ფუტსალის ლიგის 2017/2018 წლების სეზონი 26 იანვარს VI ტურის შეხვედრებით განახლდება
ფუტსალის ლიგის 2017/2018 წლების სეზონი 26 იანვარს VI ტურის შეხვედრებით განახლდება.

ამ პერიოდის განმავლობაში ლიგის მოასპარეზე გუნდებმა რამდენიმე ამხანაგურიშეხვედრა ჩაატარეს, ასევე გახსნილი იყო სატრანსფერო ფანჯარაც, რამაცგუნდებს ზამთრის შესვენების შემდეგ მოთამაშეებით კიდევ უფრო გაძლიერების საშუალება მისცა.

Sbm.ge ფუტსალის ლიგაში მოასპარეზე გუნდების წარმომადგენლებს მოსამზადებელ პერიოდსა და გუნდში არსებულ სიახლეების შესახებ გაესაუბრა

ჰადი იმანი, "კოლხის" პრეზიდენტი : " ჩვენი გუნდი აქტიურად ემზადებოდა პაუზის პერიოდში, გუნდი ოთხჯერადად ვარჯიშობს. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ჩავატარეთ ამხანაგური შეხვედრა მოქმედ ჩემპიონ "თელასთან". ვემზადებით მოახლოებული მატჩისთვის ქუთაისის მართვესთან, რაც შეეხება სიახლეებს, გავძლიერდით ირანელი მეკარით და ერთი ქართველი მოთამაშით, რომელიც სტუდენტური ლიგიდან დავიმატეთ.

გოჩა გოგსაძე, "მართვე- ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი-" ფუტსალის ლიგაში მოასპარეზე წყალტუბო, რომელიც ქალაქ წყალტუბოს გუნდი იყო, ქუთაისის "მართვეს" სახელით იასპარეზებს, "მართვე" ქუთაისის მერიის ბალანსზეა. ჩვენმა გუნდმა სამი მოთამაშე დაიმატა, სიახლეა სამწვრთნელო შტაბში, ჩვენ აქტიურად ვემზადებოდით პაუზის პერიოდში, სატურნირო ცხრილში, ბოლოს წინა ადგილზე ვართ, მიზანი კი ხუთეულში მოხვედრაა.

ბაჩანა ცხადაძე," თბილისის" დირექტორი-" სხვადასხვა მიზეზების გამო, გუნდი დატოვა ლაშა ნამორაძემ, სოსო ხაჩიძემ და ვალერი გელიაშვილმა, ჩვენი გუნდის სახელით მათ მადლობას ვუხდით და ვუსურვებთ წარმატებებს. ასევე მივიღეთ შევსებაც, დავიმატეთ ახალგაზრდა ფეხბურთელი, აველო კიკვაძე, რომელიც აქამდე უნივერსიადას თამაშობდა და საკმაოდ გამორჩეული იყო, ჩვენ სეზონის დასაწყისიდანვე ვაკვირდებოდით ამ ფეხბურთელს და საბოლოოდ მივაღწიეთ შეთანხმებას და ის "თბილისის" ფეხბურთელია. დავიმატეთ, აკაკი ჯანელიძე, რომელიც დღეიდან შემოგვიერთდება. მიმდინარეობს მოლაპარაკება ასევე რამდენიმე ფეხბურთელთან, სატრანსფერო ფანჯარის დასრულებამდე სიახლეებსაც ველოდებით."

გოგა ჭანტურიძე, "აფხაზეთის" მთავარი მწვრთნელი -" ჩვენს გუნდში სეზონის წინ ბევრი სიახლეა, აფხაზეთი დატოვა ოთხმა მოთამაშე, შესაბამისად დავიმატეთ 4 ფეხბურთელი, მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს ორ ირანელ ლეგიონერთან და შესაძლოა გუნდი კიდევ უფრო გავაძლიეროთ, რაც შეეხება მზადების პროცესს არ ვარ კმაყოფილი, რადგან გუნდი კვირაში სამჯერ ვარჯიშობს და ეს საკმარისი არ არის. გუნდის ახალწვეულებიც გვიან შემოგვიერთდნენ და ვერ მოხერხდა სრულყოფილად შეთამაშება, თბილისთან მოახლოებულ შეხვედრაში ფავორიტი მეტოქეა, თუმცა ჩვენი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს.

ალექსანდრე ძაბირაძე "ტატიშვილის" მთავარი მწვრთნელი: " მზადება დავიწყეთ 8 იანვრიდან, ერთი კვირა ტრენაჟორებსა და ფიზიკურ მომზადებას დავუთმეთ, შემდეგ უკვე დარბაზში გავაგრძელეთ მომზადება. გუნდი სრულად შევინარჩუნეთ. დავიმატეთ მეკარე ნიკა ფხაკაძე, რაც შეეხება ჩვენს მოთამაშე ვახტანგ ჯვარაშვილს ჩაუტარდა ოპერაცია. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ახლა გადის რეაბილიტაციის კურს."

