"სხვა გუნდების ბევრი მოჭიდავე მოვიდა და მითხრა, მსაჯთა გადაწყვეტილება რომ არა, ჩემპიონი იქნებოდიო"
დავით მარსაგიშვილი - ეს გვარ-სახელი ბოლო წლებში თავისუფალი ჭიდაობის ქართველ ქომაგთა თუ სპეციალისტთა წრეში ინტენსიურად ისმოდა, მაგრამ აქამდე უფრო დანანებით, უარყოფით კონტექსტში, რადგან სტეფანწმინდელი ფალავანი გაცემული ავანსების გამართლებას ვერაფრით ახერხებდა.

2009 წელს თბილისში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ვიცე-ჩემპიონი კი გახდა, მაგრამ მას შემდეგ წარმატებები გაუძვირდა. საბედნიეროდ, მისმა დაფარულმა ტალანტმა დორტმუნდში ამოხეთქა - კონტინენტის ვერცხლის პრიზიორი უკვე უფროსებში გახდა. თუმცა რომ არა მსაჯთა მიკერძოება, გერმანიიდან ევროპის ჩემპიონად დაგვიბრუნდებოდა! რაც მისი ფინალური შეხვედრისას მოხდა რუსთა მოქმედ ევროპის ჩემპიონ ანზორ ურიშევთან ჭიდაობისას, ისტორიას მსაჯთა არაობიექტურობის ნიმუშად შემორჩება.

მარსაგიშვილს გუშინ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე შევხვდით. ვერ ვიტყვით, რომ მომხდარზე ძალიან დარდობდა - ცხადია, ეს სასიამოვნო მოგონებად ნამდვილად არ დარჩებოდა, მაგრამ ამის გამო დეპრესიაში არ იყო ჩავარდნილი, ტრაგედიას არ მისცემია. საჭიდაო ოჯახში გაზრდილმა (მისი მამაც ჭიდაობდა, ორი უფროსი ძმა კი ახლაც ნაკრების კანდიდატია) მართლაც გამორჩეულ წარმატებას მიაღწია - კინაღამ ევროპის მოქმედი ჩემპიონი შეიწირა და ვერცხლი მოიპოვა. ნახევარი წუთით ვიყავი ევროპის ჩემპიონიო, იხუმრა კიდეც.

- იმ ფინალიდან რამდენიმე დღე გავიდა. საინტერესოა, ახლა როგორ აფასებთ მას?

- ფინალურ შეხვედრას ფსიქოლოგიურად კარგად მომზადებული შევხვდი, განწყობაც კარგი იყო და მობილიზებულიც ვიყავი. შეხვედრაც კარგად დაიწყო - პირველი პერიოდი მოვიგე. მართალია, მეორე წავაგე, მაგრამ მესამეს ისევ ვიგებდი - 3:1. ამის შემდეგ ორი ქულა კი დავკარგე, მაგრამ, ალბათ, მაინც უნდა მომეგო.

ის გაფრთხილება, რომელზედაც მოგვიანებით ლაპარაკობდნენ, არ ყოფილა - ეგ მხოლოდ ბოლოს გამოჩნდა. ლეიბის მსაჯი ხელსაც კი მიწევდა გამარჯვების აღსანიშნავად. როცა ჩვენი მწვრთნელები მოგებას მილოცავდნენ, მას არაფერი უთქვამს ამ გაფრთხილებაზე. მსაჯთა მაგიდასთან კი რა მოხდა, როდის ჩაწერეს ოქმში, არ ვიცი. ნახევარი წუთით ვიყავი ევროპის ჩემპიონი, საბოლოოდ კი გამარჯვებულად ის გამოაცხადეს.

- როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ შეინარჩუნეთ ის ორქულიანი უპირატესობა?

- ალბათ, დაღლილი ვიყავი. ორქულიანი გდება რომც დამეთმო, მაინც ჩემი იყო მოგება, რადგან უფრო მაღალი შეფასების ქულა მქონდა. ამიტომ ვცდილობდი, თითოქულიანი გდებები დამეთმო. ბოლოს საგრძნობლად დავიღალე.

სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, ტურნირების უმეტესობას ხშირად დაღლას ვაბრალებ. შეიძლება ეს ჩემი სისუსტეა. ამის საწინააღმდეგოდ, ურიშევი ფიზიკურად კარგადაა მომზადებული და ამ მხრივ ძლიერად გამოიყურებოდა.

- საინტერესოა, ჩემპიონატზე მიმავალი რა გეგმებზე ფიქრობდით? მით უფრო, დებიუტანტი და მით უფრო - შარშანდელი ჩავარდნილი სეზონის ფონზე.

- შარშანდელი სეზონი მართლაც ჩამივარდა და, ალბათ, არც ელოდნენ ჩემგან შედეგს. პირადად ჩემი განწყობა კი ისეთი იყო, რომ მედალს ველოდი. ყოველ შემთხვევაში, კარგად უნდა მეჭიდავა.

- საინტერესოა, თვითონ ურიშევი, ან ვინმე რუსების გუნდიდან, თუნდაც ნეიტრალური გუნდების წარმომადგენლები თუ მოვიდნენ, რა კომენტარი გაუკეთეს ამ შეხვედრას?

- სხვა გუნდების ბევრი მოჭიდავე მოვიდა და მითხრა, მსაჯთა გადაწყვეტილება რომ არა, ჩემპიონი იქნებოდიო. რუსთა ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმაც მითხრა, მოგება შენი იყოო, თვითონ ურიშევი კი არ მოსულა.

- ალბათ, საბოლოო შედეგის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონთან ასეთ დონეზე ჭიდაობა სამომავლოდ რწმენას შეგმატებდათ...

- ამ შეჯიბრებამ მართლაც დამარწმუნა, რომ ბრძოლა ყველასთან შეიძლება. მთავარია, ბოლომდე დაიხარჯო, ბოლომდე იშრომო და არავინაა დაუმარცხებელი, გადაულახავი ბარიერი არ არსებობს.

- ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, თქვენი საჭიდაო ოჯახის, მთელი რაიონისთვის ეს რამხელა სიხარული იქნებოდა...

- კი, მართლაც დიდი სიხარულია, მთელი ყაზბეგის რაიონი მირეკავს და მილოცავს.

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა