ძიუდოში ახალგაზრდებს შორის შიდა ქართლის შესარჩევ პირველობაზე რეგიონის გუნდის შემადგენლობა გაირკვა
ძიუდოში ახალგაზრდებს შორის შიდა ქართლის შესარჩევ პირველობაზე რეგიონის ოთხივე (კასპი, გორი, ქარელი, ხაშური) რაიონის ძიუდოს სკოლის აღსაზრდელთა პაექრობაში გაირკვა შიდა ქართლის გუნდის შემადგენლობა, რომელიც აპრილის მიწურულს, თბილისში თანატოლთა საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წელია ქართლელები განსაკუთრებით კარგად ასპარეზობენ და გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონებიც ხდებიან. შესაბამისად, ფედერაციის მიერ გამოყოფილი კვოტით შიდა ქართლს წლეულსაც თითოეულ წონაში ოთხი ფალავანის გამოყვანის უფლება აქვს. რეგიონალურ შეჯიბრებაზე, როგორც ადრე, ახლაც ფინალური პაექრობები აღარ გამართულა - თითოეულ წონაში ნახევარფინალში გამარჯვებული სპორტსმენებით დაკომპლექტდა საუკეთესო ოთხეული. სულ საუკეთესოდ მიჩნეულია 32 ძიუდოისტი, აქედან 25 გორელია, 4 ქარელელი და 3 კასპელი. ხაშურიდან ვერც ერთმა ვერ შეძლო გუნდში მოხვედრა.

„მინდა გამოვარჩიო ჭიდაობის სეპციალიზებული სპორტული სკოლის მორიგი წარმატება. ამ სკოლის აღზრდილები მუდამ მეწინავეობენ რეგიონის ძიუდოს წარმატებებში. ახლაც, შიდა ქართლის ნაკრებში 25-დან 22 სწორედ ამ სკოლიდანაა. ცხადია, ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ სკოლა ანზორ თენაძის ხელმძრვანელობით სწორი მიმართულებით ვითარდება" - გვითხრა შეჯიბრების შემდეგ ძიუდოს ღვაწლმოსილმა სპეციალისტმა გურამ პაპიტაშვილმა.

გაგაცნობთ საუკეთესოებს:

55 კგ: ვასილ ზაალიშვილი, მინდია ღოლიჯაშვილი, ვახტანგ აზალაძე (სამივე - გორი) და ალეკო მედოშვილი (ქარელი);

60 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ნიკა მშვიდობაძე, გიგა ხორბალაძე (სამივე - გორი) და ლაშა გიუნაშვილი (ქარელი);

66 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, ოთარ არჩუაძე, ირაკლი ლომიძე და დავით თარაშვილი (ყველა - გორი);

73 კგ: ნიკა გოგინაშვილი, ლევან დავითიშვილი, აკაკი ზაალიშვილი და დავით მღებრიშვილი (ყველა - გორი);

81 კგ: გიორი ხაჩიური, ილია ოქროპირიძე, გიორგი შატაკიშვილი (სამივე - გორი) და ამირან იანვარაშვილი (კასპი);

90 კგ: უშანგი გასიტაშვილი, ლევან სირბილაძე (ორივე - გორი), გელა მაღრაძე (ქარელი) და დავით ბურდული (კასპი);

100 კგ: ამირან მაჭავარიანი, გიგა თაყაძე, სერგო ბალიაშვილი (სამივე - გორი) და აბესალომ ასანიძე (ქარელი);

მძიმე: უტა კოკაური, გიორგი ხორბალაძე, გიგა გელაშვილი (სამივე - გორი) და გიორგი დეისაძე (კასპი).

საგულისხმოა, რომ ასაკის გამო საქართველოს შარშანდელ ჩემპიონ - პრიზიორთაგან შიდა ქართლის ახლანდელ ნაკრებში მხოლოდ სამი მოჭიდავე შემორჩა. ერთ-ერთია მძიმე წონაში ბოლო ორი წლის უცვლელი გამარჯვებული უტა კოკაური, რომელმაც ორივე ჩემპიონობისას ყველა შეხვედრა წმინდად მოიგო! რეგიონის ძიუდოს მესვეურები მედლებს ისევ ელიან ქვეყნის შარშანდელი პრიზიორებისგან ლაშა გიუნაშვილსგან და ლაშა შავდათუაშვილისგან და არა მხოლოდ მათგან. ასე რომ, შიდა ქართლი ისევ იბრძოლებს გუნდური გამარჯვებისთვის..

ვასილ ბალახაძე

გორიდან

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"