ბაჩანა აბაშიძე "ბსუს" მთავარი მწვრთნელი:"ბსუ ორმა ფეხბურთელმა დატოვა გიორგი მამულაძემ და ალეკო ფუტკარაძემ , თუმცა დავიმატეთ ორი ფეხბურთელი მალხაზ შამილაძე და გიორგი აბუსელიძე , მოახლოებულ თამაშზე ტატიშვილის გუნდთან ვერ დაგვეხმარება გუნდის ლიდერი გოჩა მახარაძე, რომელსაც ტრავმა აქვს. ტატიშვილთან თამაში ჩვენთვის ყოველთვის დიდი გამოცდაადა მაქსიმალურად შევეცადეთ რომ ამ პერიოდის მანძილზე სათანადოდ მოვმზადებულიყავით. გვაქვს გეგმა და იმედია გაამართლებს. ვეცდებით სივრცეები შევზღუდოთ და მოწინააღმდეგეს დომინირების საშუალება არ მივცეეთ.

ძირითადად ეს შესვენება, ფიზიკურ მომზადებას დავუთმეთ. პარალელურად გავმართეთ რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა, რაც მსგავს სიტუაციაში აუცილებელია. ბიჭები საკმაოდ კარგ ფორმაში არიან და ველოდებით სეზონის განახლებას.

ავთანდილ ასათიანი, "სტუ-თელასის" მოთამაშე მწვრთნელი: "ჩვენმა გუნდმა ვარჯიშები 4 იანვრიდან განვაახლეთ , ერთი კვირა ფიზიკურ მომზადებას დავუთმეთ, შემდეგ კი ბურთზე გადავედით, ჩავატარეთ ამხანაგური მატჩი ირანულ გუნდთან, ეს იყო მატჩი სადაც ტაბლოს მნიშვნელობა არ ქონდა და სხვადასხვა მონახაზებს ვცდიდით ორივე გუნდი. ახალი მოთამაშე არ დაგვიმატებია, ისევ იმ შემადგენლობით ვიასპარეზებთ რომელი შემადგენლობითაც გამოვდიოდით, სერიოზული მეტოქე გვყავს მოახლოებულ შეხვედრაში "აგორას" სახით და მაქსიმალური სერიოზულობით ვუდგებით ამ შეხვედრას, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ არის ნაკრების წევრის და ჩვენი გუნდის ლიდერის შოთა თოფურიას თამაში, რომელიც გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა ."

მიშა ტატიშვილი, "აგორას" პრეზიდენტი : "გუნდში ცვლილებებია, "აგორა" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, ესენი არიან ნიკოლოზ ჭიაბერაშვილი და ნიკა ბუგიაშვილი, ლეგიონერის დამატებას რაც შეეხება, გავძლიერდით ირანელი მეკარით, მოლაპარაკებები სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. საბედნიეროდ გუნდში ტრავმები არ გვაქვს. აგორამ ვარჯიში 8 იანვარს განაახლა, მწვრთნელისთვის პრიორიტეტული ფიზიკურზე უფრო ტაქტიკური ვარჯიშებია. ჩვენმა გუნდმა ასევე მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ჩაატარა ამხანაგური თამაშები ირანულ კლუბთა,ნ აფხაზეთთან და თბილისთან.

ფუტსალის ლიგისწლის პირველი შეხვედრა კოლხსა და ქუთაისის მართვეს შორის თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 15:00 საათზე დაიწყება. დღის მორიგ შეხვედრაში თბილისი აფხაზეთს 17:00 დაუპირისპირდება, ტატიშვილი ბსუ-ს 19:00 მიიღებს , აღნიშნული მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას sbm.ge უზრუნველყოფს, ხოლო რაც შეეხება ტურის ცენტრალურ შეხვედრას, "აგორასა" და "თელასს" დაპირისპირების ხილვა გულშემატკივარს SILK HD-ის ეთერში 21:00 სთ-ზე შეეძლება.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სოკარი"ტელეკომპანია "SILK","ნაბეღლავი",იურიდიული ჯგუფი "McGill", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"

მედია პარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", "თანამგზავრი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, popsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი "ლელო"

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფუტსალის ლიგა: პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება "ტატიშვილის" გამარჯვებით დასრულდა
ფუტსალის ლიგა: "თელასი" და "აგორა" ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდნენ
ფუტსალის ლიგა სეზონის მთავარი მატჩის მოლოდინში!
ფუტსალის ლიგა: უკვე ოფიციალურად, ოთხეული გარკვეულია!
ფუტსალის ლიგის ფინალური მატჩის პრომო [VIDEO]
ფუტსალის ლიგა: XVII ტური "საყაიმო თრილერით" დასრულდა