"მალიორკამ" უეფაში საჩივარი შეიტანა, ბალეარული კლუბი ევროპის ლიგის გათამაშებიდან მოხსნას აპროტესტებს.

"მალიორკამ" უეფაში საჩივარი შეიტანა, ბალეარული კლუბი ევროპის ლიგის გათამაშებიდან მოხსნას აპროტესტებს. უეფამ "მალიორკა" კლუბის ფინანსური შესაძლებლობების შემოწმების შემდეგ მოხსნა გათამაშებიდან, რადგან გუნდი ძალზე ახლოს იყო გაკოტრებასთან. თუმცა, საქმე იმაშია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში "მალიორკაში" სიტუაცია დიამეტრულად შეიცვალა, გუნდში ახალი ხელმძღვანელობა მივიდა, საკმაოდ კარგი ფინანსური შესაძლებლობებით. მოკლედ, "მალიორკა" გაკოტრებას კი გადარჩა, მაგრამ უეფას კომისიამ ეს საკითხი მანამდე შეისწავლა...

ოფიციალური აპელაციის გარდა კლუბის ხელმძღვანელობამ მედიას სპეციალური განცხადებაც გააცნო, სადაც ნათქვამია, რომ კუნძულელები ბოლომდე იბრძოლებენ თავიანთი სიმართლის გასატანად. "არავის აქვს უფლება ამ ბიჭებს წაართვას ის, რაც მათ შრომით მოიპოვეს. "მალიორკამ" სპორტული პრინციპით დაიმსახურა ევროპის ლიგაზე თამაში. ისინი არ იმსახურებენ ასეთ დამცირებას", - ვკითხულობთ "მალიორკას" ოფიციალურ ვებსაიტზე.

"მალიორკას" ახალი თავკაცი მიქაელ ლაუდრუპი ყველაფერს გააკეთებს, იმისათვის, რომ პლატინის გული მოიგოს და გუნდი ხელახლა დაუშვან ევროპის ლიგაში. "ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. კარგად ვიცნობ პლატინის და ვიცი, რომ ის პატიოსანი ადამიანია", - განაცხადა ლეგენდარულმა დანიელმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ უეფას სადისციპლინო კომიტეტმა "მალიორკას" კუთვნილი საგზური "ვილიარეალს" გადასცა. მალე გამოცხადდება, თუ როდის განიხილავს უეფა "მალიორკას" საჩივარს. ორი დღის წინ "მალიორკამ" მორიგი სპარინგი ჩაატარა. ბალეარელთა ფეხბურთელები უცნაური მაისურებით გამოვიდნენ თამაშზე: "უეფა, დაიცავი "ფეარ პლეი", გთხოვთ", - ვკითხულობთ "მალიორკას" მაისურებზე.

ლელო

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა