ლატვიასა და ბელარუსში ჩემპიონატი ქართულად გაიხსნა
აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში მე-2 ეტაპის მე-3 ტურის მატჩები გაიმართა. საჩემპიონო ექვსეულში მთავარი შეხვედრა რესპუბლიკურ სტადიონზე შედგა, სადაც ლიდერმა "ნეფთჩიმ" გიორგი ადამიას "ყარაბახს" 2:0 მოუგო. სტუმართა რიგებში 90 წუთი ითამაშა ჩვენმა თანამემამულემ, რომელიც ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა, 0:2-ზე ხელსაყრელი შანსი გაუშვა ხელიდან, ადამიამ კარგად დაარტყა, მაგრამ ბურთი "ნეფთჩის" მეკარე მეხტიევმა მოიგერია.

მიუხედავად იმისა, რომ კახა ცხადაძის "ინტერს" დიდი სათამაშო უპირატესობა ჰქონდა აზალთან მატჩში, გოლი აქეთ გაუშვა და 0:1 დამარცხდა. სხვათა შორის, თავიდან გავრცელდა ცნობა, რომ გოლის ავტორი აზალის ქართველი შემტევი ნუგზარ კვირტიაა, მაგრამ სინამდვილეში გოლი გენადი ბლიზნიუკმა გაიტანა, რაშიც ვიდეომიმოხილვის ნახვის შემდეგ დავრწმუნდით. გიორგი ლომაია სათადარიგო იყო, ქართულმა კვარტეტმა კი ითამაშა: კახა მჟავანაძემ და ვალერი აბრამიძემ შეუცვლელად, დავით ოდიკაძე მატჩის მიწურულს შეცვალეს, ილია კანდელაკი კი - პირველივე ტაიმში. სამწუხაროდ, ჩვენებურმა საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო (მხარი ამოიგდო).

"ყარაბახი" 48 ქულით მესამე ადგილზეა, აზალი 42 ქულით მეოთხეზე გადავიდა, ხოლო "ინტერი" (41) მეხუთეზე დაქვეითდა. პრემიერლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ ექვსეულში "თურანმა" 1:0 მოუგო სტუმრად "სიმურგს". ეს ერთადერთი გოლი "ვიტ ჯორჯიასა" და "ოლიმპის" ყოფილ ფორვარდ გიორგი ბერიაშვილის ანგარიშზეა, მან მე-8 წუთზე საჯარიმო დარტყმით გაიტანა. სხვათა შორის, ეს ჩვენებურის პირველი გოლია აზერბაიჯანში. 73-ე წუთზე ბერიაშვილი შეცვალეს, 58-ე წუთიდან ჩაება თამაშში "თურანის" კიდევ ერთი ქართველი ოლეგ გველესიანი. გოგა ბერაიას "გაბალა" შინ 1:1 ეთამაშა ზურაბ ძამსაშვილის "განჯას". ორივე ჩვენებურმა 90-90 წუთი ითამაშა და ორივე გააფრთხილეს. მოიკისა და "მუღანის" უღიმღამო მატჩში (0:0) სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი გულორდავამ, "გაგრას" ყოფილმა ნახევარმცველმა. აღსანიშნავია, რომ მეორე ექვსეულის ქართველთა გუნდებს გავარდნა არ ემუქრებათ.

სომხეთის ჩემპიონატში ჯერ სულ სამი ტურია ნათამაშები. კარგად დაიწყო ჩემპიონატი ქართველთა "ულისმა", რომელიც 7 ქულით ერთპიროვნული ლიდერი გახდა. "ულისმა" შინ "პიუნიკი" დაამარცხა - 1:0. ლევან აკობიამ, თენგიზ უგრეხელიძემ და გიორგი კრასოვსკიმ შეუცვლელად ითამაშეს, კონგოელი პატოს ნაცვლად შესვენების შემდეგ შოთა ჯიქია გამოჩნდა.

"განძასარმა" 1:0 სძლია "შირაკს", ორივე გუნდის კარში კი ქართველი იდგა, მასპინძელთა ღირსებას ლევან ბუბუტეიშვილი იცAავდა, ხოლო სტუმართა რიგებში ტრავმირებული კოლეგა 49-ე წუთზე შეცვალა გელა ძამუნაშვილმა. არც ერთ ჩვენებურს გოლი არ გაუშვია, მასპინძელთა გუნდში 78-ე წუთზე დავით ხანიშვილი გამოჩნდა. გაგა თიბილაშვილის "იმპულსმა" 2:0 დაამარცხა "არარატი".

მოლდოვის ნაციონალურ დივიზიონში ლევან კორღალიძემ 61-ე წუთამდე ითამაშა "დაჩიას" შემადგენლობაში, მამუკა ლომიძემ - მთელი შეხვედრა, ერთ-ერთმა ლიდერმა კი 2:0 მოუგო "ოლიმპიას". სანდრო შუღლაძის "ისკრა-სტალმა" სტუმრად 3:0 დაამარცხა "გაგაუზია", ჩვენებურმა 90 წუთი ჩაამთავრა. ვაჟა თარხნიშვილმა შეუცვლელად ითამაშა "შერიფისა" და "მილსამის" მატჩში, რომელიც ჩემპიონმა 2:1 მოიგო.

ამ უქმეებზე დაიწყო ბელარუსის ჩემპიონატი (ახლა ევროპაში მხოლოდ ერთი ქვეყანაღა დარჩა, სადაც სეზონი არ დაწყებულა ან არ განახლებულა - ფინეთი). პირველივე ტურში ქართული გოლიც ვიხილეთ, ის ბრესტის "დინამოს" 24 წლის ნახევარმცველის, ზაზა ჭელიძის ანგარიშზეა. ზაზამ 72-ე წუთზე დაუსვა წერტილი "ვიტებსკის" ტანჯვას - 3:0. ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა.

ბელარუსის უმაღლეს ლიგასთან ერთად დაიწყო ლატვიის ვირსლიგაც. სტარტი კარგი გამოუვიდა თამაზ პერტიას "დაუგავას", რომელმაც 3:1 დაამარცხა "გულბენე". სამიდან ორი გოლი ქართულია, თავი ჯერ გიორგი ჩიხრაძემ გამოიჩინა, შემდგომ - მამუკა ღონღაძემ. რიგის "ოლიმპსი" ლიეპაიას "მეტალურგსთან" 1:4 დამარცხდა. წაგებულთაგან ერთადერთი გოლი თომა ტაბატაძის ანგარიშზეა. ესტონეთში კვლავ "ფლორას" სარეზერვო გუნდში ითამაშა ზაქარია ბეგლარიშვილმა და კვლავ გაიტანა, ამჯერად "ლეგიონის" კარში - 4:2.

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა