებით და 22 ქულით პირველი ადგილი დაიკავა დავით ზირაქაშვილის, ვიტო კოლელიშვილისა და ოთარ გიორგაძის ‘კლერმონმა’. დასკვნით ტურში „ვულკანებმა“ უელსური ‘ოსპრეიზი’ 24:7 დაამარცხა. ზირაქაშვილმა პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა.

მეოთხე ჯგუფში, დასკვნით ტურში პარიზულმა ‘რასინგმა’ ‘ლესთერ თაიგერსი’ ინგლისში 23:20 დაამარცხა, 19 ქულით სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა და მეოთხედფინალში გავიდა. ‘რასინგის’ შემადგენლობაში 58-ე წუთიდან ითამაშა ვასილ კაკოვინმა.

19 ქულით და მეორე ადგილით დაძლია ჯგუფური ეტაპი ლევან ჩილაჩავასა და მამუკა გორგოძის ‘ტულონმა’. ტულონელები დასკვნით ტურში ‘სკარლეტს’ უელსში ეწვივნენ და 27:30 დამარცხდნენ, თუმცა ბონუს-ქულამ მეორე ადგილის დაკავების და მეოთხედფინალში გასვლის საშუალება მისცა.

ქართველი ლეგიონერების გუნდებიდან ჯგუფური ეტაპი მხოლოდ ‘მონპელიემ’ ვერ გადალახა, რომელმაც დასკვნით ტურში ირლანდიური ‘ლენსტერი’ მიიღო და 14:23 დამარცხდა. მიხეილ ნარიაშვილმა (59 წუთი) და კოტე მიქაუტაძემ (72 წუთი) თამაში ძირითადში დაიწყეს, ხოლო გელა აფრასიძემ შეცვლაზე 6 წუთი ითამაშა.

სამი გუნდი ჩელენჯ ქაფზე

ჩელენჯ ქაფის ფლეი ოფში ქართველი ლეგიონერების სამი გუნდი გავიდა. ანტონ ფეიქრიშვილის ‘კარდიფმა’ ‘ლიონი’ საფრანგეთში 21:18 დაამარცხა და 21 ქულით მეორე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

მეოთხე ჯგუფში ‘სტად ფრანსემ’ ‘ედინბურგს’ 17:10 მოუგო და 17 ქულით საუკეთესო მეორეადგილოსნებს შორის მოხვდა. ზურაბ ჟვანია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 48 წუთი გაატარა, ხოლო გიორგი მელიქიძე თამაშში 69-ე წუთიდან ჩაერთო.

დასკვნით ტურში ‘ბრივმა’ ‘ვუსტერი’ 33:7 დაამარცხა, 4 ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღო და 17 ქულით (მეორე ადგილი) ფლეი ოფში გავიდა. ‘ბრივის’ შემადგენლობაში პირველიდან 55-ე წუთამდე ითამაშა ვასილ ლობჟანიძემ, ხოლო კახა ასიეშვილმა მოედანზე 59 წუთი გაატარა. 55-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში სოსო ბეკოშვილი.

‘აჟენი’ ‘ძებრეს’ იტალიაში ეწვია და 30:38 დამარცხდა. პირველიდან 49-ე წუთამდე ითამაშეს ბურჯებმა - ვახტანგ ახობაძემ და გიორგი თეთრაშვილმა.

სტუმრად ‘ნიუპორტთან’ 17:33 დამარცხდა ‘ბორდო’. ფრანგთა შორის შეცვლაზე 74-ე წუთიდან ითამაშა ლაშა ტაბიძემ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

შოთა
მჭედლიძე რატომ არ სჩანს აჟენის შემადგენლობაში?
გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"